ბლოგი

როგორ ანგრევს გაუცნობიერებლად პირად ურთიერთობებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

როგორ ანგრევს გაუცნობიერებლად პირად ურთიერთობებს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენ, ადამიანები, ძალიან მოწყვლადი და არასრულყოფილი არსებები ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ურთიერთობებს ეხება...

 

ჩვენი გონება, ხშირად არ გვაძლევს საშუალებას გავაცნობიეროთ რეალობა, შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებებისა და გამოვლენილი ქცევის გარკვული ნაწილი, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე, არის გაუცნობიერებელი. მოდი ერთად გავიგოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი, როგორც ანგრევს თავის ურთიერთობებს ისე, რომ ამას ვერც კი აცნობიერებს.

 

ვერძი

 

ურთიერთობებს თქვენი სპონტანური  ქცევით ანგრევთ, რასაც პარტნიორი წყობოდან გამოჰყავს. ფეთქებადი ტემპერამენტის და ემოცების კორიანტელში ზედმეტად იმპულსურად იქცევით. თქვენთან ურთიერთობა - ეს არის მწვერვალიდან დაშვების ტოლფასი, რაც კავშირზე საკმაოდ ცუდად აისახება.

 

კურო

 

ურთიერთობებს ანგრევს თქვენი დიდი შიში ცვლილებების მიმართ. ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი, არყევს თქვენს სამყაროს ძირფესვიანად და მთელი ბრაზი ამასთან დაკავშირებით გადადის პარტნიორზე. გასაგებია, რომ ცვლილებები ხშირად მტკივნეულია, თუმცა ზოგჯერ, ეს ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაცაა. ამიტომ, უმჯობესია უბრალოდ მიიღოთ რეალობა და მიყვეთ დინებას.

 

ტყუპები

 

თქვენ ანგრევთ ურთიერთობებს ტოტალური დაკავებულობით და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის არცოდნით. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ თქვენ ერთგვარი «სოციალური პეპელა» ხართ – ანუ ადამიანი, რომელიც დაკავებულია საქმით და სხვა მრავალი სახის ჰობით. სწორედ ამიტომ, ხშირად, თქვენს დატვირთულ გრაფიკში აღარ რჩება დრო პარტნიორისთვის. კარგი იქნება თუ ყველა საკითხს მისთვის განკუთვნილ დროს დაუთმობთ.

 

კიბო

 

ურთიერთობების დანგრევის ძირითადი მიზეზი ყოველთვის ხდება თქვენი ემოციურად მიუწვდომლობა. როგორც ადამიანს, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ზოდიაქოს ნიშანს, გიწევთ ცხოვრება ტკივილისა და მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების მიმართ შიშში. ასეთ დროს, გათიშული ემოციური მდგომარეობა, ყველაზე კარგი თავდაცვის მექანიზმია თქვენთვის, რითაც ერთის მხრივ თავს იცავთ ემოციური ტრავმებისგან, ხოლო მეორეს მხრივ ანგრევთ პირად ურთიერთობებს და ხშირად პარტნიორს საბოლოოდ ხელს კრავთ.

 

ლომი

 

ურთიერთობებს ანგრევთ ეგოცენტრიზმით. თვლით, რომ დედამიწა თქვენს გარშემო ტრიალებს და სხვებისგანაც ამის აღიარებას ელით. ასეთ დამოკიდებულებას ხშირად მიყავხართ პარტნიორის სურვილების სრულ იგნორირებამდე, რაც ურთიერთობებისთვის ძალიან ცუდია.

 

ქალწული

 

თქვენი ურთიერთობების დანგრევის მიზეზი არის ის, რომ მათში ხშირად ეძებთ სრულყოფილებას. დროა გაიგოთ - იდეალური ურთიერთობები არ არსებობს, ხოლო პარტნიორის გამოსწორების იდეა 100%-ით უტოპიურია. ამიტომ, უმჯობესია შეეშვათ წვრილმანებზე გამოკიდებას და მიეჩვიოთ ადამიანის ისეთად მიღებას, როგორც არს.

 

სასწორი

 

თქვენი მხრიდან მუდმივად იმის მცდელობა, რომ კონფლიქტს მოერიდოთ, სინამდვილეში ურთიერთობებზე დამანგრევლად მოქმედებს. ბედის ირონიიდან გამომდინარე, ჰარმონიული კავშირის შენარჩუნების სურვილით, თქვენ გადადიხართ პასიურ-აგრესიულ ქცევის რეჟიმში, იმის ნაცვლად, რომ თვალი გაუსწოროთ პრობლემას და გადაჭრათ ის. ეს ყველაფერი მხოლოდ ზრდის დაძაბულობას ურთიერთობებში და შესაძლოა მისი დანგრევის საბაბი გახდეს.

 

მორიელი

 

საკუთარი კონტროლის ქვეშ პარტნიორის მოქცევის სურვილი ანგრევს თქვენს ურთიერთობებს. ოდნავადაც თუ არ მოგეწონათ ან ეჭვი შეგეპარათ პარტნიორის ქცევაში, თუ ვერ მიიღეთ იგივე ემოციური დამოკიდებულება, როგორსაც თავად ავლენთ, მაშინვე იწყებთ მესაკუთრის პოზიციიდან მიდგომას და ცდილობთ ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ძალადობრივითაც, გააკონტროლოთ სიტუაცია. ამას კი არაფერი სასიკეთო არ მოაქვს.

 

მშვილდოსანი

 

თქვენ ანგრევთ ურთიერთობებს მათი «დათბობის» მცდელობით. ყოველთვის გინდათ, რომ ის იყოს დაუვიწყარი თავგადასავალი, თუმცა, მუდმივად აიგნორებთ იმ ფაქტს, რომ გრძელვადიანი კავშირი ორ ადამიანს შორის ასევე საჭიროებს სტაბილურობას, პასუხისმგებლობას და სერიოზულობას. თუ არ გააცნობირებთ, რომ პასუხისმგებლიანი ურთიერთობებიც არანაკლებ მიმზიდველი და საინტერესო შეიძლება იყოს, არაფერი გამოგივათ.

 

თხის რქა

 

თქვენი გადაჭარბებული მოლოდინი, რომელიც პარტნიორის მიმართ გიჩნდებათ, ურთიერთობების დანგრევის მიზეზი ხდება. წარმატების ძიებაში გამუდმებით ყოფნა და მისი დევნა მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ, უბრალოდ არანაირ შანსს აღარ გიტოვებთ ურთიერთობების აწყობისთვის. ასევე, საჭიროა გახსოვდეთ, რომ თქვენი პარტნიორი სხვა ადამიანია, ამიტომ, მას სრული უფლება აქვს საკუთარი ტემპით იმოძრაოს.

 

მერწყული

 

გრძნობების გამოხატვის უუნარობით თქვენ ანგრევთ საკუთარ ურთიერთობებს. პარტნიორის მიმართ დამოკიდებულებისა და გრძნობების გამოხატვა, ძალიან რთული ამოცანაა თქვენთვის. უბრალოდ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენგან მოითხოვება ურთიერთობის პრიორიტეტულ საკითხად დაყენება და საყვარელ ადამიანთან უფრო მეტი დროის გატარება.

 

თევზები

 

ურთიერთობებს ანგრევთ თქვენი მეოცნებეობისა და შემოქმედებითობის უნარით. პარტნიორის მცდელობა მიწაზე დაგაბრუნოთ, კიდევ უფრო გიბიძგებთ საკუთარი ფანტაზიების სამყაროსკენ და თქვენს შორის დაშორების მანძილს მხოლოდ ზრდის.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
7 ჭეშმარიტება, რომლებიც ურთიერთობებში უნდა გახსოვდეთ
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე დიდხანს ცხოვრობს
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც თებერვალში სასიამოვნო მოვლენები ელით
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს "ბავშვები"
დაიმახსოვრეთ 6 ჯადოსნური ზმნა, რომლებზეც დგას სამყარო
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჯობია არ ენდოთ
წყლის სტიქიის ნიშნები : მორიელი , თევზები , კირჩხიბი .
ცოტა რამ ტიპური თხის რქის შესახებ
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს