კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს

რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს

ფეისბუქზე გაზიარება

ცხოვრება სავსეა კარგი და ცუდი დღეების მონაცვლეობით. ამიტომ, გაამხნევეთ საკუთარი თავი და ყოველთვის იფიქრეთ, რომ - ესეც ჩაივლის...

 

ამ სტატიაში მოგიყვებით თუ რა სჭირდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს მაშინ, როცა ცუდი დღე აქვს.

 

ვერძი - ფიზიკური აქტივობა

 

ეს შეიძლება იყოს სირბილი, სპორტ-დარბაზში ვარჯიში, სექსი ან თუნდაც რაიმე აგრესიული ვიდეო-თამაში. ყველაფერი გამოდგება, რაც დაძაბულობის მოხსნასა და ორთქლის გამოშვებაში დაგეხმარებათ. თუ ვერძი იპოვის ამ გზებს, მისი განწყობა იმაზე სწრაფად გამოკეთდება, ვიდრე წარმოუდგენია.

 

კურო - საკუთარი თავის წახალისება

 

როცა კუროს მძიმე დღე აქვს, ყველაზე მეტად გამართლებულია უბრალოდ წაახალისოს საკუთარი თავი. ეს შეიძლება იყოს სპა-ში ვიზიტი ან სახლში დასვენება და სარელაქსაციო აბაზანის მიღება. ცუდ დღეს არ შეუძლია კურო დიდი ხნით დააყენოს ცუდ განწყობაზე, რადგან მას ნამდვილად გამოსდის მოდუნება და დასვენება.

 

ტყუპები - სოც-ქსელებში აქტივობა

 

ტყუპები ცნობილია თავისი კომუნიკაბელურობით. ის ძალიან დამოუკიდებელი და ცნობისმოყვარეა. ყოველთვის ყავს ახლო მეგობრების წრე, რომლებთან საუბარსაც რთულ პერიოდში შეძლებს. როცა ტყუპებს ცუდი დღე აქვს, აუცილებლა იყენებს ამ შესაძლებლობას და აქტიურად იწყებს მეგობრებთან მიმოწერას. ეს განწყობის გაუმჯობესებაში ნამდვილად ეხმარება.

 

კირჩხიბი - გულახდილი საუბარი საყვარელ ადამიანს

 

კირჩხიბები მიჩვეული არიან ყელაზე ზრუნვას, ამიტომ, ძალიან უჭირთ იმის აღიარება, როცა პრობლემა თავად ექმნებათ. თუ კირჩხიბს მეორე ნახევარი ჰყავს, ცუდ მომენტებში საკმარისია მასთან გულახდილად ისაუბროს. რაც აწუხებს იმაზე ხმამაღლა საუბარი, კირჩხიბს ძალიან უმსუბუქებს მდგომარეობას.

 

ლომი - შექება

 

მიუხედავად იმისა, რომ ლომი ძალიან თავდაჯერებულია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დაზღვეულია ცუდი სიტუაციებისგან. ასეთ დროს, ყველაზე მეტად ზარალდება მისი თვითშეფასება. გულის სიღრმეში საკუთარი ღირსებების შესახებ ლომმა იცის, მაგრამ რთულ მომეტებში ძალიან სჭირდება გამხნევება, შექება და მხარდაჭერა. ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს რომ მისი ღირსეული მხარეები თავად არ მოუგონია.

 

ქალწული - იმაზე ფოკუსირება, რომ დღის დარჩენილმა ნაწილმა პოზიტიურად ჩაიაროს

 

ყველა ადამიანს აქვს სისუსტის გამოვლენის მომენტები, თუმცა ქალწულს სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს პრობლემებთან. მიუხედავად იმისა, რომ საღამომდე საწოლში კოტრიალი სურს, ქალწულებს ურჩევნიათ სიტუაციაზე კონტროლი საკუთარ ხელში აიღონ. შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდნენ, მაგრამ იმის ძალა ნამდვილად აქვთ, რომ დრო ეფექტურად გამოიყენონ. ეს ადამიანები საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე კონტროლს განაგრძობენ მანამ, სანამ ყველაფერი არ დარეგულირდება.

 

სასწორი - საუკეთესო მეგობრებთან შეხვედრა

 

სასწორების ურთიერთობებში არსებობს თეორიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მარტო არ უნდა დარჩეს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, როცა ცუდი დღეები აქვთ ცხოვრებაში. სასწორს დასაყრდენი და სანდო ადამიანი სჭირდება, ვინც ეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პრობლემებთან გამკლავებასაც შეძლებს. ამ ყველაფრისთვის კი არავინ ისე არ გამოდგება, როგორც ყველაზე ახლო მეგობრები.

 

მორიელი - მყუდრო თავშესაფარი

 

ცუდ დღეებში მორიელს შეიძლება გაუჩნდეს სახლში განმარტოვების ცდუნება. გარდა ამისა, შეიძლება მარტო მოგზაურობის სურვილიც გაუჩნდეს და სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში ამოყოს თავი. გართობისა და ყურადღების გადატანის მიზნით, ის იკონტაქტში შევა უცნობებთან ან უბრალოდ სტრესისგან გაქცევით შეძლებს გადალახოს მძმე პერიოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, მორიელის გონება დაისვენებს, როცა განმარტოვებით იქნება სხვა ადგილას.

 

მშვილდოსანი - მანქანით სამოგზაუროდ წასვლა

 

ისევე როგორც მორიელი, მშვილდოსანიც რთულ დღეებში სადმე მიდის მარტო, თუმცა, მეგობრების კამპანიაზეც არ ამბობს უარს. მშვილდოსანს ძალიან უყვარს სიახლე, უცნობი ადგილები, პოზიტიურ მომენტებზე ფოკუსირება და მაქსიმალურად ცდილობს ამის დახმარებით ნაკლებად იფიქროს ნეგატიურ მოვლენებზე და ცუდ დღეებზე.

 

თხის რქა - მიღწეული წარმატებების შეხსენება

 

თხის რქებს შეუძლიათ უდიდესი ტვირთი აიკიდონ, რის გამოც, ხშირად აქვთ მძიმე და სტრესული დღეები. როცა დაძაბულობა ძლიერდება, იმის შეხსენება, თუ რამდენს მიაღწიეს, შესაძლოა სასწაულმოქმედი გახდეს და მათი განწყობა მომენტალურად გამოაკეთოს. თუ თხის რქა ვინმესგან შექებას მოისმენს თავის მისამართით, ეს მისთვის სასიამოვნო ბონუსი იქნება.

 

მერწყული - ვინმესთან ფილოსოფიური თეორიების განხილვა

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვარს საკუთარი პრობლემების აღიარება, მერწყულმა იცის - რთული სიტუაციებისგან დაზღვეული არავინაა. ამის აღიარების შემდეგ, მისი განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს ისეთი ადამიანის კამპანიაში მოხვედრა, ვისთანაც შესაძლებელი იქნება მსოფლიო მასშტაბის საკითხების განხილვა. ვინმეს შეიძლება ეს დეპრესიულ აქტივობად მოეჩვენოს, თუმცა, მერწყული ამას იყენებს იმის გასახსენებლად, რომ სამყაროს გაცილებით დიდი პრობლემებია, ვიდრე მას აქვს.

 

თევზები - ახლობელ ადამიანთან ყოფნა

 

თევზები მიჩვეული არიან სხვების დახმარბას, როცა ხვდებიან, რომ ვინმე პრობლემებს შეეჯახა. მათ ასევე კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი ემოციებიც. როცა ცუდი დღე აქვთ, თევზებს არ ეშინია თვალი გაუსწოროს საკუთარ პრობლემებს და ამის გაკეთება ურჩევნია მარტო. მოცემული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ სხვების შეწუხება, თუმცა, თუკი რთულ მომენტში ვინმე დაელაპარაკება, თევზებს მაშინვე გულზე მოეშვება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
იუპიტერი ჰოროსკოპში
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ვერძი
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
კეთილდღეობის 3 კანონი, რომელსაც მხარს უჭერს სამყარო
მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
გაიგეთ როგორი ადამიანები უნდა ჩამოიშოროთ ცხოვრებაში, თქვენი ზოდიაქოს მიხედვით
4 ყველაზე მოუსვენარი ზოდიაქოს ნიშანი
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი