ბლოგი

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცები?

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცები?

ფეისბუქზე გაზიარება

ადამიანების წარმატების საიდუმლოს კვლევისას, რაც საზოგადოებაში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ანალიტიკოსები ისევ და ისევ მიმართავენ ასტროლოგიას და ვარსკვლავებს. მეცნიერებმა საოცარი აღმოჩენა გააკეთეს Forbs-ის ყველაზე წარმატებული და მდიდარი ადამიანების სიის შესწავლისა  - აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანი, გამორჩეულად მიდრეკილია მილიარდერების დაბადებისკენ.

 

ბოლო კვლევების მიხედვით, ფორბსის სიის მილიარდერთა უმრავლესობა - ქალწულია. რეიტინგში შეყვანილი793 პირიდან, შეისწავლეს 613, რომელთაგან 70 (დაახლოებით 12%) დაიბადა 23 აგვისტოდან 22 სექტემბრის შუალედში. ეს ფაქტორი, ქალწულებს ლიდერის პოზიციაზე აყენებს, ზოდიაქოს ნიშნებს შორის, რომლებიც მიდრეკილი არიან ფინანსური წარმატების მიღწევისკენ.

 

კვლევა აჩვენებს, რომ მილიარდერები იბადებიან ზოდიაქოს ყველა ნიშნის ქვეშ და თითოეულ მათგანს გააჩნია უნიკალური ნიშან-თვისება, რაც ხელს უწყობს ან პირიქით - უშლის, მათ ფინანსურ წარმატებას. მაგალითად: ვერძები (8% სიაში) ცნობილი არიან თავის მიმწოლი ბუნებით. მათ შორის გამოიყოფა ისეთი პიროვნებები, როგორიცაა Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტი სტივ ბოლმერი და მაღაზიათა ქსელი IКЕА-ს  დამფუძნებელი - ინგვარ კამპრადი.

 

მორიელის ზოდიაქოს ქვეშ ძალიან ცოტა მდიდარი ადამიანია დაბადებული, თუმცა ცნობილი ადამიანებიდან, აღსანიშნავია ბილ გეითსი და ეს იმას მიუთითებს, რომ ამ ნიშნის ქვეშ ისეთი პიროვნებები იბადებიან, რომლებიც წარმატებას და სიმდიდრეს აღწევენ თავისი ხასიათის დამახასიათებელი შტრიხებიდან გამომდინარე, როგორიცაა ტემპერამენტი და პრინციპულობა. ასტროლოგები მორიელის წარმატებას ხსნიან გარშემომყოფებზე მანიპულაციის დიდი უნარით, რაც უდავოდ ხელს უწყობს მათი გავლენების გაზრდას ბიზნესის სფეროში.

 

მშვილდოსნები, რომელბიც სიის მხოლოდ 6% შეადგენენ, ხასიათდებიან არაორგანიზებულობით და სიზარმაცით. თუმცა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ თვისებების დახმარებით აღწევენ წარმატებას ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და მიდიან ფინანსურ კეთილდღეობამდე.

 

«ოქროს კუროები»

 

კუროები ცნობილი არიან მტკიცე და ძლიერი ხასიათით. მათი უმრავლესობა, ბიზნესში ეყრდნობა საკუთარ ჯანსაღ აზრს და პრინციპულ გადაწყვეტილებებს, რაც ამ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები, ყოველთვის ხვდებიან Forbs-ის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანების სიაში.


მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია არ წარმოადგენს ზუსტ მეცნიერებას, ადამიანების ცხოვრებაზე ვარსკვლავების გავლენის შესწავლის მიმართ ინტერესი არ ცხრება. მილიარდერების წარმატებაზე დაკვირვებისას ვლინდება, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშნას, აქვს თავისი დამახასიათებელი შტრიხები, სუსტი და ძლიერი მხარეები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სიმდიდრის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე.

როგორც ჩანს, ვარსკლავები ნამდვილად ახდენენ გავლენას და დიდ როლს თამაშობენ ადამიანების ცხოვრებაზე, წარმატებაზე, სიმდიდრესა და სიღარიბეზე, წლის სხვადასხვა პერიოდში მათი ცხოვრების წარმართვაზე და ახალი მილიონერების და მილიარდერების დაბადებაზე…

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
იცოდით, რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
ზოდიაქო და სიმღერა
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
2026 წლის ჰოროსკოპი - პირველადი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
რა მოვუხერხოთ ნათესავებს, რომლებიც გამუდმებით გვიწამლავენ ცხოვრებას?
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა ურთიერთობაში ეჭვი ეპარებათ
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?