ბლოგი

იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?

იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?

ფეისბუქზე გაზიარება

ამ წუთს შეუძლია აგისრულოთ ყველა სურვილი, თუკი სწორად გამოიყენებთ მას.

შეიძლება აქამდე არც კი გსმენიათ, მაგრამ დღე-ღამეში არის დრო, როცა კავშირი თქვენს ცნობიერებასა და მისი წარმოშობის წყაროსთან - სამყაროსთან, ფაქტიურად განუყოფელია. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს დრო გრძელდება მხოლოდ ერთი წუთის განმავლობაში და ხშირად ადამიანები მას უშედეგოდ კარგავენ.

 

„ოქროს წუთი“-ს პერიოდში ადამიანის ეგო მიძინებულია და მას მხოლოდ ბედნიერების განცდა შეუძლია, რადგან მისი ცნობიერება პოზიტიურად იღებს ყველა სიგნალს, რომელსაც მას ცნობიერების წყარო აწვდის. წუთის ეს გაელვება მოიცავს თქვენს გონებას და სხეულს ნებისმიერ მდგომარეობაში, მნიშვნელობა არ აქვს გღვიძავთ, თუ გძინავთ. ამ მომენტში თქვენი გული და ცნობიერება პირდაპირ კონტაქტს ამყარებენ უმაღლეს ძალებთან.

 

გარკვეულწილად, ამ მომენტს შეუძლია მოგცეთ ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე გიოცნებიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი მოქმედების ძალას სწორად გამოიყენებთ.

უფრო რომ დავაზუსტოთ, „ოქროს წუთი“ - ეს არის დროის ის მონაკვეთი, როცა თქვენი მფარველი ანგელოზი იღებს მოქმედების სრულ თავისუფლებას. ასტროლოგების უმრავლესობა თვლის, რომ მიზიდულობის კანონი მჭიდრო კავშირშია დროის ამ უცნაურ მონაკვეთთან და თუ ამ 60 წამის განმავლობაში ყოველდღიურად დაამყარებთ კავშირს სამყაროსთან და სთხოვთ რამეს - ის აუცილებლად გაიგებს და აგისრულებთ.

 

რაც უფრო ხშირად და მეტად იაქტიურებთ დროის ამ მონაკვეთში, მით უფრო მეტად მიაწვდენთ ხმას ზებუნებრივ ძალებს და მით მეტი ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. შეიგრძნობთ განახლებულ ენერგიას და მნიშვნელოვან ცვლილებებს შეამჩნევთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაშიც. რაც უფრო გაცნობიერებული და კონცენტრირებული იქნებით დროის ამ პერიოდში, მით უფრო მყარი კავშირი დამყარდება თქვენსა და სამყაროს შორის.

 

საკუთარი „ოქროს წუთი“-ს გაგება, გარკვეულ გამოთვლას საჭიროებს. მაგალითად, თუ სურვილს თვის 1-დან 24 რიცხვამდე ჩაიფიქრებთ, საჭიროა საფუძვლად აიღოთ თვის ნომერი და დღე, ანუ, თუ თქვენ გინდათ, რომ სურვილი 21 იანვარს ჩაიფიქროთ (21.01), ამის გაკეთება შეგიძლიათ 21:01 საათზე - სწორედ ამ პერიოდში იქნება თქვენი „ოქროს წუთი“.

 

25-დან 31 რიცხვის ჩათვლით სურვილის ჩასაფიქრებლად, წესები ცოტა სხვაგვარად მუშაობს. მაგალითად, თუ თქვენ გსრუთ სურვილის ჩაფიქრება  31 ოქტომბერს (31.10), დროის მონაცემებიდან გამომდინარე, საჭიროა ციფრების კომბინაცია შეატრიალოთ და გამოდის, რომ თქვენი „ოქროს წუთი“ თვის ამ რიცხვში 10:31 საათზე დადგება.

 

შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, რომ ამ დროს კარგად დაფიქრდეთ თქვენსა და სამყაროს კავშირზე. საკუთარ გულს შეახსენეთ, რომ ის, რის ჩაფიქრებასაც აპირებთ, თქვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. შეგიძლით ასევე დაწეროთ საკუთარი სურვილი, რომლის თქმაც სამყაროსთვის გსურთ. კარგ ეფექტს იძლევა ასევე მოდუნება და მედიტირება, ოღონდ ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა აკეთებდეთ.

 

„ოქროს წუთი“-ს დადგომის სრულად გაცნობიერება და მასზე სრული კონცენტრირება, საკმარისია იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში გარდატეხას და ცვლილებებს ჩაუყაროთ საფუძველი. თუ ისწავლით და შეძლებთ თქვენს გარშემო არსებული ენერგეტიკულ ველებთან მჭიდრო კონტაქტის დამყარებას, დროის ამ სასწაულმოქმედ მონაკვეთს შეუძლია სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება.

 

ამბობენ, რომ ყველაფერი, რასაც ამ 60 წამის მანძილზე ჩაიფიქრებთ და თხოვთ სამყაროს, აუცილებლად ასრულდება! - ამიტომ, სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარ სურვილებთან და სანამ სიგნალს გაუშვებთ სამყაროში, კარგად გაიაზრეთ რა გინდათ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
სიზმრების 6 ძირითადი ტიპი: როგორ გავიგოთ მათი მნიშვნელობა?
რა სჭირდება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დაცული გათვალვისგან
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის