ბლოგი

ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!

ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!

ფეისბუქზე გაზიარება

ზოდიაქოს თანავარსკვლავედი დაბადებიდან დებს ყვლა ქალში იმას, რაც მას ხდის იდეალურს და განუმეორებელს. 

ყველა ქალი იდეალურია და თითოეულმა მათგანმა უნდა იცოდეს ამის შესახებ! 

 

ვერძი

 

ქალი ვერძი შესაძლოა გახდეს მუზა, მამაკაცის ცხოვრების იდეალი და პირიქით, დაანგრიოს მისი ცხოვრება და თავის მერე ქვა-ქვაზე აღარ დატოვოს. ქალ-ვერძს ძალიან უყვარს კომპლიმენტები, ის თავდაჯერებული და მიზანდასახულია და პარტნიორი მას ძირითადად იმისთვის სჭირდება, რომ დაადასტუროს საკუთარი მაღალი სტატუსი, ხაზი გაუსვავს მის კეთილშობილებასა და განუმეორებლობას. 

ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელი ქალი ყოველთვის ლამაზია, მას განუმეორებელი ქარიზმა აქვს, რაც იზიდავს საპირისპირო სქესს. ვერძი ქალი ოპტიმისტია, ის შეურიგებელი და აგრესიული ხდება მაშინ, როცა უსამართლობას და უმადურობას ხედავს მის გარშემო. 

თუ შეიყვარა, ქალი ვერძი გაიღებს ყველაფერს საყვარელი ადამიანისთვის - საკუთარ ინტერესებსაც კი.

ხშირად, მას უყვარს არა კონკრეტული ადამიანი, არამედ მისი სახება, რომელიც თავად მოიგონა. ეს სახება მის გონებაში ხანგრძლივად რჩება, დაშორების შემდეგაც კი. პირად ურთიერთობებში ქალი ვერძი მოისუსტებს და შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს და სიყვარულის რწმენა დაკარგოს სამუდამოდ, თუკი პარტნიორი მას დაუშავებს რამეს და გულს ატკენს. 

 

კურო

 

ქალი კუროსთვის დამახასიათებელია ყველა ის შესანიშნავი ქალური თვისებები, რაც მას გულის დედოფლად აქცევს. მამაკაცები ეთაყვანებიან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს. კურო ქალი იშვიათი სილამაზისა და სიბრძნის მატარებელია. ის საუკეთესო პარტნიორი, ცოლი და დედაა. 

ქალი კურო თავშეკავებულია საკუთარი გრძნობების გამოხატვისას, ზოგჯერ შეიძლება იწუწუნოს და პრეტენზიულიც კი იყოს, თავი სუსტ არსებად წარმოაჩინოს, თუმცა ეს იმიტომ, რომ არ უნდა მამაკაცი დათრგუნოს თავისი ძლიერი მხარეების გამოვლენით. 

კურო ქალს დიასახლისობა კარგად გამოსდის, საუკეთესოდ ამზადებს კერძებს, ეკონომიურია ოჯახური ბიუჯეტის განკარგვისას, ხოლო მისი სახლი ყოველთვის მყუდრო და სუფთაა. 

 

ტყუპები

 

ქალი ტყუპები ძალიან საინტერესო პიროვნებაა - მრავალმხრივი და მხიარული. მას შეუძლია ყოველგვარი მწუხარებისა და მოგონებების გარეშე მოიშოროს წარსული. ის რომანტიკულია, ნაზი სულისა და ბუნების მატარებელი. თუკი პარტნიორი იზიდავს, ქალი ტყუპი უსაზღვროდ ვნებიანია სექსუალურ ურთიერთობაში. 

გაითვალისწინეთ, რომ მას არ უყვარს როცა წნეხის ქვეშ აქცევენ. ასეთ დროს ის ყოველთვის ცდილობს თავი დააღწიოს სიტუაციას. ქალი ტყუპი შესაბამისი პარტნიორის გვერდით საუკეთესო ცოლი, მეოჯახე, დედა და მეგობარია. 

 

კიბო

 

ქალი კიბო გულჩათხრობილია, არ უყვარს შინაგანი სამყაროს გახსნა ყველასთვის და მის დასაფარად ყველაფერს აკეთებს. ის ძალიან მგრძნობიარე და ზოგჯერ ნაღვლიანია. ქალი კიბო ყოველთვის მოწესრიგებულად და მოვლილად გამოიყურება, მიმზიდველი და ჭკვიანია, ყველაფერზე ინდივიდუალური შეხედულება და ჩამოყალიბებული აზრი აქვს, რაც ძალიან იზიდავს მამაკაცებს მისი გულის დაპყრობისკენ. 

ქალ კიბოს ძალიან არ უყვარს მის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. ოჯახი მისთვის მთავარია, ის უსაზღვროდ ზრუნავს საყვარელ ადამიანსა და შვილებზე. 

ქალი კიბო კარიერისტი არ არის, ის არ აყენებს ამ საკითხს ცხოვრებაში ყველაზე წინ, თუმცა, თუ მიეცა საშუალება, შანსს აუცილებლად გამოიყენებს და მაგრადაც ჩაებღაუჭება, პირველ რიგში იმისთვის, რომ სამომავლოდ ოჯახის ფინანსური კეთილდღეობა გარანტირებული ჰქონდეს. ქალ კიბოს ძალიან არ უყვარს გაუგებრობა, დაუგეგმავი ვითარება და ამიტომ, ის ირჩევს დიდი მიზნები პატარა მიზნებად დაშალოს, დაგეგმოს და ყოველ ჯერზე ამოშალოს ბლოკნოტიდან ის, რაც უკვე შეასრულა. 

ურთიერთობებში ქალი კიბო ბევრს ფიქრობს, მას ძლიერი და სანდო პარტნიორი სჭირდება. ასევე აკვირდება რამდენად შესწევს უნარი მამაკაცს იშოვოს ფული და იყოს მისი დასაყრდენი. ქალი კიბოსთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ ვითარებაში პირადი სივრცის ქონა, სადაც შეუძლია მარტო დარჩეს, იფიქროს, დაგეგმოს, გააანალიზოს. ხმაურიანი კამპანიები ძალიან არ იზიდავს, სახლი და მყუდრო ატმოსფერო უფრო მნიშვნელოვანია მისთვის. ქალ კიბოს ბევრი კომპლექსი აწუხებს, რის გამოც ხშირად უწევს ნერვიულობა იმაზე, რომ საკმარისად ლამაზი არ არის, საკმარისად არ უყვართ. თუ კიბოსთან ცხოვრებას გადაწყვეტთ, ხშირად მოეფერეთ, მხარდაჭერა აჩვენეთ, რათა შეძლოს განიახლოს საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა. 

 

ლომი

 

ქალი ლომი ძალიან მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემო მყოფების მიმართ. ის დარდობს როგორც საკუთარ გარეგნობასა და ჩაცმულობაზე, ისე მის გვერდით მყოფი ადამიანისაზე. ის ძლაიან ამაყი და თავდაჯერებულია. არ უყვარს მის მიმართ გამოხატული კრიტიკა ან ირონია, ამის გამო სამაგიეროს გადახდაც კი არ ეზარება. ქალ ლომს ძალიან უყვარს თავშეყრის ადგილებში და ყურადღების ცენტრში ყოფნა. მასში ყოველთვის იგრძნობა უდიდესი შინაგანი ენერგია, ძლიერი ხასიათი და სხვებით მანიპულირების უნარი.

დასახულ მიზანს ის ყოველთვის აღწევს, ნებისმიერ ფასად. თუმცა, ის ხშირად სენტიმენტალური და რომანტიკულიც არის, გააჩნია განსაკუთრებული იუმორის გრძნობა. საპირისპირო სქესი არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ ქალ ლომს. 

მძიმე ხასიათის გამო, მისი სამეგობრო წრე ვიწროა, ამბიციები ზოგჯერ გონებას უბნელებს, რასაც ხშირად ნანობს კიდეც. სამაგიეროდ, ერთგული მეგობრები ქალი ლომის მხრიდან დიდ პატივისცემას იმსახურებენ.

ლომს გაგება, მზუნველობა და სიყვარული სჭირდება, რისი დახმარებითაც ის გაფურჩქნულ ყვავილს ემსგავსება და აცხრობს ხასიათის იმ მძაფრ და ხისტ შტრიხებს, რაც რეალურად გააჩნია. 

ქალი ლომი შესაფერისი პარტნიორის გვერდით საუკეთესო დიასახლისი, მეოჯახე და დედაა. ის ყოველთვის დაიცავს თავის კერას და ახლობელ ადამიანებს და იზრუნებს მათზე. 

 

ქალწული

 

ქალი ქალწული ყოველთვის ლამაზია, ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ყოველთვის უვლის თავს, აკვირდება საკუთარ ქცევას და ცდილობს შეცდომები არ დაუშვას. მას უყვარს ურთიერთობა, მყუდრო გარემო, ინტელექტუალური წრე. ხმაურიანი და უმიზნო შეკრებები მისთვის არ არის. ის გულახდილი და გახსნილი ადამიანია, მის ხასიათს სიცივისა და სიხისტის ხაზიც გასდევს, რაც ხშირად ახლობელი ადამიანების განაწყენების მიზეზი ხდება. კარიერისტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა მისია მისთვის მნიშვნელოვანია. ქალ ქალწულთან კამათს აზრი არ აქვს. პროცესში ის მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა სრულიად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და მოჰყავს საკუთარი სიმართლის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომ მოწინააღმდეგე უბრალოდ განიარაღებული რჩება.

საკუთარი ემოციების გამოხატვაში თავშეკავებულია. მისი სიყვარული ყოველთვის ღრმა გრძნობაა, თუმცა იქამდე მისვლა, რომ მან ეს გამოხატოს ბოლომდე, უდიდეს დროს და ენერგიას საჭიროებს პარტნიორისგან. ქალწული ქალი ერთდროულად ძალიან რომანტიკული და პრაქტიკულია. თავს ყოველთვს მართლად თვლის, არ მიიღებს ღია და აქტიურ შეწინააღმდეგებას და ოჯახური ბიუჯეტის განკარგვას თავიდანვე სრულად საკუთარ ხელში აიღებს. უწესრიგობას და უსუფთაობას არ პატიობს არავის, განსაკუთრებით ოჯახის წევრებს.

 

სასწორი

 

ქალი სასწორი მომხიბვლელი, მიმზიდველი, ძალიან ქალური და ლამაზია. თუმცა, ზოგჯერ მისი ყინულივით ცივი დამოკიდებულება აუტანელია. ქალი სასწორი ძალიან ტაქტიკურია და ყველაფერზე წამსვლელი ნამდვილად არ არის, თუნდაც ძალიან უნდოდეს რაიმეს მიღწევა. ნებისმიერ ობიექტს ის ყველამხრივ აფასებს, განიხილავს როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებს, რაც ეხმარება ობიქეტური დასკვნების გაკეთებაში. ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე კარგად და ბევრს ფიქრობს, საკითხს ასჯერ აწონ-დაწონის და საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება ვერასოდეს ვერ მიიღოს. 

საყვარელ მამაკაცთან ქალი სასწორი მთელ თავის შინაგან სამყაროს ხსნის. ის საუკეთესო პარტნიორი და მოსიყვარულე ცოლია. საყვარელი ადამიანისთვის მზადაა თავიც კი გადადოს. სამუშაო პროცესში ის თავს არიდებს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. ის ძალიან ჭკვიანი და რაციონალური მანიპულატორია, შესაბამისად, კარიერას და ოჯახს კარგად უთავსებს ერთმანეთს. 

 

მორიელი

 

იდუმალი და ამოუცნობი ქალი მორიელი ყოველთვის იცვლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მისი ხასიათის ამოცნობა ყველაზე ახლობელი ადამიანისთვისაც კი ბოლომდე რთული რჩება. ქალი მორიელი მუდმივად და ყველაფერში ცდილობს იყოს ლიდერი. მას გააჩნია უნარი, ყურადღება მიიქციოს, მოხიბლოს ინტერესის ობიექტი, მიიღოს მისგან ის, რაც სურს. ის მოხერხებულად ინიღბება, როცა საჭიროა რეალური სახის დამალვა. მას შეუძლია თავი სუსტ არსებად მოაჩვენოს გარშემომყოფებს მხოლოდ იმისათვის, რომ განაიარაღოს თანამოსაუბრე, გამოააშკარაოს მისი სუსტი წერტილები და შემდეგ სწორედ იქ დაარტყას. 

მისი მოტყუება ფაქტიურად შეუძლებელია. ტყუილს არასოდეს პატიობს და სამუდამოდ წყვეტს კავშირს მათთან, ვინც ერთხელ მაინც ეცადა მის მოტყუებას. ქალი მორიელი მიეკუთვნება რთულ პიროვნულ ტიპს, მისთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს გარშემომყოფებზე გავლენის მოპოვება. 

საყვარელი მამაკაცი ქალი მორიელისთვის სამყაროს ცენტრია. სწორედ მას უძღვნის ყველაფერს, რასაც კი აკეთებს. ოჯახს და პარტნიორთან ურთიერთობას მორიელი ძალიან უფრთხილდება. საყვარელი მამაკაცის მიმართ ერთგულია და ცდილობს ბედნიერება მიანიჭოს. 

 

მშვილდოსანი

 

ქალი მშვილდოსანი ძალიან სწორხაზოვანია. მისთვის სამართლიანობისთვის ბრძოლა უმნიშვნელოვანესია. სამყაროს ვარდისფერი სათვალის გარეშე უყურებს. ადამიანების დადებით თვისებებში ყოველთვის ეჭვი ეპარება და ცდილობს გადაამოწმოს მათი გულახდილობა. 

თვლის, რომ სამყაროში მოვლენიალია მისი უკეთესობისკენ შესაცვლელად. მას უდიდესი ენერგეტიკა აქვს, მუდმივად მოძრაობაშია, ერთ ადგილას ვერ ისვენებს. 

ის ძალიან ჯიუტია და მისი გადარწმუნება ფაქტიურად წარმოუდგენელია. მორჩილება მისგან ძალიან შორს არის, საყვარელ ადამიანთანაც კი არ დაუშვებს ამას, უფრო მეტიც - არასოდეს გახდება დიასახლისი, რომლისთვისაც ბედნიერებას სამზარეულოში ტრიალი და სახლის ლაგება წარმოადგენს. 

კარიერისტი ნამდვილად არ არს, თუმცა ფული უყვარს და სჭირდება კიდეც, როგორც თავისუფლებისთვის საჭირო აუცილებელი რამ. 

ქალი მშვილდოსანი ვერასოდეს იცხოვრებს სუსტ მამაკაცთან, საკუთარი დამოუკიდებლობით უბრალოდ გათელავს მას. ასეთ ქალს თავისი დონის აქტიური და ძლიერი მამაკაცი სჭირდება, რომელთანაც იკამათებს, იმსჯელებს და ენერგეტიკას გაცვლის. 

ქალი მშვილდოსანი ყოველთვის თავისუფალი უნდა დარჩეს, ამაში მდგომარეობს მისი პირადი და ოჯახური ბედნიერება. 

 

თხის რქა

 

ძალიან რთული ნატურაა, რომელიც უმეტესწილად დაკავებულია თავისი შინაგანი სამყაროთი. ის ყოველთვის ძალიან საქმიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც რთული სამუშაო აქვს, მძიმე ტვირთი აწევს მხრებზე და ეს შეგრძნება მასზე აისახება ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. ამის გამო, მას პატივსაცფ სცემენ. ქალ თხის რქას ყოველთვის სურს გლობალური პრობლემების მოგვარება, ის მაქსიმალისტია საქმეშიც და ურთიერთობაშიც. გარკვეულწილად ჩაკეტილიც არის და გულდასმით უფრთხილდება თავისი შინაგანი სამყაროს სიმყუდროვეს.

მამაკაცისთვის მისი თაყვანისმცემლობა ძალიან რთულია, რადგან ბევრი მოთხოვნა აქვს საკუთარი რჩეულის მიმართ. პირველ რიგში მას სჭირდება ჭკვიანი, ძლიერი და მართალი ადამიანი. ქალი თხის რქა ზედმეტად თავდაჯერებული და ამაყია, შეიძლება ითქვას ამპარტავანიც კი. თუ ფიასკოს განიცდის პირად ცხოვრებაში, ცდილობს თავით გადაეშვას საქმეში და ასე გადახარშოს მომხდარი. 

ქალი თხის რქის პარტნიორი რომელიც ვერ წვდება მისი სულის სიღრმეებს, შეიძლება ფიქრობდეს, რომ ის ცივი და უემოციოა, რის გამოც ხშირად მას შორდებიან კიდეც. ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელი ქალი ძალიან ფრთხილია საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. გაუაზრებელ ნაბიჯს იშვიათად დგამს. 

როცა რეალურ სიყვარულს იპოვის, ქალი თხის რქა მზად არის ხაზი გადაუსვას ყველაფერს, ოღონდ მის გვერდით იყოს. თუმცა, გრძნობები და ემოციები ბოლომდე მაინც ვერ ერევა მის გონებას და ხასიათს. თხის რქასთან ურთიერთიერთობის შენარჩუნება ძალიან რთული და შრომატევადია. 

თუკი თხის რქა გადაწყვეტს ოჯახური კერის შექმნას, ის საუკეთესო დედა, მეოჯახე და მეუღლე იქნება. 

 

მერწყული

 

ქალი მერწყული არაჩვეულბრივად მომხიბვლელი და ლამაზია. ის სიამოვნებით ურთიერთობს გარშემომყოფებთან, საკმაოდ მყარი პრინციპები აქვს ცხოვრებაში, თუმცა, ზოგჯერ უარს არ ამბობს მათ გადაბიჯებაზე გართობის სანაცვლოდ. ის ძალიან ორიენტირებულია სოციუმზე, კავშირებზე, მისთვის მნიშვნელოვანია თავი საჭროდ იგრძნოს. ქალი მერწყულისთვის ავტორიტეტი ბევრს ნიშნავს, რომელსაც ახალ ნაცნობებს სავიზიტო ბარათივით აწვდის. 

მერწყული ქალი ყოველთვის სიკეთის და სამართლიანობის დამცველია. წნეხსა და აგრესიას არასოდეს ეგუება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალი ძალიან მეგობრულია. კამათს თავს არიდებს მაშინაც კი, როცა იცის, რომ სრულიად მართალია. 

ის ძალიან აქტიურია, მუდმივად სიახლეების ძიებასა და სწავლაშია. მისთვის შეუძლებელი არაფერია და ყოველთვის მზად არის გამოსცადოს საკუთარი თავი. მიზნების მისაღწევად მხოლოდ სამართლიან და სწორ გზას ირჩევს. 

პირად ურთიერთობებში მცირედს არასოდეს დასჯერდება, პარტნიორისგან მთელ ყურადღებას და სითბოს მოითხოვს. თუ მამაკცმა ვერ აღარფრთოვანა, ვერ შეძლო მასში ვნებების ანთება - შავ სიაში მოხვდება. საყვარელი ადამიანის მიმართ ქალი მერწყული ძალიან ერთგულია. მას უყვარს ოჯახი, შვილები და მათზე ზრუნვა, მაგრამ მუდმივად დიასახლისის როლში მისი ყოფნა წარმოუდგენელია. არასოდეს ეცადოთ დამოუკიდებლობა შეუზღუდოთ მას, თუ გსურთ, რომ თქვენგან გასაქცევი გზების ძებნა არ დაიწყოს. 

 

თევზები

 

ქალ თევზებს ამ სამყაროში თავისი უმაღლესი მიზანი აქვს - ის ეძებს სიყვარულს. ზოდიაქოს ამ ნიშნის მატარებელ ქალს ძალიან რბილი და ნაზი გული აქვს. ის სენტიმენტალური და რომანტიკულია. გამუდმებით ეძებს ძლიერ მხარს, რომელზეც თავის დადებას და დაყრდნობას შეძლებს. 

ქალი თევზების ცხოვრებაში უფრო მეტი იმედგაცრუებაა, ვიდრე ყველა დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ერთად. ზოდიაქოს ეს ნიშანი უბრალოდ მოთმინებით ელის თავის რეალურ სიყვარულს, მას სჯერა, რომ აუცილებლად შეხვდება ასეთ მამაკაცს და ეს რწმენა იმდენად ძლიერია, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს ეს ლოდინი. 

ფინანსური კეთილდღეობა ქალი თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის გულდასმით შრომობს და აგროვებს დანაზოგს. გადადებული თანხის ქონა, მისთვის აუცილებელია რომ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს. 

თუ ქალი თევზები საყვარელ მამაკაცს შეხვდება, მთელი არსებით მისი მფარველობის ქვეშ ექცევა. ის საუკეთესო ცოლი და დედაა. დიასახლისობაც მშვენივრად გამოსდის. ეკონომიურია ოჯახური ბიუჯეტის განკარგვისას. სიტუაციაზე მორგების შინაგანი ნიჭის ქონა, ქალ თევზებს ეხმარება გაუგოს პარტნიორს და ოჯახში სიმყუდროვე და იდეალური ურთიერთობა ააგოს. 

ძვირფასო ზოდიაქოს ნიშნებო, იპოვეთ საკუთარი ხასიათის შტრიხები? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ეს საინტერესოა!

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ტოპ-3 მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელბიც არასოდეს ღალატობენ
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
2022 წლის ჰოროსკოპი: პროგნოზი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
9 მიზეზი, რის გამოც ძლიერ ქალები იზიდავენ ნარცისებს და ფსიქოპათებს
არ იქნებით მათთან ბედნიერი: ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ეგოისტურია სიყვარულში
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
სამი ყველაზე ამბიციური ნიშანი.
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება