ბლოგი

ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

სასიყვარულო ურთიერთობებში, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი სიტყვების შერჩევას იმისათივს, რომ ურთიერთგაგება გქონდეთ და სიყვარული და ვნება დიდხანს შეინარჩუნოთ.

ურთიერთობა დადებითი მოვლენებით მაშინ არის სავსე, როცა თქვენმა პარტნიორმა იცის, რომ მას აფასებთ. ამის გამოხატვა შესაძლებელია გაპრანჭვით, შექებით, აღფრთოვანებით ან მსუბუქი ფლირტით. მთავარია, რომ კონკრეტული და კატეგორიული მოთხოვნები არ გქონდეთ მამაკაცის მიმართ და ამაზე არ ჩაიციკლოთ. მნიშვნელოვანია, ისწავლოთ სწორი სიტყვების შერჩევა ზოდიაქოს თითეული ნიშნის მატარებელი მამაკაცისთვის. 

 

ვერძი

 

«შესანიშნავია! არასოდეს მინახავს, ვინმეს მსგავსი რამ გაეკეთებინოს!»

მიზანდასახული, ენერგიული, იდეებით სავსე ვერძი - ნებისმიერი გუნდის ლიდერია. მისთვის მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება და დაფასება. ხშირად შეახსენეთ მას, რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია. 

 

კურო

 

«რა ლამაზი და შესანიშნავია!»

არავინ ისე არ აფასებს მიწიერ სილამაზეს, როგორც კურო. ფაქტიურად ყველაფერში შეუძლია უნიკალური ემოციის პოვნა. თუ ის მოისურვებს საკუთარი დაკვირვებები და მოსაზრებები გაგიზიაროთ, ნუ დატოვებთ აღფრთოვანებისა და ყურადღების გარეშე.

 

ტყუპები

 

«რას ვაგემოვნებთ შემდეგ ჯერზე? რა გსურს?»

ტყუპები – ეს არის მოძრაობის და ახალი იდეების უნივერსალური წყარო. ამიტომ, მხარი დაუჭირეთ სურვილებისა და ოცნებების განხორციელებისას და მასთან ერთად თავით გადაეშვით ცხოვრებისეულ თავგადასავლებში. 

 

კიბო

 

«დღეს შეგვიძლია სახლში დავრჩეთ, გემრიელ სადილს მოვამზადებ»

მიუხედავად იმისა, რომ სახლში ჯდომის მოყვარული კიბო სამზარეულოში ტრიალს თავად ამჯობინებს, მისი გულისკენ მიმავალი გზა, მაინც კუჭზე გადის. რაც უფრო მეტ მზრუნველობას გამოხატავთ, მით მეტ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ მისგან. 

 

ლომი

 

«შენით ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ!»

არავის ისე არ უყვარს წარმატების მიღწევა და შექების მოსმენა, როგორც ლომს. მანამ, სანამ თქვენი კომპლიმენტები გულახდილი იქნება, მისგან ყურადღება, სიყვარული და ვნება არ მოგაკლდებათ. 

 

ქალწული

 

«მოთმინება არ მყოფნის, დამეხმარე გავერკვე ამ საკთხში!»

ქალწული სიმშვიდის განსახიერებაა და უყვარს სიტუაციის ანალიზი. არ არსებობს ამოცანა, რომელსაც ის ვერ გადაჭრის. ქალწული ბედნიერია, როცა მისი დახმარება სჭირდებათ. 


 

სასწორი

 

«ჩემთვის მნიშვნელოვანია შენი მოსაზრების ცოდნა»

სასწორი ურთიერთობებში ჩემპიონია! მიეცით საშუალება იყოს მნიშვნელოვანი საკითხის თანამონაწილე და დაინახავთ, როგორ გაუბრწყინდება თვალები. 

 

მორიელი

 

«შენ ერთადერთი ხარ, ვისაც შემიძლია ეს ვუთხრა…»

მორიელი აფასებს გულახდილობასა და პატივისცემას. როგორც კი გაუზიარებთ საიდუმლოს, მისთვის კიდევ უფრო ახლობელი ადამიანი გახდებით და თავადად მოგანდობთ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც გააჩნია. 

 

მშვილდოსანი

 

«მოდი ჩავალაგოთ და სადმე გავემგზავროთ, არ გინდა?»

მაშინაც კი, როცა არანაირი მოგზაურობა დაგეგმილი არ გაქვთ, სიტყვიერად ამის შეთავაზებაც კი მშვილდოსანს გულს გაუთბობს და თქვენი მადლიერი იქნება. მას თავგადასავლები უყვარს, ამიტომ, თქვენი მხრიდან ასეთი მიდგომა გაახარებს და თავადაც ეცდება სურვილები აგისრულოთ. 

 

თხის რქა

 

«არავის შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე შენ!»

თხის რქას გააჩნია ამბიციების, მოთმინებისა და პასუხისმგებლობის იშვიათი კომბინაცია. ცოტაოდენი მოლაქუცება დადებითად იმოქმედებს მასზე და თავდაუზოგავ შრომას განაგრძნობს იმისათვის, რომ თქვენი ფინანსური კეთილდღეობა კიდევ უფრო გამყარდეს. 

 

მერწყული

 

«იქნებ ღირდეს ყველაფრის სხვაგვარად გაკეთება?»

თავისუფლების მოყვარე და ნონკოფორმისტი მერწყული ყოველთვის ეძებს მასისგან გამოყოფის საბაბს. მხარი დაუჭირეთ მას თავის წამოწყებებში, რომლებიც ძირითადად უნიკალურია და ის მხოლოდ თქვენი გახდება. 

 

თევზები

 

«შენს გვერდით თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ!»

თანაგრძნობა და თანადგომა თევზებისთვის უმნიშვნელოვანესია. მიეცით მას საშუალება მაქსიმალურად შეიგრძნოს თქვენთან ერმოციური კავშირი და ყოველთვის ეყოფა ძალა იმისათვის, რომ უსაზღვრო ბედნიერება მოგანიჭოთ. 



 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნების გაბრაზებაა შეუძლებელი
მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
მერწყულების ძირითადი პრობლემები ურთიერთობებში
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
რა შეცდომებს უშვებენ ტყუპები ურთიერთობებში?
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
რის გამო ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები?
ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ზოდიაქოს 5 ნიშანი
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ
რა არის კარმული დაავადებები და რატომ ჩნდება ისინი