ბლოგი

რა აბრაზებს ქალწულებს?

რა აბრაზებს ქალწულებს?

ფეისბუქზე გაზიარება

ქალწულები ძალიან პრინციპული ადამიანები არიან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც მათ კომფორტულ ცხოვრებას და მის ორგანიზებას ეხება. ქალწულებზე საუბრობენ, როგორც მთავარ პედანტურ წარმომადგენლებზე, მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ეს თვისება ეხმარება მათ მაშინ, როდესაც სხვები იძირებიან.

 

- უდავოდ, მთავარი რამ, რაც ქალწულებს აღიზიანებს, არის უწესრიგობა. ის ნებისმიერ რამესთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, იქნება ეს გარშემო არსებული სივრცე, აზრები, მთლიანობაში გარემოებები. ფაქტია, რომ ქალწულების მწყობრიდან გამოსაყვანად ყველაზე მარტივი გზა არის მათთვის ჩვეული წესრიგის დარღვევა.

 

- მათ უკიდურესად სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ინტერესს არ გამოავლენენ. მათ ურთიერთობების შენარჩუნება უჭირთ, და ამას არც გააკეთებენ, მაქსიმუმ- რამდენიმეჯერ შეახსენონ თავისი თავის შესახებ. ადამიანები, რომლებიც საქმეებს გულგრილად ეკიდებიან, ყველაფერი ავიწყდებათ, არ უსმენენ, ქალწულებს ძალიან აბრაზებენ.

 

- იდეალური ქალწული კრიტიკას ვერ იტანს. ქალწულებს უჭირთ იმის მოსმენა, რომ იდეალურები არ არიან . ისინი ბოლომდე ცდილობენ, რომ ცხოვრება და საკუთარი თავი იდეალური გახადონ, და თუ ვინმე მათ ნაკლზე მიანიშნებს, ეს ქალწულს ადვილად გამოიყვანს  მწყობრიდან.

 

- ასევე, მათთვის მიუღებელია, რომ ვინმე მათ პირად საქმეში ჩაერიოს. ქალწულები არ ერევიან იქ, სადაც საჭირო არ არის, თვლიან რა, რომ თუ ადამიანს რამის თქმა უნდა, ის ამას სხვისი დახმარების გარეშე გააკეთებს. ქალწულები იმავეს გარშემომყოფებისგანაც ითხოვენ.

 

- ყალბი ნივთები

იმის მიუხედავად, რომ ამ ნიშანს შეიძლება დიდი შემოსავალი არ ჰქონდეს, ის არასდროს ატარებს ან გამოიყენებს ყალბ ნივთს. თუ ადამიანი ბრენდებს ირჩევს- ისინი ორიგინალური უნდა იყოს, ხოლო თუ არა- არც უნდა ატაროს. ქალწულები იაფფასიან ნივთებს ვერ იტანენ, არა იმიტომ, რომ ისინი ძალიან იაფფასიანია, არამედ იმიტომ, რომ ორიგინალური ნივთის იაფფასიანი პაროდიაა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი და ნამდვილი სასიყვარულო ქიმია წარმოიშობა
4 ყველაზე მოუსვენარი ზოდიაქოს ნიშანი
ნატალური რუკა
ზოდიაქოს 3 ყველაზე რთული ნიშანი მამაკაცებს შორის
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
დაიმახსოვრეთ 6 ჯადოსნური ზმნა, რომლებზეც დგას სამყარო
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
ერთგულების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
როგორ უნდა დაძლიონ სიზარმაცე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა