ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე

ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე

ფეისბუქზე გაზიარება

ჰოროსკოპი წარმოგვიდგენს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, ციური სხეულების მდებარეობისა და მოძრაობის მიხედვით ადგენს მომავლის სავარაუდო სურათს, რომელიც შეიძლება ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის მატარებელ ადამიანს შეექმნას. მოკლედ, არიან ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ყველაფრის, არიან სკეპტიკოსებიც, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, რომ ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც აქვს ამოკითხული თავისი დაბადების თარიღის შესაბამისი ჰოროსკოპის ნიშნისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და განსაკუთრებით ის ინფორმაცია, რომელშიც წარმოდგენილია „რა ელის“ ზოდიაქოს მიხედვით მომავალში, იქნება ეს კარიერული თუ პირადი ცხოვრების საკითხები.

ჰოროსკოპის რამოდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა, ამჯერად გვინდა გესაუბროთ ტიბეტურ ჰოროსკოპზე. აღსანიშნავია, რომ ტიბეტური სწავლება პარალელს ავლებს ზოდიაქოს ნიშნების ხასიათის თანხვედრასა და ცდომილებებს შორის. თუმცა, ტიბეტური კონცეფცია ანვითარებს თავის ციკლებს, რითაც ადამიანის სულში შეაქვს ჰარმონია და სულერი განვითარება.
ვნახოთ როგორია ტიბეტური ჰოროსკოპის მიხედვით თითოეული ზოდიაქოს ნიშანი, რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები ვლინდება მათში და რომელ მათგანშია მეტი სიბრძნე.

ვერძი
ამ ნიშანს სჯერა რეინკარნაციის და შიანაგან ნებას ივითარებს. ვერძები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მარცხი არ განიცადონ და სასარგებლო გამოცდილება შეიძინონ. ნათელი მომავლის რწმენა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს ორიენტირებული იყვნენ მუდმივ განვითარებაზე. 

კურო
მათ ესმით, რომ მათი უსასრულო პოტენციალი შეუძლებელია იყოს სრულყოფილი. ისინი ყველგან ეძებენ ჰარმონიას და განვლილი ცხოვრებისა და დროის ყოველ შუალედს აფასებენ. სწორედ ეს თვისება აძლევს კუროს ნიშანს მუდმივად წინ ყურების საშუალებას, ამ თვისების წყალობით კუროები არასოდეს მისტირიან წარსულს. 

ტყუპები
ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია სულიერი განვითერების გარკვეული დონის მიღწევა, მაგრამ ამაში მათ ხშირად ხელს უშლის აფორიაქებული გონება.  ტყუპებს შეუძლიათ მოვლენების განვითარების განჭვრეტა. სულიერი განვითარების ზოგიერთი მომენტი მათ ჭეშმარიტების შეცნობაში ეხმარება, რის შემდეგაც ისინი მიყვებიან ამ გზას.

კიბო
კიბოს ნიშანში, როგორც არცერთ სხვა დანარჩენში, თავმოყრილია სიბრძნე და სრულყოფილება. თუმცა, იმისათვის, რომ კიბომ შეძლოს მისი ამ შიანგანი მონაცემების სრულფასოვნად გამოყენება, აუცილებელია კარგი სულიერი პრაქტიკა. ამაში მედიტაცია გამოადგება. ყველა დადებითი თვისება, რომელიც ამ ნიშანს აქვს, ვლინდება მის ქმედებაში. 

ლომი
ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც რეალურ კავშირშია სამყაროსთან. სწორედ სამყაროს ცენტრიდან მოდის მასთან სიბრძნე და განათლება. ამ ნიშნის შემთხვევაში, ბალანსი რომ არ დაირღვეს, აუცილებელია მისი მხრიდან მოხდეს ეგოიზმის დათრგუნვა. უსასრულო შესაძლებლობები მათთვის ახალი საზღვრების გახსნის საშუალებაა. 

ქალწული
ამ ნიშნისთვის უცხო არ არის საკუთარი სულიერი და ფიზიკური განვითარების რეგულირება. მაგრამ იმისათვის, რომ პირადი შესაძლებლობების სრული ანალიზი შეძლოს, საჭირო სულაც არ არის საკუთარ პერსონაზე ჩაციკვლა. საკმარისია გაითავისოს პირადი მოსაზრებები და მიაღწიოს სულის ჰარმონიას. 

სასწორი
სასწორისთვის სულიერი და მატერიალური სამყარო ერთნაირად დაბალანსებულია. მათ სჯერათ იმის, რომ რაც მათ გარშემო ხდება მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ ცვლილებასა და მიმდინარე სიტუაციაზე დაკვირვება, ასევე მოვლენების განჭვრეტა. სამყაროში წონასწორობა და წესრიგი - ამ ნიშნისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.

მორიელი
ამ ნიშანს შეუძლია ერთი მოვლენა მეორეში გადაზარდოს და ამასთან შეინარჩუნოს ერთიანი სტრუქტურა. მორიელებს ახასიათებთ პიროვნულად თავის დამკვიდრება, საღი გონების შენარჩუნება ნებისმიერ ვითარებაში და თავდაჯერებულობა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. 

მშვილდოსანი
ამ ნიშნის სიბრძნე მდგომარეობს იმაში, რომ მათ ზუსტად ესმით სულიერი განვითარების მნიშვნელობა. მშვილდოსნები ცდილობენ, რომ ყველა მოვლენა, რაც მათ გარშემო ხდება, თავის სასარგებლოდ მოატრიალონ. მათ არასოდეს შეაქვთ ეჭვი საკუთარ მიზნებსა და ნააზრევში.

თხის რქა
ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს ის, რომ მოვლენების ძირითადი ნაწილის განჭვრეტა შეუძლია წინასწარ. თხის რქამ იცის უკუკავშირის არსებობის შესახებ, თუმცა არასოდეს იყენებს ამას ურთიერთგაგების დროს. განვითარებული ინტუიცია თხის რქას საშუალებას აძლევს ორიენტირდეს თავის გარემოში და დააიგნოროს საკუთარი ცოდნა. 

მერწყული
მათი უნივერსალური შესაძლებლობები გაუმკლავდნენ ნებისმიერ სიტუაციას, ხშირად იწვევს შურს კონკურენტ ზოდიაქოს ნიშნებში. სწორედ ამიტომ, მერწყულებს არასოდეს მიმართავენ რჩევისთვის - მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. მერწყულში ჭარბი რაოდენობით არის ლოგიკური სიბრძნე. 

თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის ემოციები და არგუმენტები მომართულია იმაზე, რომ ცხოვრებაში ხელახლა დაბადება ხდება. თევზებისთვის მნიშნველოვანია ირწმუნოს თავისი უკვდავება, თუმცა ეს ეხება არა ფიზიკურ, არამედ სულიერ მხარეს. აღსანიშნავია, რომ თევზებს ძალიან ეშინია არ დარჩეს შეუმჩნეველი, თუმცა ეს შიში გამომდინარეობს მათი არასრული ცოდნისგან. 
რამდენად რეალურად ახასიათებს ტიბეტური ჰოროსკოპი თქვენი ზოდიაქოს ნიშანს? 
ჩვენთვის საინტერესო იქნება თითოეული თქვენგანის მოსაზრების მოსმენა, რაც სტატიის ქვემოთ, კომენტარის სახით შეგიძლიათ დაწეროთ.

ფეისბუქზე გაზიარება
loading...
სხვა სტატიები
loading...
X