კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რა ვაჩუქოთ ლომს

რა ვაჩუქოთ ლომს

ფეისბუქზე გაზიარება

ლომი- მზის და სინათლის ჭეშმარიტი შვილია, სამეფო ზოდიაქოს ნიშანი განსაცვიფრებელი ქარიზმით და მძლავრი ენერგეტიკით. მთლიანი, ცეცხლოვანი, ნახევარტონებს მოკლებული, ის გულუხვია და კეთილშობილი, ძალიან უყვარს ფართო ჟესტების გაკეთება და ფუფუნების საჩუქრების მიღება, რომლებიც ადასტურებენ მის მიმართ პატივისცემასა და მოწიწებას.

 

რამდენიმე მინიშნება, როგორ ავურჩიოთ საუკეთესო საჩუქარი ლომს

 

სამეფო ლომი ვერ იტანს მეწვრილმანობას და სიძუნწეს, და მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში საუკეთესოს ღირსია. და ჩვეულებრივ ცხოვრება ადასტურებს ამ თავდაჯერებულობას- ლომი მიყვება ცხოვრებად გამარჯვებულად, რომელიც შემწყნარებლურად შეჰყურებს ქვეშევრდომებს და მოწყალებით პატიობს მათ არასრულყოფილებას.

 თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ ლომი გამოავლენს ისეთივე სულგრძელობას, თუ გადაწყვეტთ მის საჩუქარზე დაზოგვას და გულწრფელი წვრილმანის მიტანას, ძალიან ცდებით. ის უბრალოდ დაგფერფლავთ მზერით! და სამუდამოდ ჩაგწერთ ადამიანების შავ სიაში, რომლებთაცა არ შეიძლება საქმის ქონა. რადგან მეფისთვის მნიშვნელოვანია მოწიწების მატერიალური გამოხატვა!

ასე რომ არ იძუნწოთ და მთელი სულით აჩუქეთ ლომს ძვირფასი და სოლიდური საჩუქრები, რომლებიც შეესაბამება მის მდგომარეობას ზოდიაქოს წრესა და საზოგადოებაში. და არ დაგავიწყდეთ შეთხზათ ქების ოდა მის სახელზე- ლომი ძალიან ხარბია პირფერობასა და კომპლიმენტებზე. ყველას მოუყევით, როგორი სიმპათიურია- და ლომი უბრალოდ იკრუტუნებს ბედნიერებისგან!

ვერ შეძლებთ დიდი და მოდური საჩუქრის ჩუქებას? არა უშავს- შეიძლება მიართვათ წვრილმანიც. ოღონდაც ეს უნდა იყოს აუცილებლად ძვირფასი ბრენდული წვრილმანი ორიგინალური დიზაინით, რომელიც მისცემს ლომს საშუალებას, თავის მოხვევის გარეშე აჩვენოს გარშემომყოფებს თავისი კეთილდღეობა.

 

რჩევა № 1: საჩუქარი ფუფუნების და სიმდიდრის სამყაროდან

 

ფუფუნება- ლომის გულის უნივერსალური გასაღებია. თუ ეს რაღაც ნივთია- ის უნდა იყოს მოდური, პირველი კლასის, ულტრათანამედროვე და თავის კატეგორიაში საუკეთესო. თუ ეს გართობაა- ვიპ-პერსონის დონეზე. თუ აქსესუარია- ცნობილი ფირმის ბოლო კოლექციიდან.

თუ პარფიუმია- ფართოდ გარეკლამებული და ამ სეზონში აქტუალური. ლომი ელოდება, რომ თქვენ გამოავლენთ უნაღვლო სიუხვეს, გსურთ გაახაროთ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ მის აღმატებულობას.

უნდა ითქვას, რომ თვითონ ლომსაც არ ეხარბება საჩუქრები, ყოველთვის მზადაა კეთილშობილი და ფართო ჟესტებისთვის. იყავით მასთან ერთ ტალღაზე!

 

რჩევა № 2: დამაბრმავებელი სილამაზე!

 

ლომებს იზიდავს ყველაფერი კაშკაშა და მბრწყინავი, ამიტომ საჩუქარმა პირდაპირი გაგებით უნდა დააბრმავოს! ხოლო თუ საჩუქარი რაღაც მიზეზის გამო არ ბრწყინავს (არ არის გათვალისწინებული მწარმოებლის მიერ, მაგალითად), სცადეთ აირჩიოთ კაშკაშა და მბრწყინავი შეფუთვა, რომელიც მორთულია ლენტებით და ბაფთებით. გაითვალისწინეთ ნიშნის ცეცხლოვანი სტიქია- შეფუთვის ფერი უნდა იყოს მოოქროფრო, წითელი, ყვითელი. ასე შეძლებთ ლომის გულის მოგებას და სადღესასწაულო განწყობის შექმნას.

 

რჩევა № 3: სტატუსი - ჩვენი ყველაფერია!

 

არ არის ისეთი ლომი, რომელიც არ მიისწრაფვის დაიკავოს ცხოვრებაში მოწინავე ადგილი. არ აქვს მნიშვნელობა, უკვე მივიდა სანუკვარ მწვერვალამდე თუ მხოლოდ ნახევარ გზაზე მისკენ- აჩუქეთ ელიტური, სტატუსიანი, იმიჯური ნივთები, რომლებიც ისაუბრებენ მის წარმატებაზე, დამოუკიდებლობასა და სიმდიდრეზე.

აქსესუარები ნატურალი ტყავისგან, ოქროს სამკაულები, ბრენდული ტანსაცმელი, ძვირფასი საათი, ტექნოლოგიური სიახლეები- ყველაფერი ეს არა მხოლოდ შეუქმნის ლომს წარმატებულ გარეგნობას, არამედ მისცემს საშუალებას, იტრაბახოს მეგობრების და კოლეგების წინაშე. ფუფუნების საგნის ფლობა, რომლისაც გარშემომყოფებს შეშურდებათ- ამას ლომი დააფასებს! ნებისმიერ აქსესუარი, რომელიც ხელსაყრელად უსვამს ხაზს ლომის გარეგნობას და სტატუსს, მიიღება სიამოვნებით.

 

რჩევა № 4: იყავით მადლიერი ლომთან!

 

ლომი დაბადებიდან გრძნობს თავის სიმძლავრეს და ძალას და ძალიან უყვარს მფარველობის გაწევა. მასთან ყოველთვის ბევრი ხალხია, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, და ის მზად არის შეეგებოს მათ, ჩუქნის რა ყველა ტანჯულს თავის სამეფო ყურადღებას. საკმაოდ სავარაუდოა, რომ თქვენც ოდესღაც მზის ლომი დაგეხმარათ მნიშვნელოვან საქმეში. არ დაგავიწყდეთ მადლობა გადაუხადოთ- მაგალითად, სამახსოვრო საჩუქრით მისი საკუთარი პორტრეტის სახით, რომელიც შესრულებული ცნობილი მხატვრის მიერ. ეს ძალიან გაახალისებს პატივმოყვარე ლომის თავმოყვარეობას.

აუცილებლად მოამზადეთ გრძნობებით გაჟღენთილი სიტყვა, რომელიც სავსეა მადლიერების სულთბილი სიტყვებით. კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი, როგორ გაგიმართლდათ, რომ თქვენ გვერდით არის ასეთი შესანიშნავი, კეთილშობილი, თანახმიერი ადამიანი. ფორტუნას ზოდიაქოს ყველაზე საყვარელი ნიშანი პირდაპირი გაგებით იკრუტუნებს სიამოვნებისგან, როდესაც იგრძნობს თავის მნიშვნელობას თქვენს ცხოვრებაში.

 

რჩევა № 5: არაპრაქტიკული ელეგანტურობა

 

ლომს საერთოდ არ აქვს პრეტენზია, თუ მიიღებს საჩუქრად არაფუნციონალურ, დეკორატიული ფუნქციების შემსრულებელ საჩუქარს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ლამაზი ნახატი, ორიგინალური ვაზა, იშვიათი ანტიკვარული ნივთი ან დეკორის სხვა საგანი ეფექტური დიზაინით, რომელიც მიანიჭებს ლომის სახლს მეტ დიდებულებას. და თუ ეს საგანი იქნება თავის სახეობაში ერთადერთი- ლომი იქნება სრულიად დაკმაყოფილებული!

 

რჩევა № 6: ბევრი პათოსი არ არსებობს

 

მაქსიმუმ ნატიფი პირფერობის და არაყალბი აღფრთოვანების, ფერადი ფრაზები და დიდებული სიტყვების, მაქსიმუმ მოვლენის მონაწილეების (ლომს ძალიან უყვარს ხმაურიანი, ხალხმრავალი დღესასწაულების თავის სახელზე), მაქსიმუმ კომპლიმენტებისა და სადღესასწაულო მოვლენის დამნაშავის ცამდე აყვანის! საჩუქრის მიცემისას ეს უბრალოდ აუცილებელი მომენტია- მის გარეშე საჩუქრის ღირებულება ორმაგად ვარდება. თუ ყველაფერის გადის სწორი სცენარით- ლომი უბრალოდ ილხინებს თავისი მნიშვნელობით!

 

რჩევა 7: შეინარჩუნეთ ინტრიგა ბოლომდე

 

ლომს ძალიან უყვარს სიურპრიზები, მაგრამ თან ის ძალიან ცნობისმოყვარეა, და შეიძლება გაგაწვალოთ კითხვებით, და სცადოს გამოგტყუოთ, რა საინტერესო რამეს ჩუქნიან მას დაბადების დღეზე ან ახალ წელს. აქ მთავარია- არ წამოგცდეთ და არ გააფუჭოთ სიურპრიზი! ლომს ორმაგად ესიამოვნება, თუ საჩუქარიც, და მისი ჩუქებაც იქნება მოულოდნელი, გასაოცარი და არაპროგნოზირებადი (და ძვირიც, ხომ გახსოვთ?)

 

რჩევა №8: გაითვალისწინეთ ლომის ინტერესები

 

ყველას აქვს თავისი ინტერესები, და კარგია, თუ საჩუქარი ამ ინტერესებს ითვალისწინებს. საჩუქრის არჩევისას ლომისთვის, სასურველია ცოტათი მაინც იცოდეთ მისი ჰობის და სურვილების შესახებ. თორემ რისკულობთ აჩუქოთ უძვირფასესი მოლბერტი იმას, ვისაც ძალიან უყვარს ხელოვნების ნიმუშებით ტკბობა, მაგრამ არა თვითონ შემოქმედების პროცესი. ან აჩუქოთ დაივინგის ნიღაბი ყინულქვეშა ჭერის მოყვარულს. არ ააცილოთ!

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი დაბადებულია ლიდერობისა და წარმატებული კარიერისთვის
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
6 ნიშანი იმისა, რომ სხვების ენერგიას გრძნობ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიმართლეს ვერ ეგუებიან
5 დამანგრეველი რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როცა გულს გტკენენ
რა ვაჩუქოთ მორიელს
მერწყულების ძირითადი პრობლემები ურთიერთობებში
ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომლებმაც შეიძლება სამსახური დაკარგონ მალე!
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად არიან შეყვარებული
ყველაზე ცუდი დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც თებერვალში სასიამოვნო მოვლენები ელით
6 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მშვილდოსანი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი