ბლოგი

ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი

ახალი შესაძლებლობები და წარმატება - 2023 წლის თებერვლის ჰოროსკოპი

ფეისბუქზე გაზიარება

თებერვლის დადგომასთან ერთად, ბევრს ელის ცვლილებები ცხოვრებაში. როგორი მოვლენებია მოსალოდნელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ზამთრის ბოლო თვეში, სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობთ ჩვენს სტატიაში. აუწყვეთ ფეხი ვარსკვლავების და იცოდეთ წინასწარ, რა გელით და რა არ უნდა გამოტოვოთ.

აქამდე, ყველა პროცესი ფერხდებოდა ბევრი პლანეტის რეტროგრადული მოძრაობის გამო, მაგრამ თებერვალში, ყველაფერი შეიცლვება. პლანეტები სწორი მიმართულებით იმოძრავებენ, ზოგიერთი ფიქტიურის გამოკლებით, ამიტომ, დროა მოემზადოთ სხვადასხვა მოვლენებისთვის.

ქვემოთ მოცემულია თებერვლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები თარიღებით და რჩევები, რისი გაკეთებაა სჯობს და რის არა ამ პერიოდში.

 

18 თებერვალი - მზის გადასვლა თევზების ნიშანში

 

მზე, მერწყულთან შედარებით, ძალიან კომფორტულად არის თევზების ნიშანში. მის კეთილგანყობილ მოქმედებას ყველაზე მეტად შეამჩნევენ ცეცხლოვანი სტიქიის ნიშნები - ლომი, ვერძი და მშვილდოსანი. მზის ეს მდებარეობა დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე, თუმცა, არც ისე ძლიერ, რომ ბოლომდე შეძლონ რელობისა და ოცნებების გარჩევა. ამ პერიოდში, ბევრს მოუნდება განმარტოვება და საკუთარი ქცევების ჭეშმარიტი მოტივების და ემოციების მოძებნა. ამავდროულად, ბევრი ვერ შეძლებს დაინახოს რეალური სურათი და დაიწყებენ ადამიანებისთვის სხვადასხვა თვისებების მიწერას, რომლებიც რეალურად მათ არ ახასიათებთ.

 

5 თებერვალი - ნახევარმთვარე გადადის ლომის ნიშანში

 

ამ პერიოდში პირქუში ფიქრები წარსულს ჩაბარდება და ადამიანები პერსპექტიული მომავლის დანახვას შეძლებენ. ეს შესანიშნავი დროა ახალი ნაცნობებისთვის, თანამოაზრის ან პარტნიორის მოსაძებნად, ფლირტისა და ოპტიმისტური განწყობისთვის. ცეცხლის სტიქია ბევრ სფეროში იაქტიურებს, როგორიცაა: სიყვარული, კარიერა, შემოქმედება და სპორტი.

 

11 თებერვალი - მერკური გადადის მერწყულში

 

ეს მოვლენა საშუალებას მისცემს ადამიანებს იპოვონ თანამოაზრეები და სანდო ბიზნესპარტნიორები მომავალი პროექტებისთვის. ეს იქნება თავისუფალი კომუნიკაციის, ახალი აღმოჩენებისა და ახალი იდეების დრო. ამ პერიოდში შეგიძლიათ შეცვალოთ საქმიანობის სფერო, მოძებნოთ ახალი სამუშაო და მეგობრები. ბევრ ადამიანს ამ დროის ენერგია მისცემს შესაძლებლობას წარმატებით განახორციელოს დიდი ხნის დაგეგმილი პროექტები.

 

16 თებერვალი მარსის და ჰირონის სექსტილი

 

ეს ხელსაყრელი ასპექტი იქნება მათთვის, ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას სამხედრო ან სპორტულ საქმიანობაში. ისინი აივსებიან განსაკუთრებული აქტიურობითა და გამბედაობით, რაც საშუალებას მისცემთ დაიკავონ ლიდერული პოზიციები. იმ შემთხვევაში, თუ სირთულეები წარმოიქმნება, ეს ადამიანები თავს წარმოაჩენენ როგორც სუპერგმირები ფილმებიდან: ელვის სისწრაფით მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და შეასრულებენ სწორ მოქმედებებს.

 

20 თებერვალს ვენერა ვერძში შედის

 

ამ დროს ბევრი ადამიანი გამოავლენს განსაკუთრებულ აქტიურობას და გამძლეობას. გაჩნდება სურვილი, გამოირჩეოდეთ მასისგან და მიიპყროთ ყურადღება ნებისმიერ ფასად. ეს შეიძლება გამოვლინდეს როგორც ჩაცმულობაში, ასევე კომუნიკაციაში და ქცევაში. მნიშვნელოვანია, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და მოერიდოთ გაუაზრებელ ქმედებებს, თუ არ გსურთ, რომ მათ უარყოფითი შედეგები მოჰყვეს.

 

რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს 2023 წლის თებერვალში

 

  • ზამთრის ბოლო თვე ზოდიაქოს ყველა ნიშანს ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებას მისცემს.
  •  18 თებერვლიდან ცეცხლის სტიქიის ნიშნები განიცდიან ენერგეტიკულ და ემოციურ დაქვეითებას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლები ყველა გეგმის წარმატებით განხორციელებას შეძლებენ.
  • ცხოვრების მრავალი მიმართულებით სტაბილურობისა და ჰარმონიის მისაღწევად, ზოდიაქოს მიწის სტიქიის ნიშნებს (თხის რქა, კურო და ქალწული) მოუწევთ დიდი ძალისხმევის გამოჩენა.
  • პოზიტიური პლანეტარული ასპექტების წყალობით ჰაერის ნიშნები (მერწყული, ტყუპები და სასწორი) შეძლებენ სასარგებლო კონტაქტების დამყარებას, სანდო მეგობრებისა და საქმიანი პარტნიორების პოვნას.
  • წყლის სტიქიის ნიშნები (კირჩხიბები, მორიელები და თევზები) სრულად ჩაიძირებიან სამუშაო პროცესში და საოჯახო საქმეებში. მაგრამ ვარსკვლავები მათ არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ დაივიწყონ თავიანთი შინაგანი სამყარო, რომელიც ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე სხვადასხვა მომხიბლავი ისტორიები.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა შეცდომებს უშვებენ მორიელები ურთიერთობებში?
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება
საიდუმლოდ შესანახი საკითხები
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
კატის მისია - თქვენი ცხოვრების გასუფთავება ნეგატიური ენერგიისგან
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე კოშმარული კომბინაციები
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
რეტროგრადული მერკური დიდ გარღვევას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!