კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით

ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით

ფეისბუქზე გაზიარება

მწვანე ხის დრაკონის წელს, ბევრი რამ გაირკვევა და ახალი წესებით დალაგდება, სხვაგვარად დარეგულირდება და მსოფლიოს გლობალური სისტემა სახეს შეიცვლის...

 

ახალი, 2024 წელი, ნამდვილად არ იძლევა იმის პირობას, რომ იქნება მშვიდი, დასვენებისა და გართობისთვის განკუთვნილი პერიოდი. როცა ერთი, დაძაბული ან სტრესული პერიოდი გაივლის, მას მომენტალურად ჩაანაცვლებს ახალი. თუმცა, მხოლოდ ნეგატივი ნამდვილად არ იქნება და შესაძლებლობის ბევრი ფანჯარაც გაიხსნება.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - 2024 იქნება შედეგიანი!

 

წლის დეტალური მიმოხილვისთვის, გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით შედგენილ ასტროლოგიურ პროგნოზს.

 

21 იანვარს მოხდება პლუტონის მეორედ შესვლა მერწყულის ნიშანში, რაც ცვლის მსოფლიოწყობას, პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს ყველა სახელმწიფოში. ეს ტრანზიტი გაგრძელდება 2 სექტემბრამდე, რის შემდეგაც პლუტონი დაბრუნდება თხის რქას ნიშანში, რათა 2024 წლის 20 ნოემბრიდან, კვლავ შევიდეს მერწყულის ნიშანში და დარჩეს იქ 20 წლით. პლუტონი, ყველაზე ნელი პლანეტაა, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში ის დაახლოებით 18-20 წელს ატარებს, მთელ ზოდიაქალურ წრეზე შემოვლას კი 248 წელი ანდომებს! მისი ტრანზიტი გავლენას ახდენს კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარე გლობალურ მოვლენებზე, არსებითად ცვლის სოციალურ-ფსიქოლოგიურ კლიმატს, მსოფილიოს საზოგადოების ცხოვრებისა და საქმიანობის პროცესებს. პლუტონის გადასვლა თხის რქას ნიშნიდან მერწყულში, დაიწყო 2023 წლის გაზაფხულზე.

 

დაბნელების საგაზაფხულო კორიდორი დადგება 25 მარტიდანაპრილის ჩათვლით, ვერძი-სასწორის ხაზზე და ეს მოხდება 20 მარტს, თანაბარდღიანობის დასრულებისთანავე. მიმდინარე პროცესი გავლენას ახდენს საერთაშორისო და სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, დიპლომატიურ ურთიერთობებზე, სამხედრო კონფლიქტების დარეგულირებაზე. დაბნელების პერიოდის შემდეგ, ცვლილებები ყველასათვის ნათელი გახდება, გადაწყვეტილებების მიღება განხორციელდება უფრო სწრაფად და მარტივად. საწყის მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელი იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭირო იქნება არსებული ვითარების შესაბამისად მოქმედება. ეს ეხება ყველა ცხოვრებისეულ სფეროს და დონეს.

 

21 აპრილს, იუპიტერი და ურანი განლაგდებიან კუროს ნიშანში, თეთრი, კარმული მთვარის წერტილის სიახლოვეს, რაც გახსნის ახალ, 12-წლიან სოციალურ ციკლს. ერთის მხრივ, ტრადიციებს და რევოლუციურ განახლებებს ცოტა რამ აქვთ საერთო, თუმცა, მეორეს მხრივ ბევრი ადამიანი სასიამოვნოდ გაოცეული იქნება გარშემო მიდინარე პროცესებით. ამ ნელი პლანეტების ხსენებული ერთობლივი განლაგება კუროს ნიშანში, ბოლოს 1941 წლის მაისში მოხდა, მაგრამ იმ დროს, ზოდიაქოს ამ ნიშანში ასევე მოძრაობდა შავი კარმული მთვარის წერტილი და სატურნი, რომელიც ასევე კარმული პლანეტაა. თუმცა, იუპიტერის და ურანის ახალი გაერთიანება, შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად. ადამიანების რწმენა და თვითდაჯერებულობა გაიზრდება, მსოფლმხედველობა გაფართოვდება, გაჩნდება ცხოვრებისეული ახალი ორიენტირები. იმისათვის, რომ 2024 წლის გაზაფხულზე დისტანციას არ ავცდეთ, შევინარჩუნოთ სტატუსი და რესურსები, აუცილებელია ვიქონიოთ ახლებული ხედვა ზოგადად ცხოვრებაზე, მოვლენებზე და არსებულ ვითარებაზე.

 

26 მაისს იუპიტერი იცვლის ზოდიაქოს ნიშანს - კუროდან გადადის ტყუპებში და იქ რჩება 1 წელი. ამ პოზიციაში, პლანეტა იმყოფება განდევნილის მდგომარეობაში, შესაბამისად, ეს ქმნის ჟანრის კრიზისს, გონიერების უკმარისობას და ა.შ. ტრანზიტი პოზიტიური იქნება, თუკი ადამიანები მეტ დროს დაუთმობენ თვითგანვითარებას და ახალი ნაცნობობის და კონტაქტების დამყარებაზე იმუშავებენ. ბევრი ადამიანი დაბრუნდება ემიგრაციიდან. საინდორმაციო სივრცეში გაჩნდებიან საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი ახალი ლიდერები. მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ საღი აზრის შენარჩუნება, არამედ ქაოსსა და არეულობაში გარკვევის უნარი, რომელიც მუდმივად იქნება ჩვენს გარშემო. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია დაფიქრება, აზრების თავმოყრა და დასკვნების გაკეთება და საკუთარი ცხოვრების სხვაგვარად მოწყობა.

 

20 ივნისს მზე შევა კირჩხიბის ნიშანში. ზაფხულის მზის უძრაობის შემდეგ, დაიწყება ასტრონომიული ზაფხული. ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე იქნება 21 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. 29 ივნისს შავი კარმული მთვარის ნეგატიური წერტილი გააქტიურდება და შევა სასწორშI. ამ დროს, ქალწულის ნიშანში დაბადებულები ამოისუნთქავენ, ხოლო სასწორის წარმომადგენლები კარმულ გაკვეთილებს გაივლიან მომდევნო 9 თვის მანძილზე. ასევე, ეს რთული პერიოდი იქნება მათთვის, ვისი პირადი პლანეტებიც არის მერკური, ვენერა და მარსი. საკუთარი ნატალური რუკის ცოდნა, ადამიანებს ეხმარება ააწყონ ცხოვრება სწორად, მართონ სიტუაცია და მიიღონ მეტი სიკეთე, ბედნიერება და შესაძლებლობები.

 

2 სექტემბერი პლუტონი რეტრო ფაზაზე იქნება და დაბრუნდება თხის რქას ნიშანში 2024 წლის 20 ნოემბრამდე. ბევრი ადამიანი შეზღუდული შესაზლებლობების პირობებში აღმოჩნდება. საკუთარ სახელმწიფოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, ბევრს შეუქმნის დისკომფორტს. 2024 წლის შემოდგომა არ არის შესაფერისი ახალი წამოწყებებისთვის, ეს არის პერიოდი, როცა აუცილებელია საბოლოო წერტილების დასმა და საკუთარი თავის მომზადება მომდევნო, 20 წლიანი ციკლისთვის, რომელიც დაიწყება 20 ნოემბრიდან. მთვარის დაბნელება იქნება 18 სექტემბერს — ეს მოხდება პირველად, თევზებში ყოფნისა და ხანგრძლივი შესვენების შემდეგ. საშემოდგომო კორიდორს 2 სექტემბერს დახურავს სასწორში მყოფი მზის დაბნელება და ეს იქნება მნიშვნელოვანი მოვლენების პერიოდი, რაც კარდინალურად შეცვლის ცხოვრებას.

 

საშემოდგომო თანაბარდღიანობა იქნება 22 სექტემბერს და დაემთხვევა დაბნელებების სეზონს, რამაც შეიძლება საბედისწერო მომენტები მოიტანოს როგორც საგარეო, ისე საშინაო დონეზე. 20 ნოემბერს პლუტონი შევა მერწყულის ნიშანში 2044 წლამდე და დიდ ზეგავლენას იქონიებს მსოფლიოს და უამრავი ადამიანის ბედზე.

 

2024 წლის დეკემბრიდან - 2025 24 თებერვლამდე მარსი იმოძრავებს რეტროგრადულად ლომისა და კირჩხიბის ნიშნებში. ამ პლანეტას მსგავსი ტიპის მოძრაობა იშვიათად აქვს - ყოველ 2 წელში 2 თვით, თუმცა, მისი ენერგია დადებითად იმოქმედებს მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებზე და ხელს შეუწყოს ომების დასრულებას.

 

21 დეკემბერი ზამთრის მთვარის უძრაობის პერიოდია — მზე ამ დღეს შევა თხის რქას ნიშანში და მოხდება ერთგვარი «ახალი მზის დაბადება», რაც ნიშნავს იმას, რომ სინათლე დაამარცხებს სიბნელეს.

 

აქვე უნდა აღინიშნოს და გვახსოვდეს, რომ საერთო ჰოროსკოპი გვიჩვენებს მოვლენების ფონს და არა ნატალურ პირად რუკას.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
იუპიტერი ჰოროსკოპში
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ზოდიაქოს ყველაზე მერკანტილური ნიშნები
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
20 საინტერესო ფაქტი მერწყულის შესახებ
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
საუკეთესო მეწყვილე მოგზაურობისას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით