ბლოგი

რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?

რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?

ფეისბუქზე გაზიარება

თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების სიყვარული ძალიან რთულია, მაგრამ რომ არ გიყვარდეს, ესეც შეუძლებელია.
 

თევზები – ურთიერთობებში ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანია. ვერავინ გაიგებს თუ რა ხდება მის თავში, ზოგჯერ თავადაც კი უჭირს საკუთარ ცნობიერებასთან გამკლავება! 

თუმცა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უამრავი დადებითი მხარე აქვთ, რომელთა წყალობით, მათი პიროვნება სასურველი და საყვარელი არსება ხდება. 

 

თევზები — ზოდიაქოს მე-12 ნიშანი

 

თევზები – ზოდიაქოს ბოლო ნიშანია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც ამ ნიშნის ქვეშ დაიბადა, ატარებს დანარჩენი 11 ნიშნის მახასიათებლების ნაზავს. 

სოწრედ ამიტომ, თევზებს თავად უჭირს გაერკვეს საკუთარ ბუნებაში, სწორედ ამიტომ არის ასეთი არამდგრადი და ხშირ შემთხვევაში იღებს მცდარ გადაწყვეტილებებს. 

მიუხედავად ამისა, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების დადებითი მახასიათებელი არის ღიაობა. თევზები - არის მეგობარი, რომელიც უარს არასოდეს გეტყვით, მაშინაც კი, როცა ამის შემდეგ შეიძლება ინანოს. 

ზოდიაქოს ეს ნიშანი, გრძნობებზე უფრო მეტად, ორიენტირებულია ლოგიკზე. იმპულსური ქცევების დროსაც კი, ჯერ ფიქრობს და შემდეგ მოქმედებს. თევზების ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ დადგეს ის დღე, როცა მას ყველაფრის მოსინჯვა მოუნდება.

 

თევზები ყოველთვის ეძებს ახალ შთაბეჭდილებებს

 

ზოდიაქოს ეს ნიშანი განსაკუთრებულ ბედნიერებას განიცდის მაშინ, როცა პოულობს ადამიანს, რომელიც მზად არის გაიზიაროს მისი თავგადასავლებისადმი ლტოლვა. თევზებს განსაკუთრებულად წარმატებული ურთიერთობა აქვს იმ ადამიანებთან, ვისაც მასავით უყვარს ქაოსი და აჟიოტაჟი. თუკი თევზები აღმოჩნდება სტაბილურობის „ხაფანგში“, ის აუცილებლად ჩაიდენს რაიმე იმპულსურ საქციელს და პირველივე შემთხვევით ისარგებლებს, რომ რადიკალური ცვლილებები შეიტანოს საკუთარ ცხოვრებაში.

 

თევზები თანამგრძნობია

 

ეს ნიშანი ძალიან ემოციურია და მელოდრამების ყურების დროსაც კი ცრემლებად იღვრება. მისი შემოსავლის დიდი ნაწილი მიდის ქველმოქმედებაში. ეს ყველაფერი საჩვენებლად ნამდვილად არ ხდება, თევზები ამ მხრივ სრულიად გულახდილია. თუკი ცხოვრებაში თანამგზავრად ეძებთ ყურადღებიან და მზრუნველ პარტნიორს, ზოდიაქოს ეს ნიშანი ნამდვილად გამოგადგებათ.

 

თევზებს უჭირს რეალობის გარჩევა ფანტაზიისგან

 

დედამიწაზე ყველაზე დიდი მეოცნებე - თევზებია. ეს კი იმის გამო, რომ ამ ნიშნის მფარველი პლანეტები იუპიტერი და ნეპტუნი არიან. ზოდიაქოს ეს ნიშანი გამუდმებით ეძებს ახალ მიზანს და არ ისვენებს მანამ, სანამ არ მიაღწევს თავისას. 

 

თევზები თანაზიარია

 

ზოგჯერ თევზებს ისე იპყრობს სხვისი ემოციები, რომ საკუთარში გარკვევასაც კი ვეღარ ახერხებს. სწორედ ამიტომ, მის ცხოვრებაში ხშირად სრული ქაოსია და ვერ ახერხებს პირად პრობლემებში გარკვევას, რადგან სხვების პრობლემებზე ფიქრობს. ეს თვისება ნაკლად ვერ ჩაითვლება, რადგან თევზების სახით, საკმაოდ კარგი დასაყრდენი შეგიძლიათ გყავდეთ ცხოვრებაში.

 

თევზები ობიექტურად აზროვნებას მარტო დარჩენისას ახერხებს

 

თუკი თევზები ერთი საათით მაინც ჩაიკეტება მარტო, შეძლებს გაერკვეს საკუთარ თავში და ახალი გეგმებიც დაისახოს. კამპანიაში ყოფნისას ის მუდმივად სხვების ცხოვრებით არის დაკავებული, საკუთარი კი „ავტოპილოტზე“ აქვს გადართული. ამ ნიშნის პროდუქტიულობა და მობილიზება მხოლოდ სიმარტოვეშია შესაძლებელი. 

 

გულის სიღრმეში თევზები ინტროვერტია

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან და ყოველთვის, თევზები ცდილობს გარშემო შემოიკრიბოს ახალი ადამიანები. თუმცა, მან არასოდეს იცის, როგორ გადააქციოს ახალი ნაცნობები რეალურ მეგობრებად. სხვებისგან სამაგიეროს მიღებას ნაკლებად ელის, თავად კი ყოველთვის მზად არის ვალში არავისთან დარჩეს. სწორედ ამიტომ, თევზებს ახასიათებს ბევრი კითხვების დასმა ურთიერთობებში. ის ცნობისმოყვარეა, ყველაფერი აინტერესებს და ძალიან სწყინს, როცა მასთან ურთიერთობაში არ იხსნებიან.

 

თევზები ყველასთან მეგობრობს

 

ზოდიაქოს ამ ნიშანს იმედი აქვს, რომ ადამიანები მასთან საუკეთესო კუთხით გაიხსნებიან და ცდილობს ყველასთან იმეგობროს. თევზების ნიშანი საუკეთესო ადვოკატია, ყოველ შემთხვევაში, ის ცდილობს არ განსაჯონ ადამიანი მანამ, სანამ მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება. თუ თევზების მიერ მოწყობილ წვეულებაზე მოხვდებით, ნამდვილად არ მოიწყენთ, რადაგნ იქ შეკრებილი იქნება საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგნელები. 

 

თევზები მგრძნობიარე და ემოციურია

 

სიფრთხილე გამოიჩინეთ თევზებისთვის შენიშვნის მიცემისას ან მისი გაკრიტიკებისას. ის შეიძლება იმაზე მეტად განაწყენდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს ნიშანი ძალიან მგრძნობიარეა და შესაძლოა ნებისმიერ მომენტში აღელდეს, განერვიულდეს და გაბრაზდეს. სამაგიეროდ, როცა თქვენ ხართ დასტრესილი, მეგობარ-თევზებს თქმაც არ სჭირდება, უკვე იცის რაც გჭირთ და მზად არის დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. 

 

თევზებს უყვარს როლური მოდელები

 

თევზებს ისე უყვარს ცხოვრება, რომ ერთი სიცოცხლე არ ჰყოფნის. მისი არჩევანია რამოდენიმე ცხოვრებით იცხოვროს ერთის ფარგლებში. თუკი თევზებმა ზუსტად არ იცის რა როლს თამაშობს მოცემულ მომენტში, მას ძალიან უჭირს არჩევანის ან შემდეგი ნაბიჯის გადადგმა.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
სტამბოლის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი, ზოდიაქოს რომელ ნიშანს შეეფერება?
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
იდეალური წყვილები
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ იბადებიან ყველაზე წარმატებული და მდიდარი მამაკაცები?
ზოდიაქოს ნიშანი სასწორი: საინტერესო ფაქტები მამაკაცების და ქალების შესახებ
როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები, როცა ურთიერთობაში ეჭვი ეპარებათ
სამარცხვინო საიდუმლოებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
პლუტონი ჰოროსკოპში
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?