ბლოგი

ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი

ფულის ენერგია: სიმდიდრისა და სიღარიბის რიცხვი

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეულ რიცხვს აქვს თავისი ვიბრაციები და არის გარკვეული ენერგიების გამტარი.

ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ თითოეული მათგანის ენერგიაზე, მათ გავლენაზე ჩვენი შემოსავლის დონეზე, ფულის გამოყენებისა და მართვის უნარზე.

 

სიმდიდრის ნომრები

 

ეს არის რიცხვები 3, 6 და 8.


თითოეული ეს რიცხვი ატარებს ფულის, სიმდიდრის, კეთილდღეობის, სიუხვის ენერგიას, მაგრამ მათ შორის განსხვავებაა.

 

3-იანის ექვივალენტური თანხის ინვესტიცია კარგია ბიზნესის განვითარებაში. თუ თქვენ სამიანის ექვივალენტური ოდენობის თანხებს დააკავებთ უმოქმედოდ, ეს შეაჩერებს ფულადი სახსრების ნაკადის შემოდინებას თქვენს ბიზნესში.

 

6-იანი არის ფინანსური კეთილდღეობისა და სტაბილურობის ენერგია. 6 რიცხვის ექვივალენტური თანხა (მაგალითად, 6000, 5100, 1500, 2400 და ა.შ.) კარგია, რომ განათავსოთ ბანკში მისგან შემდგომი სარებელის მიღების პირობით. ასეთი თანხა დიდ მოგებას არ მოგცემთ, მაგრამ შეინარჩუნებს იმას, რაც უკვე გაქვთ ხელში. ამიტომ, რეკომენდირებული არ არის ბიზნესის განვითარებაში ჩადოთ 6 რიცხვის ექვივალენტური თანხა.

 

8-იანი - რვა ყოველთვის ასოცირდება რისკთან. არასტაბილურობა, რისკების აღების და გამარჯვების შესაძლებლობა. რიცხვ 8-ის ექვივალენტური თანხა კარგია სარისკო საწარმოებში ინვესტირებისთვის. მაგალითად 8000, 1700, 2600 და ა.შ.). ამ შემთხვევაში თანხები ადვილად შემოედინება და მოგებასაც მოიტანს.

 

სიღარიბის რიცხვები

 

ეს არის რიცხვები 1, 2, 7.

 

1 - არის საწყისი რიცხვი. ეს რიცხვი კარგად არ მუშაობს და მოაქვს დანაკარგები. არ გამოყოთ ერთის ექვივალენტური თანხები ინვესტიციისთვის - მაგალითად, 100, 1000, 10000. ასეთ თანხას უბრალოდ დაკარგავთ ან ისე დაგეხარჯებათ, რომ არც შედეგი გექნებათ და არც სარგებელი.

 

2 - ასევე არის სიღარიბის რიცხვი, როგორც ერთი. ამ ციფრს აქვს ორმაგი ბუნება - ფული თითქოს მოდის, მაგრამ უკვალოდ ქრება. ეს არის იმედგაცრუებების და დაუსრულებელი ხარჯების რიცხვი. ხშირად ადამიანები, მაგალითად, მე-20 ბინაში ან მე-20 სახლში ცხოვრობენ, ბევრს მუშაობენ, კარგად გამოიმუშავებენ, მაგრამ თითქოს ფული უკვალოდ ქრება და დანაზოგიც არ აქვთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ ორი საფულე ან 2 ყულაბა.

 

7 - თავისთავად მშვენიერი რიცხვია, ღვთიური ენერგიების, მაღალი ვიბრაციების, მაგრამ აქ არის კონფლიქტი სულიერ ენერგიასა და მატერიალურ/ფინანსურს შორის. ფინანსების სფეროში შვიდი პრობლემების, უიმედობის, წარუმატებელი პროექტების სიმბოლოა. შვიდი ასევე საშიში რიცხვია. მაგალითად, 7 ნომრის მქონე სახლში/ბინაში მცხოვრები ადამიანები ან სულიერი განვითარებით უნდა იყვნენ დაკავებული, ან მათი საქმეები შეიძლება ცუდად წავიდეს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს სასწორი
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს
ეს სამი ზოდიაქოს ნიშანი დაბადებულია დიდებული საქმეებისთვის
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022-ში ფინანსური წარმატება ელით
ღმერთო, მომეცი ძალა იმ დღეებში, როდესაც წინ ვერ მივდივარ
ნიშნები, რომლებსაც ყველაზე მეტად უყვართ გარემოს შეცვლა
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ
ამ 4 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები უკვე მდიდრები ქორწინდებიან
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
მოღალატეთა რეიტინგი: ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებისგან ერთგულებას არ უნდა ელოდოთ...
ორი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც გარანტირებულია დაუვიწყარი თავგადასავლები