ბლოგი

კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები

კვირის რომელ დღეს იბადებიან ყველაზე იღბლიანი ადამიანები

ფეისბუქზე გაზიარება

ყველას აქვს თავისი განსაკუთრებულობა..

არსებობს კვირის „კარგი“ და „ცუდი“ დღეები, ამიტომაც, რაღაც გაგებით,  „იღბლიანის“ ან „უიღბლოს“ ნიშნებით ვიბადებით. ამას გარდა, თითოეულ დღეს თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს.

ორშაბათი

ორშაბათი ბედნიერ დღედ ითვლება. ამბობენ, რომ კვირის პირველ დღეს დაბადებულ ბავშვებს ხანგრძლივი ცხოვრება და წარმატება ელოდებათ. რაც თავად ორშაბათს შეეხება, ის „მძიმე დღედ“ კი ითვლება, მაგრამ სინამდვილეში- იდეალურია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად.

ღმერთმა სამყაროს შექმნა ორშაბათს დაიწყო, ასე რომ, თამამად დაიწყეთ ნებისმიერი პროექტი- ყველაფერი გამოვა!

სამშაბათი

კვირის მეორე დღე უბედურად ითვლება, ამიტომაც სამშაბათს დაბადებულ ადამიანებს იშვიათად ეწვევათ ხოლმე შემთხვევითი იღბალი. ისინი ყველაფერს დამოუკიდებლად აღწევენ, და ზოგჯერ- ეს ძალიან უჭირთ.

ასევე არ არის რეკომენდებული რამე სერიოზული სამუშაოს დაწყება სამშაბათს. სწორედ თვის ყოველ მეორე სამშაბათს კომპანია Microsoft გამოსწორების სამშაბათს უწოდებს და თავის პროგრამებს განაახლებს. სისტემური ადმინისტრატორები მას ხუმრობით შავ სამშაბათს უწოდებენ.

ოთხშაბათი

ამბობენ, რომ ოთხშაბათს დაბადებული ბავშვები ჯანმრთელები და წარმატებულები იქნებიან. ხოლო ბავშვი, რომელიც ამ დღეს თავის პირველ ნაბიჯს დგამს, მდიდარი და ბედნიერი იქნება.

ეს კარგი დღეა ნებისმიერი საწყისისა და მოგზაურობებისთვის.

ხუთშაბათი

ხუთშაბათი იღბლიან დღედ ითვლება. რწმუნების თანახმად, ამ დღეს დაბადებულს ბედნიერი ცხოვრება და წარმატება ელოდება.

ძველ დროს სწორედ ხუთშაბათს იწყებდნენ მუშაობას მინდორში, ამიტომაც დღესაც არსებობს რწმენა, რომ ეს დღე იდეალურია დათესვისთვისა და დაქორწინებისთვის.

პარასკევი

პარასკევი ერთ-ერთ ყველაზე უბედურ დღედ ითვლება. კვირის ამ დღეს არ არის რეკომენდებული რომელიმე პროექტის ან სხვა რამის დაწყება. ასევე, სასურველია, პარასკევს თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან, რადგანაც უბედური შემთხვევის ალბათობა დიდია.

შაბათი

ამბობენ, რომ შაბათს დაბადებული ბავშვი არაჩვეულებრივი იქნება: ძალიან შემოქმედებითი, კრეატიული, ნიჭიერი და წინასწარმეტყველება შეეძლება.

ზოგიერთ ქვეყანაში შაბათს დაბადებულ ადამიანებს შაბათს არქმევენ. ისინი ნებისმიერი გათვალვისა და ბოროტი ძალისგან დაცულად ითვლებიან. ასევე, ისინი საგანძურის მოძებნის უნარს ფლობენ, რადგანაც სიმდიდრე და წარმატება უწერიათ.

კვირა

კვირა- დასვენების დღეა. ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო, ხოლო მეშვიდე დღეს დასვენება და თავისი შრომის ნაყოფით ტკბობა გადაწყვიტა.

ამ დღეს დაბადებულ ადამიანს ყოველთვის გაუმართლებს, და თანაც- ამისთვის ბევრი მუშაობა არ დასჭირდება. ასეთ ადამიანებზე ამბობენ: „მისთვის ყოველი დღე კვირას ჰგავს“.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებზეც ყველაზე მეტს ჭორაობენ
როგორი მამები არიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები?
როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
რა ვაჩუქოთ მორიელს
ბრძენი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო ბოსი ხდება
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები. თქვენ მათ შორის ხართ?
ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
4 ყველაზე ერთგული ზოდიაქოს ნიშანი
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი