კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

რეტროგრადული მერკური დიდ გარღვევას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს

რეტროგრადული მერკური დიდ გარღვევას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს

ფეისბუქზე გაზიარება

ზაფხულის ბოლო, იქნება ერთგვარი რევიზიის თვე და ზოდიაქოს ნიშნებს საშუალებას მისცემს შეაფასონ საკუთარი ძალები და გადახედონ დაგროვილი პრობლემებისადმი მიდგომებს.

 

ვერძი

მთელი აგვისტო, ზოდიაქოს ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები დაკავებული იქნებიან პრობლემების გადაჭრით, რაც დაკავშირებული იქნება ბავშვებთან და ასევე ბიზნეს-პროექტებთან და აქტუალურ საკითხებთან.

ამიტომ, მათ მოუწევთ, რომ დროებით პირადი ინტერესებიდან და დასვენებიდან, ყურადღება გადაიტანონ სხვებზე. თუმცა, ამგვარი დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ვერძებმა არ უნდა დაივიწყონ საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, თუნდაც ეს ძალიან ცოტა იყოს.

 

კურო

 

ზაფხულის ბოლოს, კუროები მთლიანად კონცენტრირებული იქნებიან სახლზე და საშინაო საქმეებზე. მათთვის ეს იქნება წარმატებული პერიოდი, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად, რაც დაკავშირებულია საცხოვრებლის საკითხების მოგვარებასთან. დღის წესრიგში შეიძლება დადგეს რემონტის, გადასვლის ან სხვა საშიანო ცვლილებების საკითხები.

შედეგად, პროფესიული საქმიანობა და სამსახურებრივი ასპექტები, გადაინაცვლებენ უკან და ადგილს დაუთმობენ პრიორიტეტებს, რომლებიც ოჯახს უკავშირდება. ზოდიაქოს ეს ნიშანი, თავის ადამიანურ რესურსს, ფინანსებს და ყურადღებას მიმართავს ახლობლებზე ზრუნვისა და ოჯახური კომფორტის გაუმჯობესებისკენ.

 

ტყუპები

 

ფორტუნას რჩეულები აგვისტოში იქნებიან ტყუპები: მათთვის გაიხსნება ახალ ადამიანებთან გაცნობის უნიკალური შესაძლებლობები, რითაც შეძლებენ საკონტაქტო წრის გაფართოვებას. ზოდიაქოს ჰაეროვანი ნიშნის წარმომადგენლები, ღია უნდა იყვნენ ახალი ურთიერთობებისთვი, რადგან ყოველი ახალი კონტაქტი შეიძლება არამარტო სასიამოვნო საუბრის მომტანი, არამედ განვითარების ახალი შესაძლებლობების მომცემიც იქნება.

ვარსკვლავების რჩევაა მეტად იაქტიუროთ, დაამყაროთ კონტაქტი უცნობებთან, დაესწროთ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში — ეს დაგეხმარებათ საკუთარი, აქამდე უცნობი უნარები აღმოაჩინოთ და ასევე, იპოვოთ მხარდაჭერა და მიიღოთ შთაგონება.


კირჩხიბი

 

აგვისტო — ეს იქნება შვებულების პერიოდი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის. საჭიროა ძალების აღდგენა და მომზადება საშემოდგომო სირთულეებისა და შესაძლოა, მძიმე შრომისთვისაც.

ამიტომ, აგვისტოში, საჭიროა ბევრი დროის დათმობა საკუთარი თავისთვის, ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე ზრუნვა და ასევე, კარგი იქნება ისეთი რამის შეძენა, რაც სიამოვნების მომნიჭებელი იქნება. შემოდგომით, კირჩხიბები მზად უნდა იყვნენ აქტიური და მასშტაბური მოქმედებისთვის.

 

ლომი

 

აგვისტოში, ლომები იგრძნობენ, რომ წარმატება მათ მხარესაა. მათი შეთავაზებები, ძირითადად დაკმაყოფილდება, თუ ასეთს ადგილი ექნება. ამიტომ, თუ იქნება სხვებისგან გამორჩევის შანსი, ის ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული.

ამ პერიოდში, ასევე, სჯობს ყურადღების გამახვილება მოხდეს საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებზე და განხორციელდეს ინვესტიცია, რომელიც დამატებითი შემოსავლის მომტანი იქნება. ლომებმა ასევე შეიძლება იგრძნონ მეტი შთაგონება და მოტივაცია თვითგანვითარებისა და ახალი მიზნების მიღწევის მხრივ.

 

ქალწული

 

სამსახური, ზაფხულის ბოლოს, პირველ ადგილზე იქნება ქალწულებისთვის. სავარაუდოდ, ისინი საკუთარ თავზე, ზედმეტად ბევრ პსუხისმგებლობას აიღებენ, ხოლო იმას, რომ ვერ უმკლავდებიან მიმდინარე საკითხებს, გვიან გააცნობიერებენ.

ამიტომ, ქალწულები უარს იტყვიან ზოგიერთი პროექტისგან და მოინდომებენ გადახედონ საკუთარ შრომით და საოჯახო მოვალეობებს. აგვისტო მათთვის ერთგვარი სარევიზიო ფორმით ჩაივლის, რაც მნიშვნელოვანია, რადგან გადაღლა და ზედმეტი დატვირთვა, ქალწულებისთვის მავნებელია.

 

სასწორი

 

აგვისტოში, სასწორები ყურადღების ცენტრში იქნებიან — კოლეგების, მეგობრების და ნაცნობების მხრიდან, მათ მიმართ იქნება პოზიტიური და კონსტრუქციული დამოკიდებულება. ამიტომ სასწორები აქტიურად უნდა ჩაერთონ გუნდურ მუშაობასა და პროექტებში, გავიდნენ სახლიდან, მეტი დრო გაატარონ მეგობრებისა და ახლობლების წრეში. ეს თვე სავსე იქნება აქტიური კომუნიკაციით როგორც სამსახურში, ისე მის გარეთ.

აგვისტოში, ზოდიაქოს ჰაეროვანი ნიშანი, მიდრეკილი იქნება საკონტაქტო წრის გაფართოვებისკენ — მთელი თვე, რეკომენდირებულია დრო გაატაროთ მეგობრების კამპანიაში, რათა მიიღოთ ახალი შთაბეჭდილებები, შეივსოთ სანაცნობო წრე და გამოხატოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი ახალი ინტერესების მიმართ. შესაძლოა, რომ ბევრი ახალი ჰობი ან ინტერესის სფერო აღმოაჩინოთ, ან სულაც ახალი სამსახური იშოვოთ.

 

მორიელი

 

მორიელები ზაფხულის ბოლო თვეს ფოკუსირებული იქნებიან სამუშაო ან კარიერულ ასპექტებზე. მათ ძალიან ბევრი საქმე გაუჩნდებათ და სამუშაოსთვის თავის დაღწევა, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, რადგან თითქმის ყველა სასწრაფოდ შესასრულებელის კატეგორიის და კონკრეტულად ამ თქვეში დასრულების მოთხოვნით წარედგინებათ. რომელიმე მათგანის გაჭიანურება ან გადადება, ცუდ შედეგებს მოიტანს.

ამავდროულად, მორიელებს სასიამოვნო ფინანსური სიახლლები ელით. მაგალითად, პრემიის ან დაკავებული თანხების ანაზღაურების სახით. ეს საშუალებას მისცემთ მოაგვარონ დიდი ხნის ფინანსური პრობლემები. ასევე, მორიელები შეძლებენ გადაჭრან გადადებული და გაპრობლემებული საოჯახო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც მათთვის დიდი შვება და სტაბილურობის გარანტია გახდება.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსნებს დიდი ალბათობით შესთავაზებენ მივლინებაში გამგზავრებას ან მთელი თვით შვებულების აღების შესაძლებლობა გაუჩნდებათ, რასაც სიხარულით დათანხმდებიან, რადგან ერთი სული ექნებათ, რომ სახლს და სამსახურს დროებით მოწყდნენ.

თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გამოიჩინოთ სიმშვიდე და დაკვირვებულობა, განსაკუთრებით თუ მივლინებაში ან დასასვენებლად იქნებით — არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კონფლიქტურ სიტუაციასა და გაუგებრობაში გაეხვეთ საქმიან პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან ან კოლეგებთან.

 

თხის რქა

 

აგვისტოში თხის რქები შეიგრძნობენ ძლიერ რომანტიკულ განწყობას და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ისეთ ადამიანებთან ურთიერთბის აწყობა, რომლებთანაც რაც შეიძლება მეტი საერთო ინტერესი ექნებათ — ეს ეხება ოჯახს, სამსახურს, სამეგობროს და სანათესაოს.

პრიორიტეტი გახდება სწორედ განვითარება და ურთიერთობების გამყარება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს ამ საკითხებს და ხელიდან არ გაუშვათ გარემოცვასთან კავშირების გაუმჯობესების შანსი.

 

მერწყული

 

მერწყულებს ზაფხულის ბოლოს ელით ბევრი მუშაობა, ინდენად ბევრი, რომ მოეჩვენებათ, თითქოს ამ ყველაფერს დასასრული არ აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. საჭიროა საქმის ისე დაგეგმვა, რომ მან მთელი დრო არ წაიღოს.

ზოდიაქოს ამ ნიშანმა, ყურადღება უნდა მიაქციოს ოჯახური საკითხების მოგვარებას და ამ პროცესის რაციონალურად მართვას, რადგან ბევრ მათგანს ამ მხრივ დაულაგებელი ვითარება, კიდევ უფრო დიდ რუტინად დააწვება და სამსახურში შესასრულებელი საქმისთვის საჭირო დროს წაართმევს, რაც ნეგატიურად აისახება მათ კარიერულ და ფინანსურ მხარეზე.

 

თევზები

 

მნიშნველოვანია, რომ თევზების ნიშნის წარმომადგენლებმა არ დაივიწყონ პირადი სურვილების და მოთხოვნების შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა, შეიძლება სრულად ჩაეფლოს სასწავლო და ბავშვებზე ზრუნვის საკითხებში. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, რათა შეინარჩუნოთ ენერგია და ბალანსი პირად ცხოვრებაში.

აგვისტოში, თევზებმა ასევე უნდა იქონიონ მზაობა გარკვეული მოულოდნელი ცვლილებების და გამოწვევების მიმართ, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას პირადი და პროფესიული ურთიერთობების ფონზე. საჭიროა დარჩეთ მოქნილი და იქონიოთ მიმღებლობა ახალი შესაძლებლობების მიმართ, რომელბიც გზადაგზა გამოჩნდება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშნები. თქვენ მათ შორის ხართ?
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
დრამატიზმის და სკანდალების მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა გულის დაპყრობა ძალიან რთულია
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ სიბერის - ნახეთ, ხართ თუ არა მათ რიგებში
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
უშიშარი და წარმატებული: 3 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი
თხის რქის ქვები
როგორ გვარჩევენ ჩვენი შვილები ჯერ კიდევ თავის დაბადებამდე
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყოველთვის პირველ ნაბიჯს გადადგამენ, თუ მათ ვინმე მოეწონათ
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით