ბლოგი

უფალო, მადლობა ყველა გახსნილი კარისთვის

უფალო, მადლობა ყველა გახსნილი კარისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

მადლობა ყველა ფინალისთვის. ყველა დაშორებისთვის. იმისთვის, რომ მაჩუქე ძალა და გამბედაობა დავასრულო ყველაფერი, რაც არ იყო ჩემთვის დანიშნული..

 

მადლობა ყველა კარისთვის, რომელიც არ გაიხსნა ჩემთვის. მადლობა, რომ მომეცი საუკეთესო გზის ნახვის საშუალება. რომ არ მომეცი უფლება შევეგუო ადგილს უკანა რიგებზე, რადგან მოამზადე ჩემთვის რაღაც უფრო მნიშვნელოვანი.

 

მადლობა დროისთვის, როდესაც უარით მპასუხობდნენ და დროისთვის, როდესაც მაიძულე დავშორებოდი იმას, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ახლა მესმის, რომ ის სულაც არ მიხდებოდა. ახლა მესმის, რომ ყველაფერი ეს უკეთესობისკენ იყო, რადგან შედეგად გავიგე ისეთი რაღაცეების შესახებ, რომელთა ნამდვილად ღირსი ვარ. ახლა მესმის, რომ შენ მასწავლის მოთმინებას, რადგან რაღაც დიდი და ნამდვილი უკვე გზაშია. რაღაც დიდი და ნამდვილი ეს ის მიზეზია, რის გამოც მივიღე ყველა ეს უარი.

 

მადლობა ყველა ფინალისთვის. მადლობა ყველა დაშორებისთვის. იმისთვის, რომ მაჩუქე ძალა და გამბედაობა დავასრულო ყველაფერი, რაც არ იყო ჩემთვის დანიშნული და წავიდე ყველაფრისგან, რასაც ჩემი დაღუპვა შეეძლო. მადლობა ყველა სევდიანი ფინალისთვის, იმისთვის, რომ განმაშორე ზოგიერთი ადამიანისგან, რადგან საბოლოოდ ისინი დაამსხვრევდნენ ჩემს გულს.

 

მადლობა ყველა დაბრკოლებისთვის. მადლობა იმისთვის, რომ წარმართე ჩემი ცხოვრება სულ სხვა გზით. იმისთვის, რომ მომეცი საშუალება გავაცნობიერო, რომ ყველა საგანს სამყაროში აქვს უფრო საინტერესო ალტერნატივა, და ჩემი გზა არ შემოიფარგლება მხოლო ერთი დანიშნულების ადგილით. მადლობა, რომ მომეცი საშუალება გამეგო, რომ ჩემი გზა მხოლოდ მე არ მეკუთვნის. იმისთვის, რომ მანახე მოძრაობის მიმართულება. მადლობა, რომ მიმითითებ, სად ვარ.

 

შენ წარმმართავ იმ ადგილას, რომლესაც შემიძლია თავისი სახლი ვუწოდო. შენ წარმმართავ იმ ადგილას, სადაც სინათლეა.

 

მადლობა ლოცვებისთვის, რომლებზეც კვლავ არ მიმიღია პასუხი. მე არ მესმოდა, რა არის სწორი და ახლაც არ მესმის ეს, მაგრამ მე შენი მჯერა. მჯერა, რადგან მხოლოდ შენ ხედავ, როგორ ვტირი ღამოობით.

 

მჯერა შენი, რადგან შენ იცი, რა მომიტანს ბედნიერებას. მჯერა, რადგან შენ მეტ განცდას არ მომცემ, ვიდრე ისინი, რომელსაც გავუძლებ. მჯერა, რომ მხოლოდ შენ იღებ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.

 

მხოლოდ შენ იცი, რა ხდება ჩემს გულში და სულში, და ვერ გავბედავ გთხოვო აღასრულო ჩემი გეგმები. შენ თვითონ ხარ გენიალური დამგეგმავი. და მე მჯერა, რომ შენ ჩემთვის დიდი გეგმები გაქვს.

 

ამიტომაც მადლობას გიხდი. მადლობა, რომ დატოვე ზოგიერთი კარი დაკეტილი.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ქალწულისთვის საუკეთესო საჩუქრები
12 ნიშანი იმისა, რომ სიყვარულისგან ზედმეტს ელით
რა გაახარებს ზოდიაქოს ნიშნების გულს 2021 წელს
ურანი ჰოროსკოპში
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან
4 რამ, რითაც კირჩხიბები უნდა გაანებივროთ ურთიერთობაში
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან
სამყარომ შეიძლება გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ ეს გამოცდა ბევრად მარტივია, ვიდრე გგონიათ
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
ზოგჯერ ბედნიერება არა პოვნაში, არამედ დაკარგვაშია
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის