ბლოგი

როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს

ფეისბუქზე გაზიარება

გაიგეთ როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს და შექმენით მყარი და ბედნიერი ურთიერთობები! 

კაცობრიობის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ადამიანები რატომღაც დაიბადნენ სხვადასხვა თანავარსკვლავედებში. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ - ჩვენ შეგვეძლო ყველაფერი ერთნაირად გვეკეთებინა და ერთნაირად გვეცხოვრა, რომ არა ეს ვარსკვლავები. 

მაშ ასე, ერთად გავარკვიოთ რომელ ზოდიაქოს ნიშანს, როგორ უყვარდება:

ვერძი
ვერძს უყვარდება მშვიდად. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ვერძი გვერდზე წევს თავის ცეცხლოვან ტემპერამენტს და მშვიდად ძოვს ბალახს მდინარის ნაპირთან მანამ, სანამ წინ არ ჩაუვლის ყველა კონკურენტის «გვამი», რის შემდეგაც, ის თამამად იწყებს თავის სიყვარულის ობიექტთან ურთიერთობას. 

კურო
კუროს ვნებიანად უყვარდება. სიყვარულის ობიექტი უნდა ეკუთვნოდეს სრულად მას - მთელი მისი პოზიტიური და ნეგატიური მხარით, პრობლემებით და კრედიტებით. სხვაგვარად არც კი ღირს კუროსთან ურთიერთობა. სანამ სერიოზულ ურთიერთობებზე გადავა, კურო ისე იქცევა, რომ საბოლოოდ მას უარს არავინ ეუბნება. მისგან ხმაურიანად წასვლას ვერავინ ბედავს, უფრო იპარებიან... 

ტყუპები
ტყუპებს უყვარდებათ მთელი გულით და სამუდამოდ. თუმცა ტყუპების გაორებული ხასიათის გამო, სასიყვარულო ობიექტი შეიძლება იყოს ორი. თან ორივე გულახდილად უყვარდეს... ჩამოყალიბების მომენტამე მისვლისთვის ტყუპებს თანადგომა, მხარდაჭერა და გაგება სჭირდება. საბოლოოდ ის არჩევანს აკეთებს და შერჩეული სიყვარულის ობიექტის მიმართ ერთგული გრძნობებით აგრძელებს ცხოვრებას.

კიბო
კიბო სანამ შეიყვარებს სიფრთხილეს იჩენს. დაცოცავს სიყვარულის ობიექტის გარშემო ისე, რომ ახლოს არ მიდის და ფიქრობს: «იქნებ ეს ის არ არის?», «გვიან რომ მივხვდე, რომ ის არ არის?». აქედან გამომდინარე, რომანის დაწყების ალბათობა დამოკიდებულია კიბოს რჩეულის მოთმინების უნარზე. თუმცა, ყველაზე მომთმენი ნამდვილად დაჯილდოვდება - რადგან შეყვარებული კიბო მზად არის მთელი სამყარო რჩეულის ფეხებთან გაფინოს. 

ლომი
ლომს ძალდატანებით უყვარდება. ანუ ესმის, რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, იცის, რომ თანამედროვე საზოგადოებრივი ხელშეკრულება პარტნიორებს თანაბარ უფლებებს სთავაზობს და ეს ცოტა არ იყოს არ ესმის, რადგან ვერ გაუგია, როგორ შეიძლება თანაბარ უფლებებში იყოს ვინმესთან. ამიტომ, საწოლში თუ პარტნიორი მას შესთავაზებს ინიციატივის აღებას, ეს მისთვის ჯოგზე ნადირობის ტოლფასი იქნება და სიამოვნებით დათანხმდება, რომ თავისი უპირატესობები გამოვალინოს. 

ქალწული
ქალწულს უყვარდება როგორც უკანასკნელად. ის მზად არის საყვარელი ადამიანისთვის ყველა და ყველაფერი გაიღოს. ამას აკეთებს მაშინაც კი, როცა პარტნიორი მისგან მსგავს საქციელს არ მოითხოვს. თუ ქალწულის რჩეული მისგან წასვლას გადაწყვეტს, ის შეუპოვრად დაელოდება რამოდენიმე წელი და იმედს არ დაკარგავს, რომ საყვარელი ადამიანი მიხვდება შეცდომას და მასთან დაბრუნდება. თუმცა, თუ მისი პარტნიორი გადაიფიქრებს და დაუბრუნდება - ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება.

სასწორი
სასწორს უყვარდება ხელოვნების სიყვარულით. მან იცის, რომ რომანი ხელოვნებაა და ლამაზია. სასწორმა იცის პარტნიორის მოვლა, ლამაზი სექსი და ასევე ლამაზად წასვლა ღამით, შესაძლოა სამუდამოდაც კი. და ამის შემდეგ ლამაზად დაბრუნებაზეც არ იტყვის უარს. სასწორმა იცის, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და მაქსიმალურად უნდა დააგემოვნოს ყველაფერი რაც ლამაზი და სიამოვნების მომგვრელია. 

მორიელი
მორიელს უყვარდება ნებისმიერ ვითარებაში, მომენტალურად და ტექნიკურად: მსხვერპლს სწრაფად ირჩევს, ზუსტად გულში უმიზნებს და ჩხვლეტს. ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ბოლოს მსხვერპლი აქეთ ემუდარება დაეუფლოს სრულად, რასაც მორიელი სიამოვნებით აკეთბს კიდეც და შემდეგ სწრაფად გარბის სადღაც. მორიელს არ ახასიათებს ვნებიანი, გიჟური სექსის შემდეგ საწოლში პარტნიორთან ერთად ალერსის გაგრძელება, ჩახუტება, ყავის ან ხილის მირთმევა. მსხვერპლის ხელში ჩაგდება და თავისი ჟინის დაკმაყოფილება - მორიელი ამას სრულიად საკმარისად თვლის ურთიერთობებისთვის და ჰგონია, რომ პარტნიორიც კმაყოფილი უნდა იყოს.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი თვლის, რომ უმჯობესია საერთოდ არ შეუყვარდეს, რადაგნ ყველაფერი ცუდად იქნება, ცუდად, როგორც ყოველთვის. თუ მას მაინც შეუყვარდება, ის მუდმივად ეჭვის ქვეშ იქნება და იფიქრებს, რომ «აი უკვე ყველაფერი ცუდად არის. თუ ჯერ არ არის?» - და დაიტანჯება ამ შეკითხვებით. თუ ოდესმე შეძლებს ცუდი გამოცდილების დავიწყებას და ყოველ ახალ პარტნიორზე მის მორგებას, მაშინ ნამდვლად შეძლებს იდეალური ურთიერთობების აწყობას. 

თხის რქა
თხის რქას უყვარდება რაციონალურად. მან იცის, რომ მუცელში გაჩენილი პეპლები ფიზიოლოგიური მდგომარეობის საწინააღმდეგოა, ხოლო სანამ შეიყვარებს, ცდილობს შეისწავლოს სავარაუდოდ ურთიერთობების დროს გაჩენილი ვნების ტაქტიკურ-ტექნიკური თავისებურებები. ძალიან ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ თხის რქა ბალახის მძოველი უწყინარი არსებაა, პირიქით, ეს ნიშანი ლეოპარდს უფრო ჰგავს და ზუსტად მასავით, მსხვერპლის შეუცდომლად დასაჭერ პოზაში არის ტოტზე მოკალათებული. როცა ნახტომს გააკეთებს და პარტნიორს ხელში ჩაიგდებს, ის იმდენად არამომგებიან და დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომ პირველი ეუბნება - «მეც მიყვარხარ».

მერწყული
მერწყული იყვარებს სწორად. ის თვლის, რომ თუ ვინმეს შეიყვარებს, მასზე უნდა იზრუნოს კიდეც. მერწყული არ ბრაზდება, როცა საყვარელი ადამიანი არ ურეკავს, შეხვედრაზე ან თუნდაც სახლში დაბრუნებისას იგვიანებს, მაშინაც კი, თუ რომანი უკვე გაჩაღებულია. გაგებით ეკიდება პარტნიორის სამუშაოს, ცდილობს ხელი შეუწყოს თუ დატვირთული რეჟიმი აქვს და ზრუნვა არ მოაკლოს. ეს ყველაფერი გულახდილი ქმედებებია მერწყულის მხრიდან - ის ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი და მოსიყვარულე ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

თევზები
თევზებს უყვარდება კლასიკურად. სასიყვარულო რომანების მკაცრი კანონების შესაბამისად - ურთიერთობაში უნდა იყოს ვნება, ჰორმონები, შემოხეული ტანსაცმელი, ბედნიერება, ტკივილი და ცრემლებიც. მთავარი მომენტი თევზებისთვის არის ის, რომ სიყვარულის ობიექტი უნდა იყოს რთულად ხელმისაწვდომი: მაგალითად, უნდა ცხოვრობდეს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში და ა.შ. თევზი უნდა დაიტანჯოს მაქსიმალურად და გადალახოს წინააღმდეგობები. ზოდიაქოს ამ ნიშანთან ურთიერთობის შემდეგ ადამიანი რჩება გამოწურული ლიმონივით, მზისგან გადამწვარი უდაბნოსავით. 

საინტერესოა - იპოვეთ სტატიაში საკუთარი მახასიათებლები? დაწერეთ კომენტარებში რამდენად ახლოს არის რეალობასთან ასტროლოგიური შეფასებები და როგორი პარტნიორი ხართ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ელით ჰოროსკოპის ნიშნებს 2024 წლის სექტემბერში?
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?
ჯანსაღი ცხოვრების წესი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
როგორია საუკეთესო სმარტფონი ზოდიაქოს ყველა ნიშნისათვის
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი
იუპიტერი ჰოროსკოპში
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
რას მალავს თქვენი ნიღაბი: ზოდიაქოს ნიშნების უდიდესი საიდუმლოები
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ჰოროსკოპის ყველაზე სკანდალური ქალი
რეტროგრადული მერკური დიდ გარღვევას უმზადებს ზოდიაქოს ნიშნებს