ბლოგი

რა არის კარმული დაავადებები და რატომ ჩნდება ისინი

რა არის კარმული დაავადებები და რატომ ჩნდება ისინი

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგიერთი სწავლების ფილოსოფიაში არსებობს ცნება, რომელსაც კარმული დაავადება ეწოდება.

 

ეს დაავადება ადამიანში შეიძლება აღმოჩნდეს არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მიზეზების გამო. ძალიან ხშირად, კარმული დაავადებები უჩნდება ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ შეიცვალონ აზროვნება და დაკარგეს ჰარმონიული კავშირი სამყაროსთან.

 

რას ნიშნავს ეს?

 

კარმული დაავადებები შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილის შემთხვევაში დაავადება თავს ნაადრევ ასაკშივე იჩენს. ითვლება, რომ ის ახალ სხეულში წინა ცხოვრებიდან არის გადმოსული. თუ ადამიანი იყო ავი, სხვებს ცუდს უკეთებდა, არ მოინანია და არ სცადა ამ ყველაფრის გამოსწორება, მომავალ ცხოვრებაში მას აუცილებლად თან დაყვება კარმული დაავადებები. მათგან გათავისუფლებისთვის მან უნდა ეცადოს წარსული შეცდომების გამოსწორება და დაამყაროს ჰარმონია საკუთარ თავთან.

 

შეძენილი დაავადებები ვლინდება მთელი ცხოვრების მანძილზე, სხვდასხვა ეტაპებზე, როცა ადამიანი ცუდ საქციელს სჩადის ზრდასრულ ასაკში. გარდა ამისა, კარმული დაავადებები შეიძლება გაჩნდეს ნეგატიური ემოციების გამო. როცა ადამიანი საკუთარ ენერგიას ხარჯავს ბოროტებაზე და არაფერ კარგს არ იღებს უკან. როგორც თანდაყოლილი კარმული დაავადებებისას, ამ შემთხვევაშიც მათგან განკურნება შესაძლებელია ადამიანის მიერ არასწორი ქცევის გამოსწორების შემთხვევაში.

 

კარმული დაავადებების ნიშნები და მიზეზები

 

თავიდან ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, არის თუ არა თქვენი დაავადება კარმული. ყოველ მათგანს აქვს თავისი მიზეზი, მაგალითად, კუჭის დაავადებები შეიძლება გაჩნდეს შურის, შიშის ან ძუნწობის გამო. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზები კი იმალება სიხარულის ნაკლებობასა და ემოციების დათრგუნვაში. ღვიძლი შეიძლება დაავადდეს ბრაზისგან. ღრძილებისა და კბილების დაავადებები უჩნდება მათ, ვინც გრძნობებსა და ემოციებს შიშის გამო თრგუნავს. შაკიკი უვითარდება ადამიანებს, ვისაც არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს და ა.შ. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

 

კარმული დაავადების ამოცნობა ძალიან რთულია. თუმცა, მას აქვს ერთი ძალიან გამოკვეთილი ნიშანი, თუკი დაავადება, რომელიც გაწუხებთ განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის იმიუხედავად თქვენს ორგანიზმს გამოჯანმრთელება უჭირს და ექიმები მხრებს იჩეჩავენ, ესეიგი თქვენ გარკვეული მიზეზის გამო გაგიჩნდათ შეძენილი კარმული დაავადება.

 

კარგად გააანალიზეთ საკუთარი ცხოვრება და აუცილებლად შეძლებთ იმ გზების პოვნას, რომლებიც დაგეხმარებათ შეძენილი კარმული დაავადებების მოშორებაში.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
ფსიქოლოგი: „ოთხი ნიშანი იმისა, რომ ქალი დეგრადაციას განიცდის“
პლანეტები ჰოროსკოპში
ცოტა რამ ტიპიური მშვილდოსნის შესახებ
ყველაზე მოკლე ჰოროსკოპი
ზოდიაქოს ნიშნების ყველაზე ძლიერი მხარეები
ფობია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით: ვის რისი ეშინია ყველაზე მეტად?
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი