ბლოგი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან

ფეისბუქზე გაზიარება

1. მერწყული

 

მერწყულები, ალბათ, ვერც იაზრებენ, რომ თქვენთვის ესა თუ ის სიტუაცია პრობლემურია. ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენლები, იმის მაგივრად, რომ დაგეხმაროთ გაუმკლავდეთ სირთულეებს, უპირატესობას „თავისუფლებაზე“ ყოფნას ანიჭებენ.

 

ამ ადამიანებს ვერ უსაყვედურებ ზრუნვის დანაკლისზე, მაგრამ მათ ურჩევნიათ დახარჯონ ძალა მხოლოდ იმაზე, რაც მათ ნამდვილად აღელვებთ, ხოლო ურთიერთობები ხშირად არ შედის მათი მთავარი ცხოვრებისეული პრიორიტეტების სიაში.

 

2. მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ უამრავი მშვენიერი თვისება, მაგრამ ამასთან ურჩევნიათ გვერდი აუარონ ნეგატიურ ემოციებს, ცდილობენ რა შეინარჩუნონ მაღალი ვიბრაციის ენერგია.

 

მათი აზროვნება არ არის ლოგიკას მოკლებული, მაგრამ ისინი იმათ არ ეკუთვნიან, ვინც პრობლემების გაჩენისას ჩერდება, იაზრებს და წყვეტს მათ.

 

3. ტყუპები

ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ამ ნიშნის ქვეშ, მოგისმენენ და გაგებასაც შეეცდებიან. ისინი ეცდებიან გაერკვნენ, თუ რა მოხდა არასწორად, და აუცილებლად შეხედავენ სიტუაციას თქვენი თვალებით.

 

მაგრამ თუ პრობლემის მოგვარება მალე ვერ მოხერხდა, ტყუპები გადაიტანენ ყურადღებას რამე უფრო მარტივზე.

 

4. ლომი

ლომები, როგორც მზრუნველი და პასუხისმგებელი არსებები, ჩვეულებრივ მაშინვე არ ნებდებიან. ისინი ასევე თვლიან, რომ ნამდვილი ურთიერთობები ყოველთვის ბრძოლაა, როდესაც „სიმშვიდე უბრალოდ გვესიზმრება“ (ვისარ უყვარს დროდადრო გაამრავალფეროვნოს ცხოვრების მონოტონური მიმდინარეობა მცირე დრამით?)

 

მაგრამ თუ ურთიერთობებში სერიოზული ბზარია, მაშინ ლომები პირველები დატოვებენ ჩაძირულ „სასიყვარულო ნავს“.

 

5. მორიელი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვერ დაარქმევ არამუდმივებს, და მათ არც ისე მალე ბეზრდებათ ურთიერთობები, მაგრამ ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ მათ მოთმინებას აქვს საზღვარი.

 

ალბათ არ გაიქცევიან ურთიერთობას პირველივე კონფლიქტისას, მაგრამ თუ ბევრჯერ გადალახავთ ხაზს , ისინი ჩაალაგებენ ნივთებს და გაქრებიან, დამშვიდობების გარეშეც. იმიტომ კი არა, რომ არ შეუძლიათ, არამედ იმიტომ რომ არ უნდათ ამის გაკეთება.

 

6. სასწორი

ამ შემთხვევაში ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ახლო ადამიანად გთვლის სასწორი. კონფლიქტის გაჩენისას ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, არამედ ურჩევნიათ ჩადონ პრობლემა „გრძელ უჯრაში“.

 

თუ სიტუაცია გახდება ზედმეტად დაძაბული, ისინი ჩუმად, ზედმეტობების გარეშე „დაიბანენ ხელებს“. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნამდვილად ძვირფასი ხართ მათთვის, ეცდებიან პრობლემის გადაწყვეტას. თუ, რა თქმა უნდა, თვითონ იქნებით დიალოგისთვის ღია.

 

7. ვერძი

ვერძი აუცილებლად ეცდება დაიცვას ურთიერთობები გაჩენილი მუქარის წინაშე. ანუ შეიძლება არ გეშინოდეთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები გაქრებიან უკვალოდ პატარა პრობლემის გაჩენისთანავე. ნებისმიერ შემთხვევაში- ისინი ეცდებიან მასზე საუბარს თქვენთან ერთად. კითხვა კი იმაშია- დარჩებიან თუ არა ისინი მას შემდეგ, რაც პრობლემური სიტუაცია დაკარგავს სიფიცხეს?

 

მათ მოსწონთ, როდესაც ურთიერთობაში არის მცირე თამაში, დრამატიზმი, ხოლო ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრების ციკლი მათ აშინებს.

 

8. თევზები

პრობლემის გაჩენისას თევზები რჩებიან თქვენთან ბოლომდე, სანამ თქვენ თვითონ არ გადაწყვეტთ ყველაფრის გაწყვეტას. და, რა თქმა უნდა, თევზებზე უკეთ არავის შეუძლია გაიგოს, რას გრძნობთ სინამდვილეში.

 

თქვენ შორის გაჩენილი გაუგებრობა არ გახდება მათთვის გაქცევის საბაბი. თუმცა თევზებმა ამასთან შეიძლება თავი დათრგუნულად იგრძნონ. თუ მათ, ყველა ძალისხმევის (ნამდვილად ყველა) მიუხედავად, არ გამოსდით საერთო ენის ნახვა, ისინი წავლენ, თან კარებს მჭიდროდ გაიხურავენ.

 

9. თხის რქა

თხის რქებისთვის თითოეულ პრობლემას აქვს თავისი გადაწყვეტა. ამ ნიშნის წარმომადგენლების ემოციური რეაქცია ყოველთვის არ არის მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც, ისინი ისეთი ადამიანები არიან, ვისაც სირთულეების მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვთ, როგორც რაღაც, რისიც გადაწყვეტაც შეიძლება, თუ დაატან საკმარის ძალას.

 

10. კურო

კუროები ჩვეულებრივ იტანჯებიან არჩევანით: წავიდნენ უფრო წარმატებული და ძნელი გზით ან დარჩნენ კომფორტის ზონაში. ჩვეულისკენ მიდრეკილება ყველაზე ხშირად არის უფრო ძლიერი. ამიტომ როდესაც მათი ურთიერთობები ჩიხშია, ისინი არ გაიქცევიან სხვა ცხოვრებაში, არამედ აგრძელებენ ლოდინს და დაკვირვებას, რითი დამთავრდება ყველაფერი. თუნდაც მათი პარტნიორი იქცევა საკმაოდ არაგონივრულად.

 

ისინი დარჩებიან საყვარელ ადამიანთან ახლოს, რომც ჰქონდეთ სხვა (შეიძლება, უკეთესი) არჩევანი.

 

11. კირჩხიბი

კირჩხიბისთვის იმდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომ ალბათ თავშიც არ მოუვათ აზრი გაქცევაზე, უსიამოვნებების პირველი ნიშნების გაჩენისას.

 

მთელი თავისი გულჩვილობის მიუხედავად, ისინი მზად არიან იბრძოლონ ბოლომდე, რათა შეინარჩუნონ ურთიერთობები.

 

12. ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლები არ მოგცემენ უფლებას, დატოვოთ სახლი მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია. ჩანს, რომ ქალწულები პირდაპირი გაგებით ცხოვრობენ იმისთვის, რომ შეაკეთონ გაფუჭებული ნივთები.

 

არანაირ სირთულეს არ შეუძლია მათი დაშინება. ისინი ფლობენ მოთმინების დიდ თადარიგს, რაც იძლევა უმეტეს შემთხვევაში კომპრომისის მიღწევის საშუალებას.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?
თვითდახმარების სასწრაფო და მარტივი ენერგეტიკული მეთოდები
რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა ახალ წლამდე?
ყველა ქალი იდეალურია! ჩვენი ჰოროსკოპი გეტყვით რატომ!
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე გამაღიზიანებელი სტერეოტიპი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები
რა ვაჩუქოთ თხის რქას
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
რომელ თვეშიც დაიბადა ქალი, ამ თვის მსგავსი ბედი ექნება