ბლოგი

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს

რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2021 წელს

ფეისბუქზე გაზიარება

რას გვიმზადებს ბედი და რას მოგვიტანს ახალი წელი?


2021 წელი - აყვავებისა და ზეიმის პერიოდი იქნება ემოციური გრძნობების კუთხით. ზოდიაქოს წრის წარმომადგენლები თავს უკეთ იგრძნობენ, განწყობაც ამაღლებული იქნება. გაზაფხულიდან, როცა ბუნება გამოიღვიძებს და დათბება, ადამიანების ურთიერთობებშიც თბილი გრძნობები გაჩნდება, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდება წლის შუა ნაწილში. თუმცა, უკლებლივ ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის ასეთი სასიამოვნო ვერ იქნება მომავალი წელი.
 

განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ, რას უმზადებს ბედისწერა თქვენს ნიშანს და რას გპირდებათ წლის სიმბოლო - ხარი.

 

ვერძი

წლის დასაწყისში ცუდი განწყობის გადალახვის შემდეგ, თქვენ შეხვალთ აყვავების, სიყვარულისა და მეგობრობის ფაზაში. შეეცადეთ გამოიყენოთ პოზიტიური გარემო პირობები თებერვალში, რაც შეიძლება უარყოფითი მოვლენებით შეიცვალოს მარტში. ფორტუნა რამდენადაც მოწყალე იქნება, იმდენად შეიძლება ზურგი შეგაქციოთ. ამიტომ, ბევრი რთული მომენტის გადატანა, სრულიად მარტოს მოგიწევთ.

კურო

მომავალი წელი ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. ასევე, საშუალება გექნებათ გაერკვეთ გრძნობებში და სერიოზული გადაწყვეტილებებიც მიიღოთ. ყველა მნიშვნელოვანი საქმე სწორი მიმართულებით წარმართეთ აპრილის შუა რიცხვებამდე. სამუშაოს მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება ივნისის თვე. ვიღაცას დასჭირდება თქვენი დახმარება მთელი ზაფხულის განმავლობაში. ამავე პერიოდში მოგიწევთ ღალატისა და იმედგაცრუების გადატანაც.

ტყუპები

წლის დასაწყისი წარმატებული პერიოდი იქნება თქვენთვის, თუ შეცდომას არ დაუშვებთ, რომელიც ხელ-ფეხს შეგიკრავთ. საქმიანი კუთხით ნაყოფიერი იქნება მარტი - ივლისის პერიოდი. მოსალოდნელია მივლინებაში გამგზავრება. სასიამოვნო სიახლე გელით სექტემბერში. ფინანსური მხარე გაძლიერდება წლის ბოლოსკენ. ისღა დაგრჩენიათ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და გამართლებაც არ დააყოვნებს. თუმცა, ნოემბერში გელით იმედგაცრუება გარკვეული უსარგებლო საქმეებისგან.

კირჩხიბი

თქვენთვის ეს წელი იქნება წამრმატებული გარღვევებისა და საყვარელი ადამიანებისთვის სასიამოვნო მსხვერპლის გაღების წელი. მათ, ვინც სწავლობს, ნაყოფიერი პერიოდი ელით. სიყვარულში შეეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს და დამანგრეველ ტენდენციებს ზაფხულის პერიოდის შემდეგ. სამსახურში სირთულეები თავს იჩენს სექტემბრის დასაწყისში. ოჯახში და ახლობლებში ემოციური ფონი პოზიტიური იქნება. წლის ბოლო თვე - დეკემბერი, გარკვეული უსიამოვნებების მომტანი იქნება, რაც ხელს შეგიშლით სამყაროს სწორად აღქმაში.

ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, მომავალი წელი საკმაოდ დაძაბული იქნება. გართულდება ურთიერთობა ახლობელ ადამიანებთან, თუმცა, წარმატებები გელით სამსახურში. დიდი ალბათობით მოგიწევთ საინტერესო და გრძელ გზაზე მოგზაურობაც. ასევე იქნება ბევრი ბიუროკრატიული მომენტები, თუმცა, ოფიციალურ ინსტანციებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მოგვარდება სწრაფად. აგვისტოში მიღებულმა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ, შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს. ამავე პერიოდში შედარებით ნეგატიური იქნება სამსახურებრივი მდგომარეობა, რის სასიკეთოდ შემობრუნებას შეძლებთ ოქტომბერში. მარტსა და დეკემბერში ემოციურად დატვირთული იქნებით, ამას გამოიწვევს წარსულის მოგონებები.

ქალწული

წლის დასაწყისში შემოქმედებითი ვარდნა გექნებათ. არ დაიწყოთ არანაირი ახალი საქმე, გადაერთეთ უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებაზე. შესაძლოა მიიღოთ დამატებითი შემოსავალი ბონუსის სახით ან სამსახურში დაგაწინაურონ. წლის პირველი ნახევარი პოზიტიური პერიოდი იქნება პირადი და საქმიანი კავშირების გასამყარებლად. დაგილაგდებათ ბავშვებთან ურთიერთობა. გამორიცხული არ არის დახმრების მიღება მთელი თქვენი ოჯახისთვის, რომელიც მოსალოდნელია გაზაფხულის ბოლოს. აგვისტოში შეძლებთ ძვირადღირებული, მაგრამ აუცილებელი შენაძენის გაკეთებას. ოქტომბერში მოსალოდნელია უსიამოვნებები მგზავრობისას. მაისსა და ნოემბერში მცირედი იმედგაცრუება გექნებათ ფუჭი დაპირებების გამო.

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ელით თბილი, მეგობრული გარემო სამსახურში. სამაგიეროდ, ოჯახურ სიტუაციაში მოგიწევთ მეტად დახარჯვა, რადგან მისი წევრები მოითხოვენ მაქსიმალურ ყურადღებას თქვენგან. ფრთხილად იყავით, რადგან წლის პირველი სამი თვის მანძილზე, სავარაუდოდ გართულდება ურთიერთობა ოფიციალურ ინსტანციებთან. თებერვლის შემდეგ გრძნობები გაგიაქტიურდებათ, შეიძლება ეჭვიანობის სცენებსაც ვერ აარიდოთ თავი. სამაგიეროდ გაგახარებთ დაუგეგმავი შემოსავლები და შენაძენი. გაზაფხულიდან თითქმის შემოდგომის ბოლომდე, ხელმძღვანელობის მხრიდან გამოვლენილი დამოკიდებულების გამო დიდი იმედგაცრუება გექნებათ.

მორიელი

მეტი ენერგია და თავდაჯერბულობა გამოიჩინეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულსა და საქმეში გაგიმართლოთ. თუმცა, ყურადღებით იყავით: მარტის ბოლოს დიდია უბედური შემთხვევის ალბათობა. ოჯახში სიმშვიდე გექნებათ, ფინანსები ეტაპობრივად გაგეზრდებათ წლის ბოლომდე. ზედმეტად ნუ ენდობით მიღებულ ინფორმაციას, ხშირ შემთხვევაში ის მცდარი იქნება. მოგზაურობა უფრო გაამართლებს წლის დასაწყისში, ვიდრე მის ბოლოს. ზამთრის პერიოდში გარკვეული უსიამოვნებების გადატანა მოგიწევთ სამსახურში.

მშვილდოსანი

ახალი წელი გაგახარებთ მის დასაწყისსა და დასასრულში. დანარჩენი პერიოდი - ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებისთვის შრომა მოგიწევთ, რის გამოც, მოსალოდნელია ოჯახური კონფლიქტი და დაძაბულობა. ახლობლების მხრიდან დახმარება საკმაოდ საჭირო და აუცილებელი იქნება მაისში. საქმიანობა მეტ აქტივობას მოითხოვს. ივლისში შექმნილი პოზიტიური გარემო პირობები მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენდა სასარგებლოდ. აგვისტოს ბოლოს გელით ვნებებისა და რომანტიკული თავგადასავლის გადატანა, რომელიც სამწუხაროდ სრული იმედგაცრუებით დასრულდება.

თხის რქა

ახალ წელს ზოგ თხის რქას მეტად გაუმართლებს, ზოგს ნაკლებად. ეს დამოკიდებული იქნება დაბადების კონკრეტულ რიცხვებზე. სასიამოვნო განცდებს და კმაყოფიელბას მიიღებთ შემოქმედებითი საქმიანობიდან და სასიყვარულო კავშირიდან. წლის ბოლოს შიძლება გაგირთულდეთ ჯანრმთელობის მდგომარეობა, ამიტომ, წლის დასაწყისში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება ნამდვილად არ გაწყენთ. სამსახურში კმაყოფილი იქნებით, ოჯახური შემოსავალი გაგეზრდებათ. ყველაზე წარმატებული თვე იქნება მაისი, მანამდე მოგიწევთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის თავდაუზოგავი შრომა.

მერწყული

მერწყულებს მუდმივი დროის უკმარისობა ექნებათ. მოგიწევთ მეგობრული შეხვედრების შეკვეცა მინიმუმამდე და მთელი ყურადღება გადატანილი გექნებათ საქმეზე. იანვარში გაღიზიანება სჯობს რომ არ გამოავლინოთ, რათა თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სიტუაციები. დაკვირვებით იყავით ახალ მეზობლებთან ურთიერთობისას. მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ და დარწმუნდით მის უტყუარობაში სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

თევზები

აპრილში შეძლებთ შვებით ამოისუნთქოთ, რადგან დაძაბულ პერიოდს უკან მოიტოვებთ. გეგეხსნებათ წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობის პერსპექტივა. ოჯახურ პრობლემებს სრულად მოაგვარებთ. თუმცა, ფინანსურ საკითხებში საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ოქტომბერში. წლის ბოლოს იზრდება უბედური შემთხვევის რისკი, ამიტომ, შეეცადეთ მაქსიმალურად აკონტროლოთ თავი და გაუფრთხილდეთ სიცოცხლეს.
 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ყველაზე გონებამახვილი ადამიანები არიან
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
ჰირომატები გვიმხელენ საიდუმლოს, როგორ უნდა ამოვიცნოთ აგრესიული მამაკაცი ხელებით
10 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის კიბო საუკეთესო საყვარელი, ცოლი და ქმარი
ვარსკვლავები მათ მხარეს არიან! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებზეც არ ვრცელდება რეტროგრადული მერკურის გავლენა
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
რისგან არიან გაკეთებული ზოდიაქოს ნიშნები
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
ჯადოსნური სიტყვები მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2022-ში ფინანსური წარმატება ელით