ბლოგი

ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის

ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

დამდეგი ახალი წელი გვპირდება, რომ ძალიან კეთილგანწყობილი და სარგებლის მომტანი იქნება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის...

ახალი, 2023 წლის მფარველია წყლის შავი კურდღელი. საინტერესოა, რას პირდება ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

თუ შეძლებთ კურდღელთან თავის სწორად წარდგენას და მოწონებას, მისი გულის მოგებას და კეთილგანწყობის მოპოვებას, ასევე, მისი მოლოდინების გამართლებას, კურდღელი ნამდვილად არ დაგრჩებათ ვალში და მისი წელი თქვენთვის იქნება სავსე სიმშვიდით, კეთილდღეობით, სტაბილურობითა და წარმატებით.

მიმდინარე წელს მოსალოდნელია ოჯახური კეთილდღეობა, რადგან წყლის შავი კურდღელი არის მშვიდობის, სიმყარისადა წესრიგის სიმბოლო.

მას ახასიათებს მაღალზნეობრივი ქცევა და არ უყვარს კონფლიქტები, რადგან აქვს მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი.

2023 წლის მფარველი არ მოახდენს ვინმეზე ნეგატიურ გავლენას ან ზეწოლას. ის ემხრობა კომპრომისების და საერთო ენის გამოძებნას.

 

ვერძი

 

როგორც ასტროლოგები ამბობენ, წყლის შავი კურდღლის წელი, ამ ნიშნის ადამიანებისთვის იქნება წარმატებული და პროდუქტიული. ასე რომ, შეგიძლიათ დაიწყოთ თვენი გეგმების განხორციელება. თუ საკმარის ძალისხმევას ჩადებთ, ყველა ჩანაფიქრის რეალობად ქცევას შეძლებთ. რეკომენდირებული არ არის დროის დაკარგვა, რათა შეძლოთ ახალი იდეების რეალობად ქცევა. ვერძები მიჩვეული არიან ჯიუტ და მიმწოლ ქცევას მიზნების მიღწევის გზაზე და მითუმეტეს ამ წელს არ დარჩებიან უმოქმედოდ. ყველა ცვლილება, რომელიც მოხდება თქვენს ცხოვრებაში, იქნება მხოლოდ უკეთესობისთვის, თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ!

 

კურო

 

ახალი წელი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის არც ისე მშვიდად ჩაივლის, სამაგიეროდ იქნება წარმატებული და სტაბილური. კუროებს ელით ბევრი დადებითი მომენტი. მათ გაუმართლებთ ფაქტიურად ყველა სფეროში. თანდაყოლილი სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა დაეხმარებათ მიაღწიონ სასურველ შედეგს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის რეკომენდირებულია შვებულების მეგობრებთან და ახლობლებთან გატარება, რათა ეს მოვლენა სამუდამოდ დარჩეთ მეხსიერებაში.

 

ტყუპები

 

მომავალი წელი შეავსებს ტყუპებს წარმოუდგენლად დიდი ენერგიით. ისინი მზად იქნებიან მთების გადასადგმელად. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დადგება დრო, როცა საკუთარ ბედნიერებას იპოვიან. მათ არ შეეშინდებათ თავით გადაეშვან აქტურ მოვლენებში და სასურველი შედეგისთვის ყველაფერი გააკეთონ. ტყუპები მარტივად შეძლებენ ახალი სამსახურის, ჰობის ან სასიყვარულო ურთიერთობის პოვნას, რადგან ახალი წელი ამაში ძალიან დაეხმარებათ. ტყუპებისთვის ნაწინასწარმეტყველებია კარიერული წინსვლაც. მათი ცხოვრება, როგორც ყოველთვის, სავსე იქნება მოვლენებით. თუმცა, მოულოდნელობებიც ბევრი ელით და ამის გამო იმედგაცრუება ნამდვილად არ ღირს.

 

კირჩხიბი

 

2023 წლის ჰოროსკოპი წყლის სტიქიის წარმომადგენელ კირჩხიბებს პირდება ცხოვრებაში მკვეთრ სიახლეებს. ამასთან, მნიშვნელოვან ცვლილებებს უკეთესობისკენ დიდი შანსები არ აქვთ. ეს ყველაფერი, საბოლოოდ დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე და მათზე დროული რეაგირების უნარზე. დანარჩენ საკითხებში ფორტუნა თვენს მხარეს იქნება! რომანტიულ ურთიერთობებში რეკომენდირებულია აქტივობის გამოჩენა. დასახული მიზნების მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგიწევთ. გარდა ამისა, სასურველია გუნდურად მუშაობა. ახალ წელს, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ბევრი საქმე ელით.

 

ლომი

 

კურდღლის წელი ლომებისთვის სავსე იქნება საინტერესო ნაცნობობით და მოვლენებით. ისინი შეძლებენ საკუთარი თავის წარმოჩენას და ყურადღების მიქცევას. დამდეგ ახალ წელს, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები ყველა საქმეს გაუმკლავდებიან, დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ისე, რომ დროც კი დარჩებათ პირადი ცხოვრებისთვის. წყლის კურდღელი კეთილგანწყობილია ლომების მიმართ - მთავარია მობილიზებული იყოთ მუდამ.

 

ქალწული

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მსუყე წელი ელით. სასურველია მიზნების მისაღწევად კარგი საფუძველი შექმნათ. განსაკუთრებული ყურადღება ფულის დაგროვების საკითხს უნდა მიაქციოთ. ასევე, წარმატების მომტანი იქნება ახალი სასარგებლო ნაცნობების გაჩენა და საქმიანი კავშირების დამყარება. უარი არ უნდა უთხრათ საკუთარ თავს სათავგადასავლო მოგზაურობის მოწყობაზე. ქალწულებისთვის მოსალოდნელი არ არის რაიმე გაუთვალისწინებელი სიტუაციები ან წინააღმდეგობები. მატერიალური კეთილდღეობა და კარიერული საკითხები დარჩება სტაბილური.

 

სასწორი

 

თუ 2023 წლის ჰოროკოპში ჩაიხედავთ, ასტროლოგები ამბობენ, რომ ახალი წელი ყველაზე მეტად შეეფერება შემოქმედებითი გეგმების განხორციელებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს გარკვეული ჩავარდნებიც ელით. წლის მფარველი კურდღელი ბევრ საკითხში გამოცდას მოგიწყობთ, გაიძულებთ სხვაგვარად შეხედოთ ახლობლებს, მეგობრებს და ცხოვრებისეულ მოვლენებს. მთლიანობაში, 2023 წელი სასწორებისთვის ჩაივლის საკმაოდ მშვიდად.

 

მშვილდოსანი

 

ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებისთვის, ახალ წელს რეკომენდირებულია დაშვებული შეცდომების გამოსწორება და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება. რადგან ყოველ წამოწყებას ექნება გამართლება და წარმატება, თუ დაიხარჯებით და არ დაგეზარებათ შრომა. მონდომება და თავდაუზოგავი მცდელობა - ეს არის ის, რაც დაგეხმარებათ ახალ წელს მიზნების განხორციელებაში. 2023 წლის ზოდიაქო მშვილდოსნებს გპირდებათ ოცნებების ასრულებაში დახმარებას!

 

მორიელი

 

კურდღლის წელი მორიელებისთვის იქნება ნამდვილი საჩუქარი. ის გპირდებათ სიმშვიდეს და სიმსუბუქეს. ამასთან, წინ გელით საინტერესო მოვლენები. ცხოვრება შეიცვლება, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ იმის, რაც მოხდება. წლის მფარველი ამ ყველაფრის კარგ დასასრულს გიმზადებთ, რადგან ნებისმიერ სიტუაციაში გელით წარმატება და გამართლება. 2023 წლის ჰოროსკოპი, წყლის სტიქიის წარმომადგენლებს პირდება მსხვილ ფულად შემოსავალს.

 

თხის რქა

 

მომდევნო წელი თხის რქებს მოწყენის საშუალებას არ მისცემს. ოჯახი და სამსახური თქვენგან ყურადღების დათმობას მოითხოვს. ბევრი დრო დაგეხარჯებათ სხვების პრობლემების მოგვარებაზე, ამიტომ, მოგიწევთ იყოთ კონცენტრირებული ახლობლების გადარჩენაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია საკუთარი მოთხოვნები და სურვილებიც დაიცვათ და ისე არ მოხდეს, რომ მათი ადგილი აღარ დაგრჩეთ. ამ სიტუაციაში, არის პოზიტიური მხარეც, როცა საშუალება გექნებათ თავისუფლად დაგეგმოთ გრძელვადიანი მოგზაურობები ან სარემონტო სამუშაოები.

 

მერწყული

 

ახალი წელი გპირდებათ იყოს სიკეთის მომტანი ყველა სფეროში. ამას ხელს შეუწყობს თავად მერწყულების ბუნებრივად აქტიური ხასიათიც. ძალა და ენერგია ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უშრეტად ექნებათ, რაც დაეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში. მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი ურთიერთობის შენარჩუნება მეგობრებსა და ახლობლებთან და ამის პარალელურად, ახალი ნაცნობების შეძენა. თუმცა, რაღაც დროით, ფინანსების უკმარისობასთან შეჯახებაც მოგიწევთ.

 

თევზები

 

დამდეგი ახალი წელი თევზებისთვის იქნება მშვიდი და გაწონასწორებული. კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მთლიანობაში, ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც თავად სურთ. კარგი იქნება, თუ სამყაროს უფრო ფართო გაგებით შეხედავთ და რაიმე სიახლისთვის მზაობა გექნებათ. კურდღლის წელში ნაკლები საზრუნავი გექნებათ, მაგრამ ნაყოფიერად ჩაივლის. ამ დროს შეგიძლიათ თამამად დაიგეგმოთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. გარდა ამისა, თევზებს ელით აღმასვლა კარიერულ კიბეზე.

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
მერწყულების ძირითადი პრობლემები ურთიერთობებში
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად არიან შეყვარებული
განსხვავებული ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ დიდი მიზიდულობა აქვთ
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
რა არ უყვართ ტყუპებს?
ლომისთვის საუკეთესო საჩუქრები
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს კირჩხიბი
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის
ვერძისთვის საუკეთესო საჩუქრები
რა აბრაზებს ქალწულებს?