ბლოგი

გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის

გინდათ გამდიდრება? თქვენი ზოდიაქოს ნიშანი მიგანიშნებთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

ყურადღება მიაქციეთ ვარსკვლავების რჩევებს...

რითიც არ უნდა იყოთ დაკავებული ამ დროს, მიმართეთ რჩევისთვის ვარსკვლავებს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, მიგანიშნოთ გამდიდრების საუკეთესო გზა.

 

ვერძი

 

მეტი ვერავინ ბედავს რისკს ისე, როგორც თქვენ. ვერძი შეიძლება მშვენიერი ინვესტორი, ბირჟაზე მოთამაშე და ბიზნესმენი იყოს, რადგან ავანტიურისტული ბუნება აიძულებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნამდვილად თამამი ქმედებების შესრულებას.

თქვენ დამსახურებულ სიმდიდრეს მიიღებთ, დადებთ რა ფსონს იმაზე, რისიც ყველა დანარჩენს ეშინია.

 

კურო

 

თქვენი კონცენტრირების წარმოუდგენელი უნარი გაძლევთ იმის გაკეთების საშუალებას, რაც სხვებს არ გამოსდით. კუროები გამოირჩევიან დამოუკიდებელი ხასიათით, ამიტომაც ისინი არ განიცდიან სხვა ადამიანების მხრიდან მხარდაჭერის საჭიროებას.

თუ კუროები ისახავენ რამე მიზანს, მთელ შესაძლო ძალას ატანენ, რომ მიაღწიონ მას.

თუ ხედავთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი გამდიდრდა, არ შეგეპაროთ ეჭვი, რომ მან ნამდვილად დაიმსახურა ეს - ოფლით და სისხლით.

 

ტყუპები

 

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვნების წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნა. თუ არის ისეთი რამ, რაც ტყუპებს არ ჰყოფნით, ეს იდეებია. მაგრამ ისნი აუცილებლად ნახავენ მას, თუ კარგად მოძებნიან.

 

კირჩხიბი

 

ეს საკმაოდ რთული შემთხვევაა, რადგან კირჩხიბი პრაქტიკული თვალსაზრისით არ არის მიჩვეული ფულზე ფიქრს - ეს არ არის მათ ხასიათში. თუმცა, გამდიდრების იდეა მაინც ეწვევა ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს, რადგან მათ ესმით, რომ მდიდარი ადამიანები გარშემომყოფების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.

სწორედ ამიტომ კირჩხიბი დროთა განმავლობაში თავის სამსახურზე დამოკიდებული ხდება და სწავლობს ფულის სიყვარულს, ან თავისი წვლილი შეაქვს, მხარს უჭერს რა პარტნიორს, რომელსაც შეუძლია ბევრი ფულის გამომუშავება.

 

ლომი

 

ლომებს უყვართ, რომ მთელი ყურადღება მხოლოდ მათკენ იყოს მიმართული, და ასევე იციან, როგორ აანთონ ცეცხლი გარშემომყოფებში. ეს იშვიათი და ძალიან დასაფასებელი უნარია. იქნება ეს წიგნის დაწერა, მსახიობიური თამაში ან რეკლამის შექმნა, რომელსაც ადამიანები ყურადღებას აქცევენ, ლომის ვნება ყურადღების ცენტრში ყოფნის მიმართ მოუტანს საბოლოოდ უდიდეს სიმდიდრეს.

 

ქალწული

 

თქვენ იმდენად თავშეკავებული და ორგანიზებული ხართ, რომ თითქმის არ არსებობს დიდი შემოსავლის გარეშე დარჩენის შანსი. ქალწულები მშვენივრად უმკლავდებიან სამუშაოს, რომელსაც ბევრი მოსაწყენად თვლის, მაგრამ ეს მხოლოდ მოწმობს იმას, რომ მათ უკეთესად უხდიან, ისინი ხომ იმას აკეთებენ, რისი გაკეთებაც სხვებს არ შეუძლიათ.

 

სასწორი

 

თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანების ნდობის დაპყრობის უნარის გარდაქმნა საქმიან პარტნიორობაში. ან შეიძლება მხდეს ისე, რომ ერთ-ერთი თქვენი მეგობარი, რომელმაც ლატარიაში მოიგო, გაგიყოფთ თავის ფულს - რადგან მას ძლიერ უყვარხართ.

 

მორიელი

 

თავდაჯერებულობა, რომელსაც მორიელები ფლობენ, ხშირად ემიჯნება აგრესიულობას. მათ შეუძლიათ კარგად გაყიდვა, ამიტომაც ფლობენ სიმდიდრის მოპოვების შესაძლებლობას, უბრალოდ სხვა ადამიანების დარწმუნებით. ეს შეიძლება იყოს ინვესტორების მოძებნა, მარკეტინგი, გაყიდვები ან იურიდიული პრაქტიკა - მორიელს ბევრი ვარიანტი აქვს იმისათვის, თუ როგორ გამდიდრდეს.

 

მშვილდოსანი

 

იუმორი - თქვენი უმთავრესი იარაღია, რომელიც ერთხელ დიდ სიმდიდრეს მოგიტანთ. შესაძლოა, ვერ გადაიღოთ საკუთარი სერიალი, მაგრამ იუმორი და ბუნების სიმსუბუქე მოგცემთ უამრავი კარის გაღების საშუალებას - იქნება ეს სამსახურში წინსვლა, შესანიშნავი სამუშაო თუ საქმიანი პარტნიორობა.

 

თხის რქა

 

თქვენი ეშმაკობა დაგეხმარებათ გააკეთოთ ის, რაც სხვებს არ გამოსდით. ბევრი იმდენად მიჯაჭვულია თავის იდეალებზე, რომ ხეების იქით ტყეს ვერ ხედავენ. რეალისტური თხის რქების აზროვნება სულ სხვანაირადაა მოწყობილი. თუ ისინი ბაზარზე „შავ ხვრელს“ დაინახავენ , დაუყოვნებლივ გადავლენ შეტევაზე.

 

მერწყული

 

თქვენ სტარტაპის მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი გახდებით, რომელიც სხვების დახმარებაზე კონცენტრირდება. ერთი სიტყვით, თქვენი დიდსულოვნება და გულუხვობა დიდ მოგებას  მოგიტანთ. რა თქმა უნდა, ეს  თქვენი ყველა კეთილი საქციელისთვის მოტივაცია ვერ იქნება, მაგრამ სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ კარგ ადამიანებთან კარგი რამ ხდება.

 

თევზები

 

თქვენ ვირუსული ხელოვნების ნიმუშს შექმნით. შესაძლოა, წიგნს ან სიმღერას დაწერთ, რესტორანს გახსნით ან კიდევ გააკეთებთ რამეს. როგორც არ უნდა იყოს, თევზები იბადებიან იმისთვის, რომ შემქმნელები გახდნენ. თქვენთვის შემოქმედება ყოველთვის პირველ ადგილზეა- იმისგან დამოუკიდებლად, მოაქვს თუ არა მას ფული.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ნიშნების სულიერი ნიჭი
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
"ახალი ცხოვრება და ფინანსური პერსპექტივები" - 2023 წლის ყველაზე ზუსტი ასტროპროგნოზი
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
მიწის ნიშნები : თხისრქა, კურო , ქალწული .
მარადიული ახალგზარდობით გამორჩეული ზოდიაქოს 4 ნიშანი
რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?
მათთან არ ხუმრობენ: ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის ქალები წარმოუდგენლად ძლიერი და მედგარი არიან
სუპერძალა, რომელსაც ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ფლობს
რომელი ზოდიაქოს ნიშნები მუდმივად არიან შეყვარებული
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი
რომელი 3 ზოდიაქოს ნიშანია საწოლში ყველაზე მშვენიერი?
რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს ნიშნებს
რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?
რომელ ქალებს არ გაუმართლებთ სიყვარულში 2023-ში?