ბლოგი

მერკური ჰოროსკოპში

მერკური ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

მერკური მართავს ტყუპების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებს

 

მერკური- ღმერთების ფრთიანი მაცნე, ის მოფრინავს ჩვენთან თავის მსუბუქ ფრთებზე და უბიძგებს ლაპარაკისკენ და ერთმანეთთან კამათისკენ ეს პლანეტა ჰოროსკოპში პასუხისმგებელია ინტელექტზე, შესწავლის უნარზე, აზროვნებაზე, ლოგიკასა და მსჯელობაზე, ასევე ნებისმიერი სახის ინტელექტუალურ კავშირებზე და ადამიანებს შორის ურთიერთობაზე. და, რა თქმა უნდა, ვაჭრობაზე. მერკურის დევიზია: „მე მაინტერესებს!“.

 

მოძრავი და აღელვებული, როგორც ვერცხლისწყალი, მერკურის მოყავს ადამიანის გონება, რომლის ჰოროსკოპშიც იმყოფება ძლიერ პოზიციაში, მუდმივ მოძრაობაში. აღვიძებს რა ცოდნის სიყვარულს და ცნობისმოყვარეობას, უბიძგებს კამათისკენ და განხილვისკენ, აღმოჩენებისკენ და მცდარობისკენ, მერკური ასე ამოძრავებს პროგრესს და მეცნიერებას წინ.

 

მერკურის ენერგიას, გააჩნია გარემოებას, შეუძლია იყოს შემქმნელი ან გამანადგურებელი, მაგრამ ზუსტად მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: ის ვერ მოგაწყენთ. ეს პლანეტა, გამოვლინდება რა ჰოროსკოპში, უბიძგებს ტვინს ფიქრისკენ, ფორიაქისკენ, იდეების შექმნისკენ, უამრავ კითხვაზე პასუხის ძიებისკენ.

 

მერკურის გავლენის კიდევ ერთი სფერო- სავაჭრო გარიგებები და ფულადი გათვლები. ამ პლანეტის გავლენას ადამიანის ჰოროსკოპზე ხელს უწყობს ქონების შენარჩუნებას დ ასიმდიდრის გამრავლებას. იქ, სადაც ხდება გადაცვლა ან ყიდვა-გაყიდვა, უპირობოდ მმართველობს ვაჭრობის ღმერთი მერკური.

 

თავის ნეგატიურ ასპექტში ( მას ხომ მზის და ჩრდილის მხარეც აქვს) მერკურის, გამოვლინდება რა ჰოროსკოპში, შეუძლია უბიძგოს ადამიანს გააფართოვოს დაშვებულის ჩარჩოები. სწორედ ამიტომ ძველ საბერძნეთსა და რომში მერკური იყო არა მხოლოდ ვაჭრობის ღმერთი, არამედ ქურდების მფარველიც.

 

მერკური ასტროლოგიაში- საოცარი პლანეტაა: ადამიანების პლანეტა, თავისუფალი ურთიერთობების პლანეტა, რომელიც არ არის შეზღუდული რასებით და ნაციონალობით. ნებისმიერი საზღვრები ეწინააღმდეგება მის ფრთოსან თავისუფლებისმოყვარულ ბუნებას, ამიტომ მერკური აქტიურად უწყობს ხელს ადამიანებს შორის კავშირის და კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების განვითარებას, იქნება ეს ცოცხალი ურთიერთობა, წიგნები, ტრანსპორტი თუ ინტერნეტი. მისი ნიჭი ადამიანებისთვის განსაკუთრებულია და ფასდაუდებელი: მერკური ეხმარება ადამიანებს განვითარებასა და თავისი ცხოვრების შეცვლაში, აყალიბებს რა ერთიან მსოფლიო კულტურას.

 

მერკურის გავლენა ტყუპების ჰოროსკოპზე

 

ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში მერკური- ღმერთების თავისებური კურიერია, შუამავალი ოლიმპიურ ღმერთებსა და ადამიანებს შორის; ფრთიანი სანდალები- მისი ელვისებური სისწრაფის სიმბოლოა. არ არის გასაკვირი, რომ ყველაფრის მოსწრებას მიჩვეული იქ და აქ, მერკური არის სწორედ ორი ზოდიაქოს ნიშნის პლანეტა-მფარველი: ტყუპები და ქალწული.

 

ტყუპების ხასიათში მერკურის შემოაქვს ყველაფრის ნახვის და გაგების დაუღალავი სწრაფვა, და კიდევ სასურველი იყოს რამდენიმე ადგილას ერთდროულად. სწორედ მერკურის გავლენის წყალობით ჰოროსკოპში, ტყუპებს შეუძლიათ ვირტუოზულად იმუშაონ ინფორმაციის უდიდეს მოცულობასთან, ბევრი და დამაჯერებლად ილაპარაკონ, ასევე ადვილად დაამყარონ კონტაქტები ადამიანების უთვალავ რაოდენობასთან.

 

მერკურის გავლენა ქალწულის ჰოროსკოპზე

 

ქალწულის ჰოროსკოპში მერკური გავლენა, როგორც მფარველი პლანეტის, გამოვლინდება სხვაგვარად, ვიდრე ტყუპებთან (რომელსაც მერკური ასევე მართავს). მერკურის იგივე თვისებები, რომლებიც ექსტრავერტ-ტყუპებში მიმართულია განზე, ქალწულში მიმართულია სიღრმისკენ.

 

ასე, სწორედ მერკურის წყალობით, ქალწულის ინტელექტუალური უნარები ბევრად მეტია საშუალოზე, და მისი ანალიზის და სწორი დასკვნების გაკეთების უნარს შერლოკ ჰოლმსსაც შეშურდება. ამას გარდა, მერკური აძლევს ქალწულს მუდმივი ძრავის ენერგიას იმისთვის, რომ დაკავდეს საქმით დრე და ღამე გაუჩერებლად.

 

მერკურის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათსა და ბედზე:

 

კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, პრაქტიკულობა, აღქმის სიჩქარე, ინტელექტუალური უნარები, სიტყვის ნიჭი და დარწმუნების ნიჭი, განვითარებული წარმოსახვა, კომერციული სიმარჯვე, ინფორმაციასთან მუშაობის უნარი, სწრაფი ადაპტირების უნარი და გარემოებების მიხედვით მოქმედება.

 

ზოდიაქოს ნიშნებში, რომლებშიც მერკური არის მმართველი პლანეტა (ტყუპები და ქალწული), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ღიად. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპებში მარსის და სხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

 

მერკურის სუსტი მხარეები

 

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ძლიერი მხარეების უკანა მხარეს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებებში. სწრაფი მერკურისთვის ეს შეიძლება იყოს ემოციური არამდგრადობა, მოქნილობა, ბევრი ლაპარაკი, ყურადღების გადართვისკენ მიდრეკილება.

 

მერკურის მოქცევის პერიოდი

 

მერკური- ყველაზე ახლო პლანეტაა მზისკენ მზის სისტემაში, ამიტომ მისი ორბიტა- მორბენალის ორბიტაა მოკლე დისტანციაზე. მერკურის სჭირდება სულ 88 დღეღამე, რომ ესტუმროს ყველა ზოდიაქოს ნიშანს და დაიწყოს შემდეგი წრე.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
რატომ აგზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „სწორ ადამიანებს“
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
ზოდიაქოს ამ ნიშნის მქონე ქალებთან ხუმრობა არ ღირს!
ენერგეტიკული დღეები 2023 წლის აგვისტოში - გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის!
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?
2023 წლის თებერვლის იღბლიანი ადამიანები ზოდიაქოს მიხედვით უკვე დასახელებულია!
სახალისო ჰოროსკოპი: როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები საშინელებათა ფილმებში
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ზოდიაქოს რომელ ნიშანს დაატყდება თავს ბედნიერების ქარიშხალი 2022-ში?
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
დაშორების იდეალური მეთოდები