ბლოგი

უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა

უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა

ფეისბუქზე გაზიარება

ის ყოველთვის თქვენთანაა. ყველაზე რთულ დღეებში, ყველაზე უსინათლო ღამეს. ის სიბნელეშიც არის- რათა გამოგიყვანოთ სინათლეზე.

 

ეს სიტყვები იმათთვისაა, ვინც დღეს სასოწარკვეთილებაშია და დაბნეული. ვინც დაიკარგა ამ ცხოვრებაში და აღარავისი სჯერა. იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. არ ხართ მარტო თავის ბრძოლაში, არ ხართ მარტო თავის სევდაში, არ ხართ მარტო თავის იმედგაცრუებაში, დაბნეულობაში და მრისხანებაში იმის გამო, რომ ცხოვრებაში ყველაფერი არ მიდის ისე, როგორც ისურვებდით.

 

არ ხართ მარტო, რადგან ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა.

ვიცი, ამის დაჯერება თავიდან რთულია. იმის, თუ რატომ გვტანჯავს ასე ძლიერ ღმერთი, რომელმაც გადაგვარჩინა და ყოველთვის ახლოსაა. მაგრამ სწორედ ცხოვრების ყველაზე რთული მომენტებში, როდესაც ტკივილი და ტანჯვა აუტანელი ჩანს, როდესაც უკვე აღარ არის არც წინ წასვლის, არც ბრძოლის ძალა, მოდის ჭეშმარიტი გაგება იმისა, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა. მას არასდროს არ დაუტოვებიხართ და არც მიგატოვებთ. ეს არის რწმენის საფუძველი.

 

რწმენა- ეს როდესაც თქვენ ერთი წამითაც არ გეპარებათ ეჭვი და გჯერათ იმის, რისი ნახვაც თვალებით არ შეგიძლიათ. ეს არის მტკიცე რწმენა, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში არ ხდება ასე უბრალოდ, არამედ უფლის განზრახვების შესაბამისად. ჟღერს როგორც კლიშე, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.

 

რწმენა- ეს არის იმაში დარწმუნება, რომ ღმერთმა იცის, რა არის თქვენთვის უკეთესი, თუნდაც სხვანაირად თვლიდეთ. რომ ღმერთი ყოველთვის ახლოსაა, მაშინაც, როდესაც თავს მარტოდ და არავისთვის საჭიროდ გრძნობთ. ეს შინაგანი ხმაა, რომელიც გვახსენებს, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს გარემოებები, როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა იყოთ, არ ხართ მარტო. ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა.

 

როგორი რთულიც და აუტანელიც არ უნდა იყოს დღეს, ასე ყოველთვის არ იქნება. ერთ დღეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში შეიძლება შეიცვალოს. ცხოვრება არაპროგნოზირებადია. ცხოვრება საოცარი და მშვენიერია. ჩვენ ვიმარჯვებთ და განვიცდით მარცხს, გვიყვარს და იმედი გვიცრუვდება, ვიძენთ და ვკარგავთ, ხშირად ძალიან კარდინალურად.

 

ცხოვრების სიმართლე იმაშია, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს საკუთარი ბრძოლა, საკუთარი ჯვარი. ვიღაც ამაზე ღიად ჰყვება, და ვიღაცას ურჩევნია ჩუმად ყოფნა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ყველა ვიბრძვით, ყველა ვატარებთ ჩვენს ჯვარს, ყველას გვაქვს ეჭვი.

 

 ჩვენ არ გვესმის, რატომ არის ცხოვრებაში ამდენი ტანჯვა და ტკივილი, რატომ იცვლება ერთი შავი ზოლი ახლით, და ამას დასასრული არ აქვს. ჩვენ ვიკარგებით ვარაუდებში, რაშია ღვთის განზრახვა, მაგრამ.. მაგრამ როდესაც იცი და გჯერა, რომ ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, მოდის ჭეშმარიტების გაგებაც. ის მდგომარეობს იმაში, რომ იმაზე კი არ უნდა ვფოკუსირდეთ, რატომ და რისთვის ხდება ყველაფერი, არამედ თავად ცხოვრებაზე, გზაზე და ჩვენს მოგზაურობაზე. სირთულეები და დაბრკოლებები ტყულად არ არის მოცემული. ისინი არიან ღვთის განზრახვის ნაწილი: ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესი, უფრო სუფთა, ნათელი. საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

 

თუ თქვენ გრძნობთ დაბნეულობას, გაიხსენეთ ის, რომ სინათლე ყოველთვის ნახულობს გზას- სრულ სიბნელეშიც კი. ყველა თქვენი ბრძოლა ოდესმე დამთავრდება გამარჯვებით. ისინი ყოველთვის არ არის გასაგები და ხშირად აზრსაა მოკლებული, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი არ განსაზღვრავენ თქვენ როგორც ადამიანს. როგორ რეაგირებთ ბედის გამოწვევებზე, რომელ გზას ირჩევთ წინსვლისთვის, აი ესაა მთავარი განმსაზღვრელი.

 

ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა. ყველაზე რთულ დღეებში, ყველაზე უსინათლო ღამეებში. ის სიბნელეშიც არის, რათა სინათლეზე გამოგიყვანოთ.

 

თუ თქვენი გული გატეხილია, ან გეჩვენებათ, რომ აღარავისი გჯერათ და ვეღარასდროს შეძლებთ სიყვარულს- ასე ყოველთვის არ იქნება, დაგვიჯერეთ. თქვენ გულში იქნება სიყვარული! ასეთია ცხოვრება: მონათესავე სულის ნახვა არც ისე მარტივია, და როგორც ამბობენ, სიყვარულს გარანტია არ აქვს. ნამდვილი სიყვარული გაიხსნება, როდესაც ისწავლით სიყვარულს და თავისი თავის მიღებას, როდესაც იგრძნობთ, რომ ღმერთს უყვარხართ და თქვენზე ზრუნავს.

 

თუ ავად ხართ ან ექიმის პირიდან გაიგეთ, რომ უკურნებლად ავად ხართ, ან ის, რომ მოხდა რეციდივი, იცოდეთ: ღმერთი თქვენთანაა. მას არ მიუტოვებიხართ, როგორც შეიძლება თავიდან გადაწყვიტოთ. ის თქვენთანაა ახლოს, როდესაც გტკივათ და გეშინიათ. როდესაც ტირით ან ბრაზდებით, იმედოვნებთ და სასოწარკვეთილებაში ხართ. როდესაც თქვენ უკვე მერამდენედ ეკითხებით: „რატომ მე?“ და ვერ პოულობთ პასუხს. ღმერთი იქნება თქვენ გვერდით მთელ ამ განკურნების რთულ გზაზე და აუცილებლად მიგიტითებთ სწორ მიმართულებას.

 

ამიტომ არასდროს არ დანებდეთ. თქვენ ხომ არ ხართ მარტო. ნებისმიერ გარემოებებში, ყველაზე რთულ ბრძოლებსა და განსაცდელში, რომელსაც ხვდებით, შეინარჩუნეთ იმის რწმენა, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა.

 

რადგან ის არსებობს. ყოველთვის. ის თქვენს მხარესაა. ის მხარს გიჭერთ, მას უყვარხართ, ის ხელებზე გატარებთ, როდესაც არ გაქვთ ძალა, რომ წინ იაროთ. ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოთ, სთხოვოთ მას დახმარება.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ნიშნები, ცრურწმენები და ტრადიციები 19.01 თარიღისთვის
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები
მერკური ჰოროსკოპში
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
2023 წლის ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი დაბადების წლების მიხედვით
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის 3 ყველაზე ცუდი თვისება
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
მკაცრი დირექტორები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
6 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის მშვილდოსანი საუკეთესო და შეუცვლელი მეგობარი