ბლოგი

რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?

რაში მდგომარეობს თქვენი კარმული მოვალეობა და როგორ გავიგოთ ის დაბადების რიცხვის მიხედვით?

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეული ჩვენგანი ამ სამყაროში გარკვეული მისიით მოდის. ვედური ნუმეროლოგია ამბობს, რომ საკუთარი ცხოვრებისეული დანიშნულების გასაგებად და კარმული გამოცდების გადასალახად, საჭიროა ვიცოდეთ რა მოვალეობა გვაკისრია ჩვენი დაბადების რიცხვის მიხედვით. ნუმეროლოგიის არსი ასეთია: ყოველ ადამიანს აქვთ თავისი კარმული მოვალეობა, რაც უნდა შეასრულოს ცხოვრების განმავლობაში. რადგან ადამიანის პირადი კეთილდღეობა და ჰარმონიული ცხოვრება, დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ რამდენად გააზრებული გვაქვს ეს მოვალეობა.

განაგრძეთ კითხვა და გაიგეთ რა არის თქვენი კარმული მოვალეობა დაბადების რიცხვის მიხედვით.

 

როგორ გავარკვიოთ საკუთარი კარმული მოვალეობა?

 

ამისათვის საჭიროა გავაანალიზოთ საკუთარი დაბადების რიცხვი:

 

  • კარმული მოვალეობა (1, 10, 19, 28 რიცხვები): თქვენი ამოცანაა — იყოთ ლიდერი, დაიცვათ და შთააგონოთ. მნიშვნელოვანია მართოთ საკუთარი ემოციები და ბრაზს არ მისცეთ უფლება იმოქმედოს თქვენს გადაწყვეტილებებზე.

 

  • კარმული მოვალეობა (2, 11, 20, 29 რიცხვები): გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ იყოთ მედიატორი და დიპლომატი, ვისაც შეუძლია იპოვოს საერთო ინტერესები და დაამყაროს ჰარმონიული ურთიერთობები.

 

  • კარმული მოვალეობა (3, 12, 21, 30 რიცხვები): თქვენი მისიაა — ისწავლოთ და ასწავლოთ, იყოთ სულიერი მოძღვარი და შთაგონების მიმცემი.

 

  • კარმული მოვალეობა (4, 13, 22, 31 რიცხვები): თქვენი ამოცანაა სულიერი განვითარება და მენტორობა, თუმცა, ამასთან, არ უნდა მისცეთ თავს ასკეტური და განმარტოებული ცხოვრების უფლება.

 

  • კარმული მოვალეობა (5, 14, 23 რიცხვები): მისია - სიმართლის მთქმელი, დამცველი და გამავრცელებელი. სიცრუესთან და მლიქვნელობასთან მებრძოლი.

 

  • კარმული მოვალეობა (6, 15, 24 რიცხვები): თქვენი მთავარი ამოცანაა გამოხატოთ უპირობო ისყვარული და მხარდაჭერა გარშემომყოფების მიმართ, ასწავლოთ სიბრძნე და პატიება.

 

  • კარმული მოვალეობა (7, 16, 25 რიცხვები): გევალებათ განავითაროთ და გაავრცელოთ სულიერება და საკუთარი ცოდნა გადასცეთ სხვებს. ასევე, ყოველთვის იპოვოთ ბალანსი საზოგადოებასა და განმარტოებას შორის.

 

  • კარმული მოვალეობა (8, 17, 26 რიცხვები): თქვენი მისიაა რეალიზება გაუკეთოთ საკუთარი იდეებს გონივრულად და მადლიერების გრძნობით. არ ჩავარდეთ სასოწარკვეთაში, წყება არ ჩაიდოთ გულში და არ განრისხდეთ.

 

  • კარმული მოვალეობა (9, 18, 27 რიცხვები): სამყარო გავალებთ იყოთ სიმართლის დამცველი. გონივრულად გაავრცელოთ სამართლიანობის პრინციპი, უხელმძღვანელოთ სამართლიანად და მოერიდოთ ქედმაღლობას და ავტორიტარიზმს.

 

რა მოხდება, თუ ადამიანი არ შეასრულებს კარმულ მოვალეობას?

 

კარმული მოვალეობების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სულიერი და ემოციური პრობლემები, ასევე, ცხოვრებაში ჰარმონიის ნაკლებობა. მაგალითად:

  • შინაგანი ჰარმონიის დარღვევა: ადამიანი შეიძლება განიცდიდეს მუდმივი უკმაყოფილების და გაურკვევლობის გრძნობას.
  • პრობლემები ურთიერთობაში: კარმული მოვალეობის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება და კონფლიქტი გაშემომყოფებთან.
  • ემოციური და სულირი გართულებები: შინაგანი შფოთვის და საკუთარი თავით უკმაყოფილების მუდმივი გრძნობა.

===========================

იხილეთ და გამოიწერეთ ჩვენი ასტროლოგიური YouTube არხი

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორები არიან პატარა ჰაერის ნიშნები?
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
ყველაზე დიდი ცოდვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რა მნიშვნელობა აქვს გოგოსთვის ბიჭის ზოდიაქოს ნიშანს?
რომელი ზოდიაქოს ნიშანია
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ვინ გაურბის პრობლემებს, და ვინ ნახულობს ყოველთვის გამოსავალს ჩიხიდან
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ
3 სიტუაცია, როცა საჭიროა ინტუიციის ჩართვა
პარტნიორი, რომელსაც იმსახურებ
სწორი კვება და დიეტა
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
სახლის ყიდვა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
4 ყველაზე ლამაზი წყვილი
ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას