ბლოგი

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში

3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში

ფეისბუქზე გაზიარება

ასტროლოგებმა გაამხილეს ზოდიაქოს ნიშნების საიდუმლო, რომლებიც ძალიან მალე იკლებენ წონაში.

 

ვერძი - შეჯიბრიანობა

 

ვერძები- მბრწყინავი ზოდიაქოს ნიშნებია, რომლებიც ადვილად არ ნებდებიან და ზუსტად იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან. ესენი პოზიტიური ადამიანები არიან, რომლებსაც არ უყვართ, როდესაც მათ ტოვებენ. მოძრაობისას, ისინი ხშირად მეტ კალორიას წვავენ, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნები.

 

ისინი მაღალპროდუქტიული, ზოგჯერ ექსტრემალური სპორტის სახეობებით არიან დაკავებული, მაგრამ, როგორც წესი, მოძრაობა უყვართ. ლახტი, სპორტული დარბაზი, დილის სირბილი- წამალია მათი საკმაოდ ფეთქებადი ხასიათისა და ხანმოკლე ისტერიკებისგან. ამგვარად ისინი დაგროვებული სტრესისგან თავისუფლდებიან და სერატონინის დონეს ზრდიან. სუფთა ჰაერზე გასეირნების ან სირბილის დროს მათ კოქტეილების დალევა უყვართ, რომლებიც იოგურტის ან მცენარეული რძის საფუძველზეა დამზადებული. კენკრებთან ან ბანანებთან ერთად ისინი ცილების და ნახშირწყლების შესანიშნავი წყაროა, რომლებიც აუცილებელია ფიზიკური დატვირთვის დროს.

 

ქალწული - სიზუსტე მიზნის მიღწევაში და ჯანსაღი კვება

 

ზოდიაქალური ქალწულები- აკურატული, ზედმეტად ამბიციური ადამიანები არიან, რომლებიც სულიერ სიმშვიდეს აფასებენ. ისინი შეიძლება მუდმივად უკმაყოფილო იყვნენ თავისი გარეგნობით და მათ შეიძლება ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდეთ თავისი თავის და სხვების მიმართ. ამის გამო მათი ზედმეტი პატიოსნება ბევრ წრეში არ მიესალმება.

 

ისინი ჯანსაღი კვების მომხრენი არიან. ყველაზე ხშირად იმ კვებას ირჩევენ, რომელიც ბოსტნეულსა და ხილზეა დაფუძნებული. ამას გარდა, ისინი თავს არიდებენ გლუტენს, რომელსაც ხორბალი ან ცხოველური ცილა შეიცავს. ყველა მათგანი არ არის ასეთი რადიკალური, ზოგიერთი უბრალოდ უარს ამბობს ნახევარ ფაბრიკატებსა და ფასტფუდზე. ამას გარდა, ისინი კალორიებს ითვლიან და დიეტოლოგთან ერთად დაბალანსებულ დიეტას ადგენენ მათი მოთხოვნილებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია იმის შემოწმება, თუ რამდენი ენერგია სჭირდებათ სინამდვილეში, საკვების და დღიური მოთხოვნილებების შეცვლით. ქალწულები პედანტური არიან და სიამოვნებით მიჰყვებიან წესებს, დიეტურ სიახლეებს  და მცირე ფიზიკურ დათვირთვას ეძებენ იოგის ან პილატესის სახით.

 

სასწორი - მნიშვნელობა აქვს შინაგან და გარე სილამაზეს

 

სხვა არავინ არ ანიჭებს მნიშვნელობას თავის გარეგნობას ისე, როგორც ზოდიაქალური სასწორი. ისინი ყველაზე ხშირად იძლევიან რჩევას, თუ როგორ ჩაიცვათ გასაუბრებაზე, ქორწილზე ან ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან მომენტებში. ისინი შესანიშნავი იმიჯ-კონსულტანტები და ბიზნესმენები არიან, რომლებიც პირველივე შეხვედრაზე მოგხიბლავენ.

 

ისინი უახლეს დიეტებს იყენებენ- არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მკაცრია ეს დიეტა, მნიშვნელოვანია, რომ ის ეფექტური იყოს. ეს ადამიანები არ გამოირჩევიან ნებისყოფით, მაგრამ თუ ამაში მნიშვნელოვან სარგებელს დაინახავენ, სრულიად მიუძღვნიან თავს ამ ამოცანას. მათ ფავორიტებს შორისაა საუტ-ბიჩი ან კეტო დიეტა.

 

მათი ცოდვა ტკბილეულია. უყვართ წახემსება, სასურველია, რომ არავინ დაინახოს. ისინი თავის იმიჯს ვერ გაიფუჭებენ. სასწორი გონივრულად ირჩევს და უფრო ჯანსაღ ალტერნატივას ეძებს ტრადიციული კერძებისთვის. მათ ეკუთვნის: ღვეზელები ლობიოთი, ჩირი ან  დიეტური ხაჭოს ნამცხვრები ხილით.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური საიდუმლო
რა სჭირდება ყველა ზოდიაქოს ნიშანს, როცა ცუდი დღე აქვს
ზოდიაქოს ნიშნები რომლებიც ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ
რომელ ქვეყანაში უნდა შეხვდეთ ახალ წელს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
ნეპტუნი ჰოროსკოპში
ზოდიაქოს ნიშანი ტყუპები. ვინ არიან? საინტერესო ფაქტები.
რა შეცდომებს უშვებენ თხის რქები ურთიერთობებში?
როგორ გვარდება «რთული სიტუაციები» ზოდიაქოს ნიშნების მიერ?
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
რა აბრაზებს ქალწულებს?
ზოდიაქოს წლის ნიშნები, რომლებსაც სირთულეები ელით 2022-ში
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ვერ იტყუებიან