კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის

როგორ იძიებენ შურს ზოდიაქოს ნიშნები: თევზები პირანიებად გადაიქცევიან, სასწორი კი სიჩუმით სჯის

ფეისბუქზე გაზიარება

პატიება თუ შურისძიება? აი რაში მდგომარეობს კითხვა!

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვინმე ტკივილს გვაყენებს,- ვაპატიოთ თუ შური ვიძიოთ?

 

ზოდიაქოს ნიშნების ძირითადი თვისებების შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, აპირებს თუ არა ადამიანი  სამაგიეროს გადახდას მაშინვე, რაღაც დროის შემდეგ იძიებს შურს თუ დაანებებს თავს სიტუაციას და თავის გზას განაგრძობს.

 

ვერძი მაშინვე მიდის შეტევაზე

ვერძს პლანეტა მარსი მართავს, ამიტომაც ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდხანს არ იფიქრებენ და მაშინვე რეაგირებენ ნებისმიერ შეურაცხყოფაზე. გულნატკენი ვერძი ყველაზე საშიში ადამიანია, რომელთანაც კი შეიძლება გქონდეთ საქმე.

მისი ტემპერამენტი და  სიტყვებით განგმირვის უნარი ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც აშინებს. ასევე მათ სწრაფად შეუძლიათ სიტყვებიდან მოქმედებებზე გადასვლა : ანუ ირგვლივ ყველაფრის განადგურება და ტკივილის მიმყენებლის ცემაც კი. ისინი არასდროს ადგენენ შურისძიების გეგმას, და ძალიან კარგია, რომ მალევე მშვიდდებიან.

კუროს არასდროს არაფერი ავიწყდება

ამ ნიშნის წარმომადგენლებს არასდროს არაფერი ავიწყდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საგნებზე, რომლებმაც მათ ტკივილი მიაყენეს, იმედი გაუცრუეს ან გააბრაზეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ისინი სხვებისგან იმის დამალვას ცდილობენ მაინც, რამდენად შეუკავებელი ადამიანები შეიძლება იყვნენ.

მომენტალური შურისძიება არ არის მათი სტილი- ისინი აკვირდებიან და ელოდებიან მომენტს, როდესაც მათი მოწინააღმდეგე ყველაზე სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება. ადამიანი, რომელსაც გადაუხადეს სამაგიერო, ვეღარასდროს დაიბრუნებს მათ ნდობას და სამუდამოდ მათ „შავ სიაში“ დარჩება.

ტყუპები არაპროგნოზირებადი არიან

ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები საერთოდ არაპროგნოზირებადი არიან, საკუთარი თავისთვისაც კი. თუ მათ ან მათ რომელიმე ახლობელ ადამიანს აწყენინებთ, მათთვის ძვირფას და წმინდა საგნებს სახელს გაუტეხთ ან ცილს დასწამებთ, ისინი მსოფლიოში ყველაზე ბოროტ გეგმას შეადგენენ, როგორც ფილმებში ფსიქოპათების შესახებ.

თუმცა შურისძიების შესრულების მომენტისთვის ისინი, ალბათ, შეცვლიან თავის დამოკიდებულას- შესაძლოა, გზას განაგრძობენ,  უფრო საინტერესო საქმით დაკავდებიან, აღარ იქნებიან გაბრაზებული ან უბრალოდ წაგშლით თავისი ცხოვრებიდან. მეორე მხრივ, მათ შეიძლება დაუნდობელი ომი გამოუცხადონ მეზობელს მხოლოდ იმიტომ, რომ მან შემთხვევით გაკაწრა მათი მანქანა.

კირჩხიბი შეიძლება დაუნდობელი იყოს

ამ ნიშნის წარმომდგენლები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შურისძიებას ან ფიქრობენ მაინც ამის შესახებ. მათი შურისძიების საბაბი შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს- რადგან ისინი მუდმივად წარმოსახავენ სურათებს იმის შესახებ, თუ როგორ ძლიერ აწყენინეს მათ ამა თუ იმ ადამიანებმა.

ნუ ეცდებით მათი შურისძიების მიზეზის მოძებნას, უბრალოდ შეეგუეთ და მიიღეთ ეს, რადგან მრისხანების დროს კირჩხიბი საღ გონებას ვერ ინარჩუნებს. იმის მიუხედავად, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლებს დიდი გული აქვთ, მათი შურისძიება შეიძლება ნამდვილად საშინელი იყოს.

ლომის შურისძიება ცუნამის ჰგავს

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, პირველ რიგში, კეთილშობილი და ამაყი არიან, მაგრამ სწორედ ეს თვისებები ადამიანებში ძალიან მალე იმედგაცრუებას აიძულებს. ყველაზე მცირე წყენაც კი კიდევ დიდხანს დარჩება მათ გულსა და გონებაში.

ტკივილის მიმყენებელს ღამოობით არ დააძინებენ, და მას ვერანაირი ბოდიშის მოხდა ვერ უშველის. ისინი ყველა შესაძლებელი ხერხით აფრქვევენ თავის სიძულვილს- სიტყვებით, მოქმედებებით, ბინძური ხრიკებით- არ აქვს მნიშვნელობა, როგორ, მაგრამ მათ უნდა გაათავისუფლონ თავისი მრისხანება. სხვა სიტყვებით, არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ლომი აპატიებს იმას, ვინც მას ნამდვილი ტკივილი მიაყენა , და ამ ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს მეგობრობის იმედი.

ქალწულები არ იძიებენ შურს, ისინი ამცირებენ

ამ ნიშნის წარმომადგენლები ცნობილი არიან იმით, რომ მათთვის მიყენებული შეურაცხყოფის მერე არ იძიებენ შურს, არამედ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას სხვანაირად, არანაკლებ გულმოდგინედ  გამოავლენენ.

როდესაც ტკივილს განიცდიან, ემოციებზე თამაშს იწყებენ. ქალწულები ამაღლებული არსებები არიან, ამიტომაც მათი მთავარი მიზანია- აიძულონ ტკივილის მიმყენებელს, თავი უბედურად იგრძნოს . მან ტირილი უნდა დაიწყოს, სირცხვილი იგრძნოს- მოკლედ, ეს ყოველთვის ჩუმი შურისძიებაა, რომელიც სხვების ყურადღებას არ იქცევს.

სასწორი სიჩუმით სჯის

სასწორი- მაღალზნეობრივი ადამიანების ნიშანია, მათი კარმული ვალია სამართლიანობის ნახვა. მეორე მხრივ, მათ დრამატიზმი უყვართ, და კონფლიქტურ სიტუაციებს ჩვეულებრივ იმ მომენტამდე ამწვავებენ, სანამ ნამდვილი ომი არ დაიწყება.

მათი საყვარელი ტაქტიკაა ცივი, ტოტალური იგნორირება. ასეთი ქცევა შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს, და თუ ადამიანი, რომელმაც ისინი ძალიან გააბრაზა, ჰკითხავს მათ „რატომ?“, ისინი, სრულიად უდანაშაულო სახის გამომეტყველებით უპასუხებენ, რომ არ იციან, რაზეა საუბარი.

ასე თუ ისე, თუ მათი ტკივილის მიმყენებელი საკმარის დაჟინებას გამოავლენს, სასწორი აძლევს მას დანაშაულის გამოსყიდვის შესაძლებლობას- მაგრამ ამასთან, მათ ნამდვილი მონანიება სურთ.

მორიელის შურისძიებისგან მხოლოდ გაქცევა შეიძლება

თუ რამით ღრმა შეურაცხყოფა ან ტკივილი მიაყენეთ ამ ნიშნის წარმომადგენელს, ჯობია სამუშაო, საცხოვრებელი ადგილი ან კონტინენტი  შეცვალოთ. საქმე ისაა, რომ ისინი შურისძიების ნამდვილი ჩემპიონები არიან.

მორიელებს პატიება არ შეუძლიათ, მათი შურისძიება ყოველთვის კარგად არის დაგეგმილი, და, რაც ყველაზე საშინელია, მას დასასრული არ აქვს- ისინი ყოველთვის გამოყოფენ თავის შხამს, როდესაც ტკივილის მიმყენებლებს ხვდებიან .

მშვილდოსანი უფრო ნანობს, ვიდრე იძულებს

რაც ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეეხება, ჩვეულებრივ მათთან კონფლიქტური სიტუაციები სისხლის ღვრის გარეშე მიმდინარეობს. საქმე ისაა, რომ მშვილდოსნის მსუბუქი ხასიათი ეხმარება მათ, რომ საკუთარ თავზე არაფერი მიიღონ- მას უადვილდება ასე ცხოვრება.

ამიტომაც მშვილდოსნები არა სიძულვილს, არამედ უფრო სინანულს განიცდიან თავისი ტკივილის მიმყენებლების მიმართ. თუმცა, მათ მტერს ძალიან არ გაუმართლებს, თუ მშვილდოსნებში შურისმაძიებელი გაიღვიძებს- ასეთ შემთხვევაში ისინი სწრაფად მოქმედებენ და მტკივნეულ დარტყმას აყენებენ.

თხის რქისთვის შურისძიება ცივი კერძია

თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები შურისძიებას გადაწყვეტენ, ისინი ამას ყველა წესის დაცვით, მეთოდურად, მინიმუმ ემოციებით გააკეთებენ. მოქმედების დაწყების დროისთვის, სიძულვილის მწვავე გრძნობა ქრება, და სიმწრის და განცალკევების გრძნობა ჩნდება .

მაშინ ისინი ძლიერ მტრებად გადაიქცევიან, და სრულიად არიან დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებენ- თქვენ დამნაშავე ხართ, და ახლა ამაზე პასუხს აგებთ. ისინი დახვეწილად და ცივსისხლიანად იძიებენ შურს, თითქოს ამ სიტუაციაზე მაღლა დგანან. ხოლო პატიება ძალიან უჭირთ.

მერწყული იშვიათად იძიებს შურს

ამ ნიშნის წარმომადგენლებს შურისძიება არ უყვართ. ისინი თავს არიდებენ კონფლიქტურ სიტუაციებს, ასევე პრობლემას ზღუდავენ, რათა გამორიცხონ მისი გავლენა მათი ცხოვრების სხვა სფეროებზე. მათ ეს საკმაოდ კარგად გამოსდით.

თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ შურისძიებას, მაშინ ბავშვებივით ხმაურიანად იქცევიან. რის შემდეგაც ისინი სამუდამოდ შლიან ამ არასასიამოვნო ადამიანს თავისი ცხოვრებიდან.

თევზები პირანიებად გადაიქცევიან

ბევრს ვერც კი წარმოუდგენია, მაგრამ ამ ნიშნის ნაზ წარმომადგენლებს შეუძლიათ პირანიებად გადაქცევა, თუ იმდენად დიდი ტკივილი მიაყენეს, რომ შურისძიებაზე ფიქრობენ.

მათი იმედგაცრუება შეიძლება იმდენად ძლიერი აღმოჩნდეს, რომ ისინი თავის გონებაში ნამდვილად საშინელ სცენარებს წარმოსახავენ, და თავისი მტრის სრულ მარცხს და მის სიკვდილსაც წარმოიდგენენ. მათი ტაქტიკა- იმის დამცირება და დაცინვა, ვინც მათ ტკივილი მიაყენა. მათი შურისძიება არ არის ლოგიკური, არამედ, პირველ რიგში, ემოციურია.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
უბრალოდ იცოდეთ, რომ ღმერთი ყოველთვის თქვენთანაა
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება
იდეალური წყვილები
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
მერწყულების ძირითადი პრობლემები ურთიერთობებში
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოსიყვარულე ნიშანი
იცოდით, რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს