ბლოგი

ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფეისბუქზე გაზიარება

გაექეცით მათ. უბრალოდ გაექეცით!

 

მნიშვნელოვანია, გესმოდეთ, თუ ტოქსიკური ადამიანების რომელი ტიპია თქვენთვის ყველაზე საშიში, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლოთ. ასეთი ადამიანები ნელ-ნელა გამოფიტავენ თქვენს ენერგიას და სრულ დაქანცულობამდე მიგიყვანენ. ეს ის არაა, რასაც ამ წელს საკუთარ თავს უსურვებთ.

 

გაიგეთ, რომელ ადამიანებს უნდა აარიდოთ თავი, რომ ბედნიერად იცხოვროთ.

 

ვერძი

ნებისმიერი გზით თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ტანჯვა შეუძლიათ. ადამიანი, რომელიც მუდმივად იბრალებს თავის თავს და არაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად, მთელ თქვენს ენერგიას გამოწოვს და ისეთივე უბედურს გაგხდით, როგორიც თვითონაა.

 

ერთადერთი, რაც ასეთ ადამიანებს უნდათ, არის ის, რომ მათ წუწუნს დღე და ღამე უსმინოთ. როდესაც იგრძნობთ, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა გამოგფიტავთ, უბრალოდ ბოდიში მოუხადეთ მას და წადით.

 

კურო

თავი აარიდეთ ადამიანებს, რომლებიც თავის თავს მსხვერპლის სახით წარადგენენ. მათთვის, ყველა მათ უბედურებაში სხვა ადამიანები არიან დამნაშავე, და სამყარო ყოველთვის მათ წინააღმდეგაა. ყოველ ჯერზე, როდესაც წინსვლას აპირებთ, ეს ადამიანები თავისი ტანჯვით გაგაჩერებენ. თქვენ მთელ თავის ენერგიას მათ დახმარებაზე დახარჯავთ ... და მერე ისევ წრეზე წახვალთ.

 

ასეთი ადამიანები ემოციურად და ფინანსურად გაგანადგურებენ, ასე რომ, გაექეცით მათ!

 

ტყუპები

ტყუპებისთვის ძალიან ტოქსიკური არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც განსჯიან და არც ერთი წამით არ უფიქრდებიან ამას. ასეთ ადამიანებს ყველას და ყველაფრის  გაკრიტიკება უყვართ, რომ თავისი უპირატესობა იგრძნონ. თუ თქვენს გარემოცვაში არიან ასეთი ადამიანები, თავი შორს დაიჭირეთ მათგან.

 

კირჩხიბი

თქვენთვის შხამიანი ადამიანები არიან ისინი, ვინც შთაგაგონებთ, რომ მათ გარეშე არავინ ხართ, რომ მათ გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამთ.

 

ჯობია, ასეთი ურთიერთობა შეწყვიტოთ, თორემ თავდაჯერებულობას და საკუთარ თავსაც დაკარგავთ.

 

ლომი

ლომებისთვის არ შეიძლება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საკუთარ თავს იბრალებენ და მუდმივად უიღბლო არიან. ასევე, ადამიანებთან, რომლებიც მუდმივი გადამდები ნეგატივით არიან სავსე.

 

იმისთვის, რომ წინ წახვიდეთ და ისეთი ცხოვრებით იცხოვროთ, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდით, არ მისცეთ ასეთ ადამიანებს თქვენთან მოახლოების უფლებაც კი.

 

ქალწული

ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკობენ მუდმივად და ირგვლივ ვერაფერს დადებითს ვერ ხედავენ, ქალწულებისთვის ძალიან ტოქსიკური არიან. გამოიყენეთ  ადამიანებში გარკვევის უნარი, რათა ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს თქვენთან მოახლოების საშუალება არ მისცეთ. თუ ეს უკვე მოხდა, ყურადღებით იყავით, რადგანაც ასეთმა ადამიანმა თქვენი სუსტი მხარეები იცის. არ მისცეთ ამ ნეგატივს თქვენი შთანთქმის უფლება.

 

სასწორი

თავი აარიდეთ ქედმაღალ ადამიანებს! თუ მათ თქვენი შიშების შესახებ იციან, ყოველთვის გამოიყენებენ ამას თავისი მიზნებისთვის, რათა თქვენს ფონზე გამოირჩეოდნენ.

 

არ მიანიჭოთ მნიშვნელობა იმას, თუ რას იტყვიან ან გაიფიქრებენ სხვები.

 

მორიელი

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აუფასურებენ და გარშემომყოფების მოწონების მოპოვებაში ატარებენ ცხოვრებას, ძალიან საზიანო არიან მორიელებისთვის.

 

ასეთმა ადამიანებმა შეიძლება ყველა თავის მიზანზე ან თავის პიროვნებაზეც უარი თქვან, რათა თქვენ სიამოვნება მოგანიჭოთ, მაგრამ, ეს თავის მხრივ, შემოქმედებით ენერგიას წაგართმევთ. არ მისცეთ უფლება, რომ ეს მოხდეს!

 

მშვილდოსანი

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, ასევე პესიმისტები , რომლებიც მუდმივად ეძებენ გამართლებას თავისი უმოქმედებისთვის, ძალიან ღლიან მშვილდოსნებს.

 

თუ ასეთ ადამიანებთან ბევრ დროს ატარებთ , შეიძლება მათ პესიმიზმს დაექვემდებაროთ, რომელიც თქვენი ბუნების ნაწილს არ წარმოადგენს!

 

თხის რქა

ადამიანები, რომლებიც მთელ თავის დროს სხვების შურში ატარებენ, თქვენთვის ძალიან საზიანო არიან.

 

ასეთ ადამიანთან ერთად მუდმივად განიცდით სტრესს, რომელიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. თავი აარიდეთ ასეთ ადამიანებს, ისინი თქვენს პრიცნიპებს ეწინააღმდეგებიან.

 

მერწყული

ადამიანები, რომლებიც მუდმივად იტყუებიან, თავს უბედურად გაგრძობინებენ. თავი აარიდეთ მათ ნებისმიერი გზით, რადგანაც მათთან ერთად თავს კომფორტულად ვერასდროს იგრძნობთ.

 

თევზები

ეგოცენტრისტულ ადამიანებს თქვენი განადგურება შეუძლიათ. მუდმივად შეეცდებით მათი მოწონების მოპოვებას, ისინი კი თქვენით მანიპულირებენ.

 

თავი აარიდეთ მათ, რადგანაც დაბალანსებული ურთიერთობისთვის მხარდაჭერა და ზრუნვა გჭირდებათ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თილისმა - მცენარეები, რომლებიც ოჯახს იცავენ
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც “საპირისპიროდ” ბერდებიან
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ უძლებენ ცდუნებას
როგორები არიან პატარა ჰაერის ნიშნები?
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები
იუპიტერი ჰოროსკოპში
8 ყოველდღიური ფრაზა, რომლითაც ფულს აფრთხობთ
მშიშარა ზოდიაქოს ნიშნები
ნატალური რუკა
ვისგან ვერ ეღირსები ფრაზას - “მე შენ მიყვარხარ”?
ზოგჯერ, რაიმეს დასანახად, საჭიროა თვალების დახუჭვა
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
30 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყვნენ ლომები თქვენს გარემოცვაში
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
როგორ შევაყვაროთ თავი მამაკაც ქალწულს