ბლოგი

მარსი ჰოროსკოპში

მარსი ჰოროსკოპში

ფეისბუქზე გაზიარება

მარსი მართავს ვერძის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებს:

მარსი ასტროლოგიაში - ეს არის დიდებული ენერგიის და დიდებული ვნებების პლანეტა. მისი დევიზია: „ მე ვმოქმედებ!“. მარსს ემორჩილება ადამიანის ემოციები, მისი ვნება, საქმიანობის და სიცოცხლის წყურვილი, და ასევე ბობოქარი ემოციური ბიძგები. პლანეტა მარსი, რომელიც ომის ღმერთის სახელს ატარებს, ფლობს მამაკაცურ ხასიათს, რომელსაც შეუძლია მრისხანების და აგრესიის ანთების წარმოშობა. თუმცა, სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ მარსი ადამიანის ჰოროსკოპში ანიჭებს მის ხასიათს აქტიურობას და ძალას, რათა, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, თამამად წავიდეს წინ დასახული მიზნისკენ.

მოქმედებისკენ ბიძგის და თვითდამკვიდრების გარდა, მარსი ჰოროსკოპში პასუხ აგებს სექსუალურ ენერგიაზე, შემოაქვს რა მამაკაცსა და ქალს შორის ვნება და ცეცხლი.

მარსის თვისებების უმეტესობა დაკავშირებულია მის ცეცხლოვან ბუნებასთან: მას შეუძლია დაწვა, ნათება, კვამლის გაშვება, სინათლის მღელვარედ გამოსხივება. ადამიანები, ვის ჰოროსკოპშიც ძლიერია მარსი- არიან ცეცხლოვანი შეუდრეკელი შინაგანი ბირთვით, რომელთათვისაც არ არსებობს არაფერი შეუძლებელი. ეს არიან ადამიანები, ვისი ბობოქარი მოელვარე ენერგეტიკაც იმდენად ძლიერია, რომ მათ შეუძლიათ დაუმორჩილონ თავის ნებას თითქმის ყველაფერი. საკუთარი ცხოვრების ორბიტაც კი.

მარსის გავლენა ვერძის ჰოროსკოპზე

ეგრევე ორი ზოდიაქალური ნიშანი- ვერძი და მორიელი- იმართებიან ენერგიული პლანეტა მარსით. ვერძს პლანეტა-მმართველი მარსი ანიჭებს მჭევრმეტყველების და ლოგიკურად აზროვნების უნარს. სწორედ მარსის გავლენის წყალობით, ვერძებისგან გამოდიან მშვენიერი იურისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესმენები და უბრალოდ საქმიანი, აქტიური, გამჭრიახი ადამიანები, რომლებიც არ ელოდებიან ბედის მოწყალებას, არამედ საკუტარ ხელებში იღებენ მას და მმართავენ მათთვის საჭირო მხარეს.

მარსის გავლენა მორიელის ჰოროსკოპზე

მორიელის ზოდიაქალურ ნიშანში მარსი არის პლანეტა-თანამმართველი, იზიარებს რა ამ საპასუხისმგებლო როლს პლანეტა პლუტონთან. ასტროლოგია ამტკიცებს, რომ მორიელის ნატალურ რუკაზე მარსს შემოაქვს ისეთი თვისებები, როგორიცაა ცივსისხლიანობა, აქტიურობა და ოდნავ აგრესია, რაც ეხმარება მორიელს ბრძლასა და გამარჯვებაში.

თუმცა, ცხოვრების რამდენიმე სფეროში, განსაკუთრებით ყოფაცხოვრებაში, „მარსიანული“ აგრესიულობა ზოგჯერ ხდება მორიელის აქილევსის ქუსლი, რაც ხდის მას არც ისე ადვილი და შემგუებელი ხასიათის მქონე ადამიანს. თუმცა  მორიელს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, დაძლიოს მეომარი პლანეტა მარსის ასეთი გავლენა: მიმართოს ბობოქარი ენერგია რთული სამუშაო ამოცანების გადაწყვეტილებებისკენ, და ასევე ხშირად გამოუშვას ორთქლი, სპორტით დაკავებით.

მარსის პოზიტიური გამოვლინებები ხასიათსა და ბედზე:

ენერგიულობა, მიზანდასახულობა, ჩაფიქრებულის რეალიზაცია, ბიძგი, გამბედაობა, ძალა, სურვილი, ენთუზიაზმი, შეუპოვრობა.

ზოდიაქოს ნიშნებში, რომლებშიც მარსი არის პლანეტა-მმართველი (ვერძი და მორიელი), ეს დადებითი თვისებები გამოვლინდება განსაკუთრებით ღიად. სხვა ნიშნების ადამიანების ჰოროსკოპებში მარსის და სხვა პლანეტების გავლენა დამოკიდებულია ვარსკვლავების განლაგებაზე მათი დაბადების მომენტში.

მარსის სუსტი მხარეები

როგორც წესი, სუსტი მხარეები- ეს არის ძლიერი მხარეების უკანა მხარე, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ამა თუ იმ გარემოებაში. გამბედავი მარსისთვის ეს შეიძლება იყოს ეგოიზმი, აგრესია, მრისხანება, დაუდევრობა, არაგააზრებული ქმედებები, სიტყვების თავშეუკავებლობა, სიფიცხე, მეომრობა.

მარსის მოქცევის პერიოდი

მარსი- მზიდან მეოთხე პლანეტაა მზის სისტემაში. ის გადის მთელ ზოდიაქალურ წრეს 22 თვეში, სტუმრობს რა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 2 თვეზე ოდნავ ნაკლებ დროს.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ნიჭით დააჯილდოვა სამყარომ კირჩხიბი
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე დიდხანს ცხოვრობს
კვირის პოზიტიური და ნეგატიური დღეები ფულის გასესხება-სესხებისთვის
ყველაზე უემოციო ნიშნები
ინტიმური საიდუმლოები ქალი ზოდიაქოს ნიშნების შესახებ
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
რომელი ნივთები და საგნები არ უნდა იქონიოს წყვილმა საძინებელში
ყველაზე ეკონომიური ზოდიაქოს ნიშნები
რა სურთ კაცებს: მორიელი აფასებს პატიოსან ქალებს, ვერძი - მათ, ვისაც შეუძლია მათთვის წინააღმდეგობის გაწევა
რთულია იმის შეყვარება, ვისაც თავისი თავი არ უყვარს
კეთილდღეობის 3 კანონი, რომელსაც მხარს უჭერს სამყარო