ბლოგი

ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ

ცოტა რამ ტიპიური მერწყულების შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

ამ პოსტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ტიპიურ მერწყულებზე, მინიმუმ 5 პლანეტა უნდა იყოს ამ ზოდიაქოში, რომ ყველა მახასიათებლები დაემთხვეს. თუ ხართ მერწყული და თვლით, რომ ეს დახასიათებები თქვენზე ნაკლებადაა, ე.ი. სხვა ნიშნების გავლენა გაქვთ პირად რუკაში და საჭიროა რუკის შედგენა.

ორიგინალურობა, ქაოსურობა, აბსტრაქტული აზროვნება, მეგობრულობა, კომუნიკაბელურობა, სიახლეების წყურვილი, კრეატიულობა, სიჯიუტე, ჰუმანურობა, თავისუფლების სიყვარული, გენიალურობა - ტიპიური მერწყულის მახასიათებლებია.

მერწყული ზოდიაქოს მე-11 ნიშანია, ურანის და სატურნის მმართველობის ქვეშ. ვინაიდან მერწყული ასევე ნეპტუნის ეკზალტაციაა მათში ემოციურობა და ინტუიციაც ჭარბობს. მერწყული კოსმოსმა მრავალმხრივი ნიჭიერებით დააჯილდოვა. მათ შორის გვხვდება ბევრი მეცნიერი: Charles Darwin, Galileo Galilei, Thomas Edison და ა.შ. ალბათ არ არსებობს ასეთივე უნივერსალური ნიჭიერებით გამორჩეული ზოდიაქო, როგორიც მერწყულია. მათ ნებისმიერი პროფესიის მორგება შეუძლიათ, ამაში უბრალოდ ქაოსურობა და სიზარმაცე უშლით ხელს. დიახ, მერწყული სწორედ ის ნიშანია, გამოცდებამდე 24 საათით ადრე მთელს პროგრამას 10იანზე თუ არა 9იანზე რომ ისწავლის და ყველა საგანს ჩააბარებს.
მერწყული ყველასგან გამოირჩევა მსოფლიოს აბსტრაქტული აღქმით, მათ ხშირად აქვთ მათემატიკური გონება და აზროვნება. როგროც წესი, მერწყულებს უამრავი მეგობარი და ნაცნობი ჰყავთ, მათ ძალიან უყვართ გართობა და ღამის ცხოვრება მეგობრების წრეში. აზრთა გაცვლა, კომუნიკაცია ამ ნიშნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ასეთი პრობლემა: განსხვავებულობა. მერწყული იმდენად განსხვავებული "გახსნილი" გონებით და აზროვნებით გამოირჩევა, მათი გაგება მხოლოდ ისევ მერწყულს შეუძლია, ან შემდეგ ნიშანს - თევზებს. მართლაც, ისინი თავს მარტოსულად გრძნობენ, როდესაც სურთ თავიანთი შინაგანი სამყარო სხვას გაუზიარონ. მერწყული ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც "ადამიანებს წყალს აძლევს", რაც მის ჰუმანურობაზე და კაცთმოყვარეობაზე მეტყველებს. მერწყულები ძალიან ხშირად მუშაობენ სოციალურ სფეროებში, სადაც ადამიანებს ეხმარებიან.

 

თანასწორობა:

მერწყული ყველაზე ლოიალური და დემოკრატი ნიშანია თავისი ბუნებით. ტიპიური მერწყულის პირიდან ვერასოდეს გაიგებთ სხვა ადამიანის კანის ფერის ან სექსუალური ორიენტაციის დაგმობას. მას ყველა ერთნაირად უყვარს და თვლის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია სქესის, სიმაღლის, წონის, ორიენტაციის თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად. მერწყული მწყობრიდან გამოდის ნებისმიერი ძალადობის სცენის დანახვისას, ის მზადაა მთელი დღე ჰქონდეს თქვენთან პოლემიკა ამ თემაზე. საბოლოოდ ის მაინც დაგარწმუნებთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

 

"მუდამ გასული":

ეს ალბათ მარტო ამ ნიშნისთვისაა დამახასიათებელი. როგორც ამბობენ - ყველა გენიოსი უცნაურია. ხშირად მერწყულები იმდენად გასულნი არიან თავიანთი ფიქრების სამყაროში, არც კი გისმენთ, როდესაც მას ესაუბრებით. თუ ნაცნობი მერწყული გყავთ ეს უცნაურობა ალბათ შეგიმჩნევიათ. მათ პერიოდულად სჭირთ ერთგვარი გასვლა ამ სამაყაროდან. გაქვავებული სახით ზის, თვალსაც არ ახამხამებს და უბრალოდ ჩაფლულია თავისი ფილოსოფიური ფიქრების მორევში. ეს მდგომარეობა გრძელდება 5-20 წუთამდე ან მეტიც.

 

ორიგინალურობა:

თუ იცნობთ მერწყულს, რომელსაც არა მხოლოდ მზე, ვენერაც მერწყულში აქვს, იცით თუ რა აბსტრაქტული სტილი აქვს ამ ნიშანს. ყველაფერი უფორმო, ახალი, უცნაური, ფერადი, ხანდახან კლასიკურიც, მაგრამ ამ კლასიკურს ისე შეუხამებს მოდერნს, რომ მართლა საინტერესო კომბინაცია გამოდის. გეომეტრიული ფიგურები სამოსში მერწყულის გემოვნებას იდეალურად აღწერს. ასეთი მერწყულის მაგალითია ყველასათვის ნაცნობი მომღერალი: Sia, ალბათ ყველამ იცით მისი მეტად უცნაური სტილი.

 

ყოველმხრივ თავისუფალი:

თავისუფლება მერწყულისთვის ყველაზე წმინდა ცნებაა. მათ აქვთ თავიანთი პირადი სივრცე, რომელიც არავინ არ უნდა დაარღვიოს ან შეზღუდოს, თუნდაც ახლობელმა ადამიანებმა. ის სხვის პირად თავისუფლებასაც სცემს პატივს და არასოდეს არ შეზღუდავს თუნდაც საყვარელ ადამიანს.

 

სიყვარული:

მერწყული ერთადერთი ნიშანია, რომელსაც არ იზიდავს ადამიანის გარეგნობა. მისი მოხიბვლა შეგიძლიათ დალაგებული საუბრით, განსხვავებული აზროვნებით ან ჩაცმულობით. (საუბარია მხოლოდ მერწყულებზე, რომლებსაც ვენერა აქვთ მერწყულში.) თუ მას ვენერა თხის რქაში, თევზებში ან მშვილდოსანში აქვს ეს ცალკე განსახილველი თემაა შემდეგი პოსტებისთვის და მასაც განვიხილავთ.

 

სტატიის ავტორია, ასტროლოგი: მარიამ შუკაკიძე

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება და კეთილდღეობა ზაფხულში?
ფრთხილად იყავით ზოდიაქოს ამ 3 ნიშნის მამაკაცთან!
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ყველაზე მგრძნობიარე ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების ეროგენული ზონები
გინდა ბედნიერების შენარჩუნება? - მაშინ სიჩუმე უნდა შეინარჩუნო: 4 რამ, რაზეც არავისთან არ უნდა ისაუბრო
ასტროლოგიური პროგნოზი 2024 წლის მთავარი თარიღებით
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც 2020 წელს შეუყვარდებათ
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც 2023 წლის პირველ ნახევარში შეხვდებიან ნამდვილ მეორე ნახევარს!
როგორ განვკურნოთ ჩვენი სხეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
16 საინტერესო ფაქტი მილიონერების შესახებ
როგორები არიან პატარა ჰაერის ნიშნები?