ბლოგი

ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას

ჭკვიანი ადამიანები სამაგიეროს არ უხდიან, ისინი კარმას ანდობენ ბიძნური საქმის კეთებას

ფეისბუქზე გაზიარება

ნათქვამია - „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“-ო...

ცხოვრების კონკრეტულ მომენტში, როცა გაგვჩენია ბრაზი, გვიგრძვნია სულიერი ტკივილი და უღალატიათ, ბევრი ჩვენგანი სერიოზულად დაფიქრებულა სამაგიეროს გადახდაზე. თუმცა, ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ პასუხის გასაცემად, უკეთესი ვარიანტებიც არსებობს.

საქმე იმაშია, რომ ისინი არ რეაგირებენ ტკივილსა და იმედგაცრუებაზე. ემოციური ინტელექტის მაღალი დონის წყალობით, ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი გრძნობების მართვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც წარმოადგენენ ბუნდოვანი ემოციების გავლენას მოკლებულ, ცივი გონების ნააზრევისა და გულის ნაკარნახევის ერთგვარ ნაზავს.

თუმცა, ყველას უნდა ახსოვდს, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სულაც არ ნიშნავს სამართლიანობაზე უარის თქმას და რა წუთსაც ჩვენგან გავა დადებითი ან უარყოფითი ენერგია სამყაროში, იმ წუთიდან კარმა იწყებს მოქმედებას.

ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება სინათლე, ბედნიერება და სიხარული მოაქვთ, საბოლოო ჯამში, ცხოვრებისგან დაჯილდოვდებიან კიდეც ამ დიდი პოზიტივისთვის. ნეგატივის, ტკივილისა და უარყოფითი განწყობის შემომტანებს კი მოუწევთ სათანადო პასუხისგება, რომელიც საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. იციან რა კარმის შესაძლებლობების შესახებ, ჭკვიანი ადამიანები კარგად აცნობიერებენ, რომ სამაგიეროს გადახდა საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არ არის.
გაინტერესებთ რატომ?
განაგრძეთ კითხვა და გაეცანით ამის ახსნის 7 ძირითად მიზეზს:


1.

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ საუკეთესო სამაგიერო ეს არის - იყო ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული. ზიზღსა და ბრაზზე ჩაციკვლა ტოქსიკურად მოქმედებს ადამიანზე. ეს გრძნობები პიროვნებას ნაწილებად შლის და ართმევს ბედნიერების შესაძლებლობას. ბრაზის ცხოვრებაში შემოშვების ნაცვლად, გამოიყენეთ სამაგიეროს გადახდის ისეთი მეთოდი, როგორიც არის წარმატების მიღწევა. იმხიარულეთ, იყავით ბედნიერი, იპოვეთ საყვარელი ადამიანი, აიწყვეთ კარიერა - ერთი სიტყვით, აჩვენეთ ყველას, რომ ნეგატივი ვერანაირად ვერ გიშლით ხელს წინსვლაში.


2.

ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, იმიჯი წყვეტს ყველაფერს - და ეს ასეც არის. თუ თქვენ საიმედო და კეთილსინდისიერი ადამიანის რეპუტაცია გაქვთ, ეს წარმატების მიღწევაში ძალიან დაგეხმარებათ. ბოროტი და დაბოღმილი ადამიანის მიმართ ნდობა იკარგება, მის აზრს არავინ აღარ ითვალისწინებს და წინსვლისთვისაც ხელისშემშლელი ფაქტორია მსგავსი პიროვნული თვისებების ქონა. ამიტომ, ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ მათი კარიერა, ურთიერთობები და ყველაფერი დანარჩენი იმაზე მეტად ფასეულია, ვიდრე სამაგიეროს გადახდის სურვილი.


3.

ჭკვიანი ადამიანები თამამად ირჩევენი ბრძოლის მეთოდებს. მათ იციან, რომ არ არის საჭირო ყოველი კამათი კონფლიქტში გადაიზარდოს. მათ შეუძლიათ ვითარებას მთლიანობაში შეხედონ და განსაზღვრონ, რამდენად ღირს ბრძოლა, გარისკვა ან მსხვერპლის გაღება და როდის არის საჭირო უკან დახევა. ისინი აცნობიერებენ, რომ ზოგჯერ, იყო მართალი - სულაც არ წარმოადგენს პრიორიტეტების სიის მთავარ პუნქტს.

4.

ჭკვიანი ადამიანები ბრაზისა და სამაგიეროს გადახდის სურვილის გაჩენისას, საკუთარ თავს უსვამენ შეკითხვას: „რატომ ვაკეთებ ამას?“. ისინი არ აძლევენ უფლებას იმედგაცრუებისა და ზიზღის გრძნობას, რომ შიგნიდან „შეჭამოს“. ჭკვიანი ადამიანები ამ ენერგიას გარდაქმნიან მოტივაციის წყაროდ, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად. ყოველთვის, როცა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, აზრობრივად ამ მომენტს უბრუნდებიან და გადაწყვეტილებებს ისე იღებენ.

5.

ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილს ან ქმედებას, სერიოზული შედეგები მოსდევს. ბევრი ადამიანი ვერ იკავებს თავს, კარგავს კონტროლს და ვერ აცნობიერებს, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ყველაფერმა. სწორედ ამიტომ, ჭკვიანი ადმიანები, მაქსიმალურად ინარჩუნებენ თავშეკავებას, რადგან ესმით, რომ ბრაზმა და ბოროტმა განზრახვამ შეიძლება ზიანი მოუტანოს არამარტო სხვებს, არამედ მათაც და სანამ რამეს მოიმოქმედებენ, კარგად აანალიზებენ მოსალოდნელ შედეგებს.

 

6.

ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ კარმა ყველაფერს თავად დაალაგებს და მიუჩენს შესაბამის ადგილს. მათ იციან როგორ არის მოწყობილი სამყარო, ამიტომ, არასოდეს შეყავთ საკუთარი თავი ჩიხში და ენერგიას უაზროდ არ ფლანგავენ. ჭკვიანი ადამიანები უბრალოდ უკან იხევენ და საშუალებას აძლევენ კარმას, რომ თავისი საქმე აკეთოს. ბოლოს და ბოლოს, რა სჯობს იმის ყურებას, როცა დამნაშავე კუთვნილ სასჯელს იღებს?

 

7.

კარმისთვის სიტუაციასთან გამკლავების მინდობის ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის სწორედ ის, რომ ჭკვიანი ადამიანები „ხელებს არ ისვრიან“. მათ არ სჭირდებათ იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაუმკლავდნენ სამაგიეროს გადახდის, ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგებს ან რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაზე. ჭკვიანი ადამიანები მესამე მხარის როლს ირჩევენ და მოვლენებს გვერდიდან აკვირდებიან.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე რთული ცოლები
როგორი იქნება ახალი წელი ვერძისთვის?
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
7 ყველაზე სექსუალურად მიმზიდველი ზოდიაქოს ნიშანი
ყველაზე ფუმფულა ზოდიაქოს ნიშანი
თქვენი მთავარი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
ყველაზე არასასიამოვნო ზოდიაქოს ნიშნები
რა აღიზიანებს სასწორს?
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
2022 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ლამაზი კარგს არ ნიშნავს: არ დაუჯეროთ ზოდიაქოს ამ ნიშნებს
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით