ბლოგი

კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ

კანონი სამის შესახებ: მიიღეთ იმაზე სამჯერ მეტი, ვიდრე გასცემთ

ფეისბუქზე გაზიარება

ყველაფერი, რაზეც საუბრობთ და ფიქრობთ, განსაკუთრებული სიხშირის ენერგიით და ვიბრაციით არის სავსე.

 

სამის შესახებ კანონი, რომელიც, როგორც წესი, აფირმაციების ძალის გაძლიერებისთვის გამოიყენება, მარტივ და ეფექტურ პრინციპზე არის დაფუძნებული: „ყველაფერი, რაც გააკეთეთ, სამმაგად დაგიბრუნდებათ“.

 

ამ პრინციპის ახსნა ორი გზით არის შესაძლებელი:

 

  1. პირველ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ყველა თქვენი მოქმედება, დადებითიც და ნეგატიურიც, დაგიბრუნდებათ, იმის მიუხედავად,  თქვენი პიროვნების რომელი კატეგორიები გამოიყენეთ- გონება, ემოციები თუ ფიზიკური ძალა.
  2. მეორე შემთხვევაში, საუბარია შემდეგზე: ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, რასაც აკეთებთ და გრძნობთ, გარკვეული ენერგეტიკით არის დამუხტული- ან „+“, ან „-„ ნიშნით. და ეს მუხტი აუცილებლად დაუბრუნდება გამგზავნს, მაგრამ სამმაგი ძალით.

 

სამის შესახებ კანონებიდან გამომდინარე შედეგები გვიბიძგებს იმ ყველაფრის დეტალური ანალიზის ჩატარებისკენ, თუ რას ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რადგანაც ამაზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ ენერგიას ვაგზავნით სამყაროში.

 

ამიტომაც, თუ ყველა თქვენი საქციელი, აზრი და გრძნობა სიყვარულით და ჰარმონიით იქნება სავსე, ყველაფერი ეს სამმაგად დაგიბრუნდებათ. ზუსტად გასამმაგებული ოდენობით მიიღებთ ნეგატივს, რომელსაც გასცემთ.

 

რა თქმა უნდა, თავს ვერ დაიზღვევთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არ იქნება ისეთი სიტუაციები, რომლებიც ნეგატიური საქციელის ჩადენისკენ გიბიძგებთ. მსგავს გარემოებებში, სამის შესახებ კანონი გაკვეთილის სახით გამოვლინდება, რომელიც დაშვებული შეცდომების შესახებ გახსენებთ. ანუ, საუბარი დასჯის შესახებ არ არის.

 

ასე რომ, არასდროს დაგავიწყდეთ: ყველაფერი, რასაც ლაპარაკობთ და ფიქრობთ, განსაკუთრებული სიხშირის ენერგიით და ვიბრაციით არის სავსე. თუ სამყაროში დაბალი სიხშირის ვიბრაციებს გააგზავნით, უკან იმავე მუხტის ვიბრაციებს მიიღებთ, მაგრამ სამმაგი ინტენსივობით. და თუ სამყარო თქვენთან მაღალი სიხშირის პოზიტიურ  ვიბრაციებს მიიღებს, თქვენ ისინი ასევე გასამმაგებული ოდენობით დაგიბრუნდებათ.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
ზოდიაქოს წლის ნიშნები, რომლებსაც სირთულეები ელით 2022-ში
5 რამ, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
რა უნდა გადავყაროთ და გავიტანოთ სახლიდან სანამ 2023 წელი დადგება?
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
10 მიზეზი იმისა, თუ რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
რატომ არის რთული ბედნიერების მიღწევა ჭკვიანი ადამიანებისთვის
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
ნარცისიზმი და ზოდიაქოს ნიშნები.
იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?