ბლოგი

5 რჩევა მარტოხელებისთვის

5 რჩევა მარტოხელებისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

სიმარტოვე - ხშირად, ცხოვრების იძულებითი ფორმაა.

 

ადამიანებს სურთ წყვილის მოძებნა და ცხოვრების ბოლომდე სიყვარულით ცხოვრება, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ მარტოობის ხანა უსასრულოდ გრძელდება. წარმოგიდგენთ რჩევებს, თუ როგორ უნდა შეძლოთ უკეთესაც და უფრო ბედნიერად იყოთ მაშინ, თუ ასეთ მდგომარეობაში ხართ და გამოსავალი ჯერ არ ჩანს.


ნუ დაიდანაშაულებთ თავს

ბევრი ადამიანი, ვინც მარტოობაში ატარებს ცხოვრებას, ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. ეს ნამდვილად არ არის სწორი. შესაფერისი პარტნიორის შეხვედრა ადვილი ნამდვილად არ არის, ზოგჯერ ამას მართლაც დიდი დრო სჭირდება. ზოგჯერ კი მთელი ცხოვრებაც...


იფიქრეთ იმაზე, ვინ ხართ

მარტოობა კარგია იმით, რომ უამრავი დრო გეძლევათ თვითრეფლექსიისთვის. შეკითხვები, რომლებიც შეიძლება არასოდეს დაგესვათ საკუთარი თავისთვის, ამ პერიოდში ზედაპირზე ამოდის და საშუალება გეძლევათ გაარკვიოთ - ვინ ხართ? რა გსურთ? რისკენ მიისწრაფვით? რას ეძებთ? გამოიყენეთ ეს დრო ყველა მსგავს შეკითხვაზე პასუხების მოსაძებნად.


გაარკვიეთ რა გგვრით სიამოვნებას

მარტო ცხოვრება ხშირად სასიამოვნოც არის. სრული თავისუფლება გაქვთ ამ ვითარებაში აკეთოთ ის, რაც გსურთ და გსიამოვნებთ. რა მოგწონთ? რა გგვრით სიამოვნებას? - თუ ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად დრო არ გქონდათ ან არ გიფიქრიათ, ახლა სწორედ შესაფერისი მომენტი გაქვსთ და შეეცადეთ ზუსტად გაარკვიოთ ყველაფერი. ეს სამომავლო ურთიერთობებშიც გამოგადგებათ.


იზრუნეთ თვითგანვითარებაზე

ეს დრო მოახმარეთ რაიმე ახალის შესწავლას და უნარ-ჩვევების განვითარებას. ეს დაგეხმარებათ მაგალითად, სამომავლო პერსპექტივების შეძენასა და შესაძლოა ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლაშიც კი. ამგვარად, მარტო გატარებული დრო, დაკარგულად აღარ მოგეჩვენებათ, თუ პიროვნული განვითარების საკთხებს მიხედავთ.


გააანალიზეთ, როგორი ადამიანი გჭირდებათ

სანამ მარტოხელა ხართ და არავის ხდებით, დაკავდით იმით, რომ სასურველი პარტნიორის იმიჯი შეიქმნათ - ეს დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მიზნებზე და დრო და ენერგია არ დახარჯოთ უინტერესო და ტოქსიკურ ადამიანებზე. ზოგადად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანი გინდათ გვერდით, რომ შეგავსოთ როგორც მეწყვილემ. ეცადეთ მაქსიმალურად შეძლოთ საკუთარი სურვილების რეალიზება.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რომელი ზოდიაქოს ნიშნები ვერ ირგებენ შვებულებას?
არასოდეს დაიდოთ ეს ყველაფერი საწოლის ქვეშ: ფენ-შუის მიხედვით
ზოდიაქოს მე-13 ნიშანი — გველისმჭერი
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნეგატივს „ასხივებენ“
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ
ზოდიაქოს 3 ყველაზე მიმზიდველი ნიშანი
ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი: ყველაზე მიმნდობისგან უკიდურესად სკეპტიკურამდე
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ისინი საშიში არიან მრისხანების დროს: ამ ზოდიაქოს ნიშნებს განადგურება შეუძლიათ ღალატის გამო
რა უნდა იქონიოთ ჯიბეში, რომ ფული შემოვიდეს
ზოდიაქოს ნიშნების წყვილები, რომლებსაც მომავალი არ აქვთ
ზოდიაქოს სამი, ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე