ბლოგი

მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს

მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ძლიერია მასზე, ვინც ბრაზობს

ფეისბუქზე გაზიარება

«ბრაზის გამოვლენა – ეს იგივეა, რომ გავარვარებულ ნახშირს ჩაეჭიდო სხვა ადამიანისთვის სასროლად. ერთად-ერთი, ვინც დამწვრობას მიიღებს, ეს ისევ თქვენ ხართ», – ბუდა.
 

«სირთულისა და გარდატეხის პერიოდში, უმჯობესია განაგრძოთ ჩვეული საქმიანობა და ბრაზი მიმართოთ რაიმე პოზიტიურზე», – ლი იაკოკა.


ამბობენ, რომ ადამიანი ცხოვრობს იმით, რაზეც მობილიზებულია მისი ყურადღება. ამიტომ, როცა სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება, თქვენ გეჩვენებათ, რომ არ იცით «რით დაიწყოთ», მხოლოდ მოთმინება და ოპტიმიზმის გარკვეული წილი დაგეხმარებათ პრობლემასთან უდანაკარგოდ გამკლავებაში.
 

თუ ნეგატიურობას აირჩევთ, ამან შეიძლება მიგიყვანოთ სრულიად უსარგებლო და მავნე ემოციურ დისბალანსამდე და გახდეს კიდევ უფრო დიდი სტრესის, მოუსვენრობისა და ბრაზის საბაბი.

მშვდიდი ღიმილი უფრო მეტის მიღწევის საშუალება მოგცემთ

 

შემთხვევების უმრავლესობაში, კონფლიქტი ღვივდება ახლობელ ადამიანებს შორის. ასეთ სიტუაციაში, არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი: ჩვენ ვკარგავთ კონტროლს, ან ვცდილობთ მოვახდინოთ მიმიდნარე მოვლენების მაქსიმალურად რაციონალიზრება. ამა თუ იმ ვარიანტის არჩევა დამოკიდებულია საკუთარი იმპულსურობის კონტროლის შესაძლებლობასა და ყურადღებაზე. ასეთ დროს, გინივრულია საღი აზრის გამოყენება, რომელიც დაგვეხმარება ემოციური «ტალღების ჩაცხრობაში».
 

«სასურველი, მახვილზე მეტად ღიმილით მიიღწევა», – უილიამ შექსპირი.
 

მთავარი აზრი არ მდგომარეობს იმაში, თუ ვინ იქნება გამარჯვებული და ვინ წაგებული. მთავარია ვინ იყო უფრო გაწონასწორებული და ვინ მოქმედებდა საღი აზრით.
 

აგრესიის საპასუხოდ გამოვლენილი მშვიდობიანი დიალოგი, დროული ღიმილი და თავშეკავებული ქცევა, აუცილებლად მოიტანს პოზიტიურ შედეგს და სამომავლოდაც ძალიან გამოსადეგი იქნება. სწორედ ამიტომ ვამბობთ: «თუ რაიმეს მიღწევა გსურთ - გაიღიმეთ!».

ბრაზი - ეს არის გზა არსაით

ადამიანი ბრაზს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობამდე მიჰყავს. ის ხელს გვიშლის, რომ მოვუსმინოთ და მოგვისმინონ, გავუგოთ გარშემომყოფებს და მივიღოთ გაგება მათგან. როცა ვბრაზობთ, ვერაფერს ვხედავთ საკუთარი ეგოს გარდა.


კონფლიქტის არცერთი მხარე არ ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება ცდებოდეს, რომ საკუთარ იდეებს შეიძლება თავს ახვევდეს, რომ არ ხსნის სათანადოდ და შეიძლება მცდარ გადაწყვეტილებებსაც კი იღებდეს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან.


ბრაზი ადამიანს უბინდავს გონებას და აიძულებს დაიჯეროს საკუთარი უშეცდომობა. ასევე, გაბრაზებული ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ბრძოლაში გამარჯვებამ შეიძლება არაფერი არ მისცეს, რადგან მან არ გაარკვია რას ფიქრობს ოპონენტი.

რთული სიტუაციის მშვიდად გადაწყვეტა

მეორეს მხრივ, ის, ვინც იღიმის რთულ ვითარებაში, უფრო მდგრადია, ვიდრე ის, ვინც ბრაზს ვერ იკავებს. ასეთ ადამიანს ესმის, რომ განსჯა და ანალიზი - პატივმოყვარეობისა და უხეშობის ყველაზე დიდი მტერია, რომელიც ბრაზზე ყოველთვის იმარჯვებს.
 

უფრო მეტიც, ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ხვდება და მოთმინებას იჩენს, იღებს ღირებულ გამოცდილებას პრობლემის გადაწყვეტის გზების პოვნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მოსმენა და სხვისი მოსაზრების პატივისცემა, რომელიც განსხვავებულია იმისგან, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს (საუბარშიც და ქცევაშიც).
 

ზემოთ მოყვანილი რჩევები არ ნიშნავს, რომ პრობლემას ზერელედ უნდა შევხედოთ. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი რთულ სიტუაციებს საკუთარი ემოციების, ბრაზისა და ქცევის მაქსიმალური კონტროლით და ყოველთვის საღი აზრის შენარჩუნებით, რაშიც უპირველეს ყოველისა ღიმილი დაეხმარება.

 

გაიღიმეთ! - რაც შეიძლება ხშირად, რადგან ცხოვრება ყოელდღიურად გვიმზადებს გარკვეული სახის დაბრკოლებებს და გვიწყობს გამოცდას. ქაოტურ, პრობლემებით და სირთულეებით სავსე რეალობაში, მხოლოდ პოზტივი, მოთმინება და ღიმილიანი სახე შეიძლება იყოს ჩვენი დამხმარე.

 

 

მოკლე ანიმაცია რომელიც მოგეწონებათ:

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
ოშო განმარტავს, რა ანადგურებს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებას
უკომპრომისო, ეჭვიანი და შურიანი - რომელი ნიშანი შეიძლება იყოს ასეთი?
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც თებერვალში განსაკუთრებით გაუმართლებთ
8 ზოდიაქოს ნიშანი რომელსაც მეორე შანსი არ უნდა მისცე
ყველაფერი, რაც მშვილდოსნებზე უნდა იცოდეთ
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი
ეს ოთხი ზოდიაქო შესანიშნავი საყვარელია, ხოლო მათ შორის საუკეთესოა....
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
გენიოსების ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი
რას ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ ზოდიაქოს ნიშნები?
10 მიზეზი თუ  რატომ უნდა გიყვარდეს მშვილდოსანი
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .