ბლოგი

2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?

2022 წლის დეკემბრის რომელი დღეებია ყველაზე საშიში?

ფეისბუქზე გაზიარება

2022 წლის ბოლო თვე მრავალფეროვანი იქნება სხვადასხვა ასტროლოგიური მოვლენებით. ამ თვის განმავლობაში, კაცობრიობას მოუწევს რამოდენიმე საშიში დღის გადატანა, რომელთა დროს, დიდია ალბათობა, რომ მოულოდნელ სირთულეებს და პრობლემებს გადააწყდნენ. ამ პერიდოში, რეკომენდირებულია დიდი სიფრთხილის გამოჩენა, ასევე, კარგი იქნება ამ დრეების განმარტოებით გატარების და დასვენებისშესაძლებლობა თუ გექნებათ. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდისთვის არანაირ მნიშვნელოვან საკითხს არ დაგეგმავთ.

მაშ ასე, რომელ დღეებზეა საუაბრი:

 

6 დეკემბერი

 

ეს არის მთვარის მეცამეტე დღე, რომელიც სრულდება მერკურის თხის რქას ნიშანში გადასვლით. მერკურისთვის არაკომფორტულია მიწის ნიშანში ყოფნა, რაც იწვევს მისი ენერგეტიკული ნაკადების შეკავებას და ეს საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ადამიანებზე.

ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან ამ მოსუვენარი პლანეტის გავლენას, ხდებიან უფრო გაღიზიანებული, ჩაკეტილი და მუშაობის პროცესში კარგავენ პროდუქტიულობას. ამიტომ, საჭიროა ამ დღეს არ მოკიდოთ ხელი მნიშვნელოვან საქმეს, არ დაიწყოთ ახალი პროექტები და არ აწარმოთ საქმიანი მოლაპარაკებები - ეს ყველაფერი არაეფექტური იქნება და შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს.

ასევე, ამ დღეს საჭიროა მოერიდოთ ჭორებს, პროვოკაციას, არ გააკეთოთ არანაირი დასკვნები შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რადგან ის მაკლებად სანდო იქნება.

 

10 დეკემბერი

 

მერკური ამ დროს ძალიან ახლოს იმყოფება მზის სისტემის მეორე პლანეტა ვენერასთან. ამიტომ, ოთხის დღის შემდეგ, ის კვლავ თხის რქას ნიშანში შევა. ამ პერიოდში, ვენერაც საკმაოდ ცუდად გრძნობს თავს, როცა მიწის ნიშანშია და მერკურის მსგავსად, ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანებზე.

რეალურად, ეს არის სიყვარულის პლანეტა, ამიტომ, მისი გავლენა ძირითადად ვრცელდება ადამიანებს შორის ურთიერთობაზე, რაც გამოიხატება ეგოიზმით, სიძუნწით, ნერვოზულობით, შინაგანი გულგრილობით და სიხისტით. თუმცა, ხშირად, ამ ყველაფრის უკან იმალება დიდი ვნება, რომელიც შეზღუდულია წეს-ჩვეულებებით და კარგი მანერებით.

ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დისჰარმონია შეიძლება გახდეს ემოციური აფეთქების საბაბი, ამიტომ, ამ დღეს სასურველია შეზრუდოთ კავშირი ახლობელ ადამიანებთანაც კი.

 

21 დეკემბერი

 

ეს დღე არის ზამთრის მზის დგომის განმსაზღვრელი, რომლის დროსაც მზეც გადადის თხის რქას ნიშანში, ხოლო მილევადი მთვარე - მშვილდოსანში. თხის რქას ენერგია თავის მხრივ უკავშირდება მოზომილ ემოციებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ემოციების გაკონტროლება და საკუთარი აზრებისთვის ყურადღების მიქცევა - ისინი უნდა იყოს კეთილგანწყობილი და პოზიტიური.

ამ დღეს რეკომენდირებულია ნაძვის ხის მორთვა და საახალწლო დღეებისთვის სამზადისის დაწყება, ხოლო უცხო ადამიანებთან კონტაქტის შეზღუდვა.

მთვარის მდებარეობა ასევე ნეგატიურად მოქმედებს მისსავე ენერგეტიკაზე. ბევრ ადამიანში ამან შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, ეჭვიანობა და გაუთვლელი ქცევა.

 

29 დეკემბერი

 

ეს ყველაზე საშიში დღეა დეკემბერში, რომელსაც თან ახლავს ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამ დროს მერკური იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას და ბევრ ადამიანს წარსული შეახსენებს თავს. როგორც არ უნდა ეცადოთ წინ სვლა, ისევ და ისევ უკან დაბრუნება მოგიწევთ, რათა რაიმეს გამოსწორება შეძლოთ ან საკუთარ შეხედულებებს გადახედოთ.

ამავე დღეს მოხდება მერკურის და ვენერას შერწყმა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის და შურისძიების პროვოცირება. ბევრი ადამიანის ქცევის გათვლა სრულიად შეუძლებელი გახდება.

შეეცადეთ ამ დღეს ნაკლებად იკონტაქტოთ უცხო ადამიანებთან, არავის მოყვეთ საკუთარი გეგმების შესახებ, არ გამოთქვათ ეჭვები და არ მიიღოთ სხვების რჩევები.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
მათთვის, ვინც ყველაფერი გასცა და სამაგიეროდ არაფერი მიიღო
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
თხის რქის ქვები
რა არ უყვართ ტყუპებს?
ტიბეტური ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნების სიბრძნე
რისი თქმა არ შეიძლება მამაკაცისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
10 ნიშანი იმისა, რომ მემკვიდრეობით კუდიანი ხართ
ზოგიერთი ადამიანი ვერასდროს შეგიყვარებთ
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უჭირთ გუნდურად მუშაობა?
ყველაზე ჰაეროვანი ნიშნები
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
რა არის ნატალური რუკა ?
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
კარმას ოქროს წესი: მიზეზის და შედეგის კანონი