კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი

როგორ უნდა გვიყვარდეს ქალი

ფეისბუქზე გაზიარება

9 რჩევა მამაკაცებს, რომლებიც რჩეულ ქალთან ურთიერთობაში გამოგადგებათ

ურთიერთობას მოფრთხილება და მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ 
ხვდებით, რომ სასურველი პარტნიორი იპოვეთ ცხვორებაში. ხშირად, მამაკაცებიც და ქალებიც მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს საკითხებს წვრილმანებად თვლიან, ფიქრობენ, რომ მათი უგულებელყოფა, გადადება, უყურადღებობის გამოჩენა არაფერს ავნებს მათ სასიყვარულო ურთიერთობას - სინამდვილეში კი სწორედ აქ უშვებენ დიდ შეცდომას, რომლის გამოც მწარე შედეგებს იმკიან.

წარმოგიდგენთ 9 რჩევას, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ საყვარელ ქალთან ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნებაში ან ახალი ურთიერთობის სწორად დაწყებაში.

1. შეუთანხმეთ მას თქვენი სოციალური როლები
არსებობენ ქალები „ებრაელი დედის“ სინდრომით, არიან მუდმივად ბავშვი ქალები, არსებობენ ძლიერი და დამოუკიდებელი ხასიათის ქალები, ხელმძღვანელები და მმართველ პოზიციებზე მყოფები, და არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც ყავის მომზადებაც კი არ შეუძლიათ. არსებობენ საკუთარ თავში კლინიკურად დაურწმუნებელი ან მხოლოდ ფიზიკური გარეგნობის მქონენი, რომლებისაც ყველა დანარჩენს შურს. არსებობენ ჭკვიანი, მოკრძალებული, ელიტარული წრეების წარმომადგენელი ქალები და კომუნიკაბელური, ჰიპერაქტიური ქალები დოქტორის ხარისხით - მაგრამ თქვენ გჭირდებათ ის ქალი, რომელსაც უგებთ, რომელთანაც იზიარებთ თქვენი და მისი სოციალური როლების გადანაწილების პრინციპს. 
არაფერია სამარცხვინო მაგალითად იმაში, როცა ქალი გეუბნებათ, რომ თქვენ ის უნდა უზრუნველყოთ სამოსით და გადაიხადოთ ბინის ქირა ან იპოთეკა, ხოლო თავად გაუძღვება სახლის საქმეებს და ყოველთვის ვნებიანი იქნება საწოლში. ან თუნდაც ის, როცა ქალი გეუბნებათ, რომ შვილების გაჩენისა და დედობისთვის არის მზად და უზრუნველყოფა სჭირდება. უმთავრესი ურთიერთობებში არის ორივე მხარის შეთანხმება ნებისმიერ საკითხზე. 
ღრმა ოჯახური კონფლიქტების ლომის წილი მოდის სწორედ გაურკვევლობასა და წინასწარ შეუთანხმებლობაზე. რომ პარტნიორს ან მეუღლეს ჰქონდა სულ სხვა მოლოდინი და ბოლოს იმედგაცრუებული დარჩა. ამიტომ, საჭიროა ყველა საკითხზე ისაუბროთ, განიხილოთ და შეთანხმდეთ სანამ იმოქმედებთ. ასეთი საუბრები — «ვაჭრობა» ნამდვილად არ არის, რომელიც რომანტიკული გადმოსახედიდან კრიტიკის ქვეშ ექცევა, ეს ჩვეულებრივი, ნორმალური ნაბიჯებია ჰარმონიული ურთიერთობების შენების გზაზე. ოჯახური იდილია ციდან არ ჩამოვარდება და თქვენს სახლს არ დაეცემა სახურავზე. ის თქვენ უნდა შექმნათ და შეინარჩუნოთ ცხოვრების მანძილზე.

2. შესთავაზეთ გადაწყვეტილების მიღება
არსებობენ გენდერულად შეწუხებული ქალები, რომლებიც თვლიან, რომ მათ უფლებებს უზღუდავენ ან ართმევენ, რომ მათ ნაცვლად სხვა იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ამ შემთხვევაში სწორი ტაქტიკის შერჩევაა საჭირო, გადაწყვეტილების მიღების პირველობის დათმობა არ ნიშნავს, რომ როცა ქალი რამეს გთავაზობთ პასუხად უთხრათ, რომ თქვენთვის სულ ერთია და თანახმა ხართ ყველაფერზე, რასაც ის გადაწყვეტს. ნებისმიერი საკითხი ერთად უნდა განიხილოთ, მაგრამ თუ ხვდებით, რომ მას შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება - მიეცით ამის საშუალება. ასევე, როცა ქალი გთავაზობთ საღამოს სადმე გასვლას, თუნდაც საჭმელად, ნუ ეტყვით, რომ სულ ერთია სად წახვალთ, რომ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ყველაფერზე თანახმა ხართ და ყველაფერს შეჭამთ. ამის ნაცვლად უთხარით, რომ გაიგეთ ქალაქს ახალი რესტორანი შეემატა საინტერესო სამზარეულოთი და ინტერიერით და მასთან ერთად გსურთ იქ წახვიდეთ. 

3. ნუ დაიკარგებით გაფრთხილების გარეშე
გასაგებია, რომ მუდმივი ანგარიშგება იმის შესახებ თუ სად იმყოფები, რას აკეთებ და ა.შ. აკნინებს თავისუფლების მოყვარულ ადამიანს, განსაკუთრებით კი მამაკაცებს არ უყვართ ეს. მეორეს მხრივ, იგივეს არ აკეთებთ სოციალურ ქსელებში? და რა პრობლემაა, რომ საყვარელი ადამიანი გააფრთხილოთ სად ხართ ან რატომ აგვიანებთ? როცა სადმე ყოვნდებით და ერთი საათი ან მეტი ტელეფონს არ პასუხობთ, მესიჯს არ წერთ, ყველაზე მომთმენი ქალიც კი გამოვა წყობიდან და იეჭვიანებს, ამას ვერაფერს მოუხერხებთ. შფოთვა, ეს ქალის ბუნების ნაწილია. გამოსავალი კი არის გაფრთხილება, რაც ძალიან მარტივად, ტექსტური შეტყობინებითაც კი შეგიძლიათ გააკეთოთ და უთხრათ, რომ გაგვიანდებათ საქმიანი შეხვედრის, თათბირის გამო და ა.შ. (სულ სხვა საკითხია, როცა ეს ყველაფერი ტყულს წარმოადგენს, რაზეც ამ სტატიაში არ ვისაუბრებთ...)

4. შეეცადეთ საოჯახო ნივთები შეაკეთოთ
ლურსმნის დაჭედების და ონკანის შეკეთების „მაგია“ ქალისთვის სასწაულის ექვივალენტურია. რის შემდეგაც ამამაკცი ხდება იმის მოწმე, თუ როგორ გარდაიქმნება ტალახიანი ბოსტნეული, სისხლიანი ხორცის ნაჭრები და გაურკვეველი ბალახები უგემრიელეს კერძად. საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავების ცოდნა და შესაძლებლობა, ქალში მამაკაცის მიმართ დიდ პატივისცემას იწვევს. ასე რომ, მცდელობა ფუჭად არ ჩაივლის.

5. იყავით პროაქტიული
პროაქტიული — ეს არის რეაქტიულის ანტონიმი, ანუ თქვენ არ რეაგირებთ, არამედ მოქმედებთ. ქალებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი, ვიდრე მამაკაცებზე, ისინი მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ისეთ რამეს, რასაც მაგალითად მამაკაცი ერთი წუთის შემდეგ დაივიწყებდა. ამიტომ, საჭიროა მონიტორინგი გაუწიოთ ქალის ამ მგრძნობიარე სისტემას. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ქალის ქმედება მკვეთრად განსხვავდება მისი ჩვეული მდგომარეობისგან, მაგალითად ბევრი საუბრის მოყვარული აღარ საუბრობს, ხალისიანი გახდა გულჩათხრობილი, მშვიდი იყო და აღგზნებულია — ნუ მოგერიდებათ, უბრალოდ მშვიდად ჰკითხეთ რამე ხომ არ მოხდა, წესრიგშია თუ არა ყველაფერი, დახმარება ხომ არ სჭირდება. იმის დანახვა, რომ პარტნიორ მამაკაცს მისი მდგომარეობა აღელვებს და მისთვის სულ ერთი არ არის, ქალის გულს კიდევ უფრო გაათბობს თქვენს მიმართ. 

6. გააკრიტიკეთ ისე, რომ ეს კრიტიკას არ ჰგავდეს
მაშინაც კი, თუკი „იშვიათი ეგზემპლიარი“ შეგხვდათ და არ შეგიძლიათ მისი მიტოვება რადგან გიყვართ, მიეჩვიეთ, გიზიდავთ და ა.შ. თქვენი რჩეული ქალის ხასიათის კორექტირება სრულიად შესაძლებელია, თან ისე, რომ არც მას აწყენინოთ და საქმეც სასიკეთოდ შემოატრიალოთ. შეეცადეთ ნებისმიერი მისი ინიციატივა, რომელიც კრახისთვისაა განწირული, ჯერ შეაქოთ, ხოლო შემდეგ ფრთხილად მიუთითოთ ნაკლოვანებებზე (გაითვალისწინეთ - მიუთითეთ ინიციატივის ნაკლოვანებებზე და არა თავად ქალზე).

7. გამოიჩინეთ ყურადღება, თუნდაც მცირედი
თვლით, რომ ყვავილების ყიდვა ფულის გადაყრაა, არადა თქვენს რჩეულ ქალს ისინი ძალიან უყვარს? თავს ძალა დაატანეთ და აუცილებლად უყიდეთ კვირაში ერთხელ მაინც. მიეჩვიეთ წვრილმანი საჩუქრების გაკეთებას ყოველგვარი მიზეზების გარეშე და დროთა განმავლობაში, თავად ჩუქების პროცესი მოგანიჭებთ კმაყოფილების გრძნობას ისევე, როგორც მისი მიღების. ყურადღების გამოჩენაში იგულისხმება გარკვეული საკითხების დამახსოვრებაც, რაშიც დაგეხმარებათ კალენდარში გაკეთებული ჩანაწერები, რომელსაც შეხსენების ფუნქცია აქვს. ასე მაგალითად შეგიძლიათ ჩაინიშნოთ თქვენი გაცნობის დღე, როდის უთხარით რომ გიყვართ, როდის დაინიშნეთ, როდის იქორწინეთ, ვალნეტინობის დღე, დაბადების დღეები და ა.შ. შეეცადეთ ამ ღირსშესანიშნავი თარიღებისთვის ყოველთვის მზად იყოთ მცირედი საჩუქრით მაინც.

8. შეაქეთ მისი გარეგნობა მაშინაც კი, როცა იცით რომ ცრუობთ
ჩვენი სოციუმის სტანდარტები ითვალისწინებს იმას, რომ ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ეს დადგენილება გამჯდარია ყველა ქალის თავში - მათ შორის არის თქვენი რჩეულიც. მართალია ახალი ვარცხნილობის, სამოსის, ხელსაბამის ან ფეხსაცმელის შემჩნევა რთულია სირიის კრიზისის, ოფციონების ბაზრის მერყეობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების ფონზე, მაგრამ თუკი თქვენი საყვარელი ქალი არ ივიწყებს იმ უმთავრეს წესს, რომლის მიხედვითაც ქალი ყოველთვის მოწესრიგებულ ფორმაში უნდა იყოს და ლამაზად გამოიყურებოდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მის გვერდით მყოფი მამაკაცისთვის - არ დაიშუროთ კომპლიმენტი. მაშინაც კი, როცა თქვენს საყვარელ ქალს თქვენთან ერთად კორპორატიულ შეკრებაზე წამოსასვლელად შეუფერებელი სამოსი და სტილი აქვს შერჩეული, შეეცადეთ თავი შეიკავოთ მკვეთრი და უხეში გამონათქვამებით გაჯერებული შეფასებებისგან. მშვიდად აუხსენით და სთხოვეთ სიტუაციის შესაბამის ფორმაში გამოეწყოს. გახსოვდეთ: ქალის მხრიდან ნებისმიერი სახის გარეგნული ცვლილება, არის მცდელობა იმისა, რომ მოგაწონოთ თავი, ამიტომ შეხედეთ ამ საკითხს პოზიტიური კუთხიდან და სკანდალის და უხეშობის გარეშე მოაგვარეთ. უთხარით, რომ რა თქმა უნდა აღფრთოვანებული ხართ და მოგწონთ როგორც გამოიყურება, რომ მიმზიდევლი და ვნებიანია, მაგრამ სიტუაციას სხვა სამოსი სჭირდება. ის დაგიჯერებთ, გამოიცვლის, ხოლო მიღებული კომპლიმენტი მასზე იმდენად პოზიტიურად იმოქმედებს, რომ ათმაგად დაგიბრუნებთ საწოლში.

9. განსაზღვრეთ ის, რასაც არასოდეს გააკეთებთ
არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც თქვენ წვრილმანებად გეჩვენებათ, ქალს კი შესაძლოა ამ ყველაფრის მიმართ საშინელი განცდა ჰქონდეს, ან პირიქით - სასიამოვნო. ამიტომ, ასეთი საკითხები განსაზღვრეთ თავიდანვე. 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა აღიზიანებს სასწორს?
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც დიდი სიყვარულისთვის არიან შექმნილი
იცით რას ნიშნავს „ოქროს წუთი“ - ანუ სურვილების ასრულების დრო?
რა აბრაზებს ქალწულებს?
ზოდიაქოს ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი 2023 წლისთვის
რა ვაჩუქოთ სასწორს
ქალწულის ქვები
როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები
მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება
სატურნი ჰოროსკოპში
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი ყველაზე ბრძენია: მათი ვერ მოატყუებ!
ზოდიაქოს ყველაზე მერკანტილური ნიშნები
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე