ბლოგი

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ

5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა შეუძლიათ

ფეისბუქზე გაზიარება

წინასწარმეტყველური სიზმარი  თითქმის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაესიზმროს, განსაკუთრებით, თუ პარასკევს ღამე დაგესიზმრებათ. თუმცა, ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანს პარასკევის ლოდინი არ სჭირდებათ, რათა მომავლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაინახონ: რომელ ნიშნებს აქვთ ასეთი უნარი?

ტყუპები

ტყუპებს ხშირად ესიზმრებათ სიზმრები, რომლებსაც ასრულება შეუძლია . მსგავსი სიზმრების უმეტესობა ტყუპებს კარგად ამახსოვრდებათ, იმიტომ რომ ტყუპების ყველა სიზმარი ფერადია და საინტერესო ფილმს ჰგავს. ტყუპებმა სიზმრების დამახსოვრება დიდი ხნის წინ ისწავლეს , მაგრამ ზოგჯერ ამ სიზმრების აზრის გაგება სჭირდებათ,  რადგანაც ვარსკვლავები ჰაერის ნიშანს სიზმრების მეშვეობით უგზავნიან სიგნალებს. ტყუპები განვითარებული ინტუიციით გამოირჩევიან, ამიტომაც თავის ვარაუდებში იშვიათად ცდებიან.

სასწორი

ბევრმა სასწორმა არც იცის, რამდენად ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს, რადგანაც ასეთ სისულელეს ყურადღებას არ აქცევს, ამას ზღაპრად მიიჩნევს. ამავე დროს, ვარსკვლავები სასწორს მომავალში წვდომას აძლევენ, იმისთვის რომ ნახონ, თუ რას გააკეთებს ეს ნიშანი, როდესაც ამ ინფორმაციას  მიიღებს. სასწორი თავის სიზმრებში  ხშირად ხედავს ახალ ადამიანებს , რომლებსაც მოგვიანებით გაიცნობს, და ასევე ფარულ რჩევებს იღებს.

კირჩხიბი

კირჩხიბი მგრძნობიარობით გამოირჩევა როგორც რეალობაში, ისე სიზმარში. ხშირად კირჩხიბის სიზმრები მთელ ტრაქტატს წარმოადგენს დაგროვებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. ამისთვის მხოლოდ  ნანახი სიზმრის სწორად ამოცნობა არის საჭირო. ნიშნის წარმომადგენლების ბუნებრივი ინტუიცია ეხმარება მათ ამის უშეცდომოდ გაკეთებაში, ამიტომაც კირჩხიბს ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის, რომ სხვების სიზმრები განმარტოს. განსაკუთრებული ყურადღება მნიშვნელოვან მოვლენებს უნდა მიაქციოს, რომლებიც სიზმრებში ხდება, ასევე გამგზავრებას და ახალ ნაცნობებს: ყველაფერი ეს შეიძლება ასრულდეს.

მერწყული

მერწყულები იშვიათად იმახსოვრებენ სიზმრებს ნათლად, მაგრამ ხშირად ხვდებიან „დეჟავიუს“ ეფექტს, რომელიც ცნობიერში შესაძლო დაკარგულ ხილვას ახსენებს. იმ შემთხვევებში, როდესაც სიზმრებს იმახსოვრებენ, მერწყულებისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციონ მცირე დეტალებს. ვარსკვლავები  მერწყულებს პირდაპირ პასუხებს და მომავლის ზუსტ მომენტებს არ უგზავნიან, მაგრამ გაუგებარ მომენტებში სწორ არჩევანზე მინიშნებებს აძლევენ, ასევე პრობლემების სწორ გადაწყვეტილებებზე მიუთითებენ.

თევზები

თევზები, ისევე როგორც კირჩხიბი, ძალიან მგრძნობიარენი არიან. წყლის ნიშანი საკუთარ ფანტაზიებში ცხოვრებას არის მიჩვეული, ამიტომაც ხშირად ყურადღებას არ აქცევს სიზმრებს, თვლის რა მათ ბობოქარი ფანტაზიის გაგრძელებად. თუ თევზები ახლებურად შეხედავენ სიზმრებს, მათში შეიძლება  აღმოაჩინონ უამრავი პასუხი, რომლებიც ადამიანებსა ან მეორე ნახევართან ურთიერთობებს ეხება. მათ  ვარსკვლავების კეთილგანწყობა არ უნდა უკუაგდონ  და რჩევების მიღების შესაძლებლობას თავი არ უნდა აარიდონ.

 

საუკეთესო: სიზმრების ახსნა

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
ზოდიაქოს 5 ყველაზე მოწყვლადი ნიშანი
ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები , მერწყული , სასწორი .
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
რა შეცდომებს უშვებენ თხის რქები ურთიერთობებში?
როგორ უნდა დაძლიონ სიზარმაცე ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებმა?
3 ზოდიაქოს ნიშანი სუსტი ნერვებით
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი
ნიშნები რომლებსაც არ უნდა ეკამათო!
ყველაზე ცივი ენერგეტიკის მქონე ზოდიაქოს ნიშნები
რატომ არის თევზები ასეთი რთული, მაგრამ ძალიან საყვარელი არსება?
სასიყვარულო ჰოროსკოპი: ის რაც ჩვენ გვსურს, ყოველთვის არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
საუკეთესო საჩუქრები თევზებისთვის
Google-ის თამაში ზოდიაქოს თემატიკაზე