ბლოგი

დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?

დავუჯეროთ თუ არა ჰოროსკოპს?

ფეისბუქზე გაზიარება

ამბობენ, რომ შორეული ვარსკვლავები ბავშვობაში მიყენებულ ტრამვებსა და ძლიერმოქმედ ნარკოტიკებზე არანაკლებ დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. შენც გჯერა ამის?

1948 წელს ფსიქოლოგმა ბერტრამ ფორერმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. მან თავის სტუდენტებს სპეციალური ტესტები დაურიგა, რათა მიღებული შედეგების დახმარებით გაეანალიზებინა მათი პიროვნული მახასიათებლები. რეალურად პროფესორი არც კი აპირებდა არავითარი ანალიზის ჩატარებას. პროფესორმა მათ ერთი და იგივე ტექსტი დაურიგა, რომელიც ჩვეულებრივი ჰოროსკოპის გაზეთიდან იყო აღებული.

ტექსტი დაახლოებით ასეთი შინაარსის იყო:

"თქვენ გესაჭიროებათ ადამიანების სიყვარული და აღფრთოვანება. თვითკრიტიკული ხართ. საკმაოდ ბევრი დაფარული შესაძლებლობები გაქვთ, რომლებსაც ვერ იყენებთ თქვენს სასიკეთოდ. თუმცა გარკვეული პიროვნული სისუსტეები გახასიათებთ. დისციპლინირებული, თვითდაჯერებული ჩანხართ, მაგრამ სინამდვილეში მიდრეკილი ხართ იმისკენ, რომ ხშირად გიპყრობთ სერიოზული ეჭვები მიღებული გადაწყვეტილების გამო. თქვენ უპირატესობას მრავალფეროვნებას ანიჭებთ და შეზღუდვები თქვენს აღშფოთებას იწვევს. ასევე ამაყობთ იმით, რომ აზროვნებთ დამოუკიდებლად, არ ეთანხმებით სხვის მსჯელობებს საკმარისი მტკიცებულებების გარეშე. ხან მეგობრული და გულღია ხართ, ხან კი თავშეკავებული და ფრთხილი. ხანდახან ზოგიერთი თქვენი მისწრაფებები საკმაოდ არარეალისტურია. თქვენი ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მიზანი – სტაბილურობაა".

ამის შემდეგ ფორერმა სტუდენტებს სთხოვა, რომ შეეფასებინათ ინდივიდუალური აღწერა ხუთბალიანი სისტემით. საშუალო მაჩვენებელი 4,26 გამოვიდა. ექსპერიმენტი სხვა ჯგუფებთანაც ჩატარდა, სადაც პროფესორი იგივე აღწერებს ატრიალებდა, მონაწილეებს კი ეგონათ, რომ ეს აღწერები კონკრეტულად მათთვის იყო შედგენილი და მხოლოდ მათ ეკუთნოდათ.

ამით ბერტრამ ფორერმა დაამტკიცა, რომ საერთოდ არ არის სავალდებულო გაგაჩნდეს რაიმე განსაკუთრებული ცოდნა იმისთვის, რომ გამოიცნო ადამიანის ხასიათი, მთავარია უთხრა, რომ პროგნოზი მოამზადეს პირადად მისთვის, საჭიროა დაემატოს ავტორიტეტი, რომ ეს მოამზადეს მეცნიერ–ფსიქოლოგებმა და შეივსოს ფრაზებით, რომლებიც პრაქტიკულად ყველას მიესადაგება. ისინი აუცილებლად უნდა იყოს პოზიტიური, ნეგატივის და კონკრეტიკის გარეშე. დღესდღეობათ ამას ფორერის ეფექტი“ ეწოდება.

 

 

აქვე მინდა მოვიყვანო ერთ-ერთი ონლაინ კვლევის შედეგებიც:

გჯერა, რომ განსხვავებული ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან?

გჯერა, რომ ჰოროსკოპები აღწერენ შენს მომავალს?

47% - ადამიანები ნამდვილად განსხვავდებიან, მაგრამ ჰოროსკოპების არ მჯერა
25% - ადამიანები ნამდვილად განსხვავდებიან და ჰოროსკოპებში სიმართლე წერია
28% - არ მჯერა არც ჰოროსკოპების და არც ზოდიაქოს ნიშნების

და რისი გჯერა შენ?

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
როგორ „ვისიამოვნოთ“ ეკონომიკური კრიზისით
რისი ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს?
10 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის კიბო საუკეთესო საყვარელი, ცოლი და ქმარი
არ იქნებით მათთან ბედნიერი: ეს ზოდიაქოს ნიშანი ყველაზე ეგოისტურია სიყვარულში
როგორები არიან პატარა ცეცხლის ნიშნები?
ვენერა ჰოროსკოპში
რომელ პრობლემებს აწყდებიან თევზები ურთიერთობის დამყარების დროს?
ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ მთელი წლის განმავლობაში თან გვახლდეს
რომელ ქვეყანაში უნდა გაატაროთ ახალი წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
5 ნიშანი იმისა, რომ დიდი ცხოვრებისეული ცვლილებების წინაშე დგახართ
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
სამი ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ჯობია არ ენდოთ
თუ პარტნიორი დაშორებას შემოგთავაზებთ, არ დაუშვათ ეს 3 შეცდომა!
ერთად ისინი ყოველთვის უფრო ძლიერი არიან: ზოდიაქოს ნიშნების წყვილები ღრმა ემოციური კავშირით