ბლოგი

როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ

როგორი ენერგიები მართავენ 2023 წელს და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ

ფეისბუქზე გაზიარება

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ, თუ გაითვალისწინებთ წყლის შავი კურდღლის წლის ენერგიებს. ასტროლოგების მიერ შედგენილი, 2023 წლის ზოგადი პროგნოზი დაგეხმარებათ გაიგოთ, რა ცვლილებები გელით და როგორ გამოიყენოთ ისინი მაქსიმალური სარგებელის მისაღებად. ასევე, როგორ უნდა მოახერხოთ ენერგეტიკული ველის ცვლილებებთან გამკლავება.

 

როდის იწყება წყლის შავი კურდღლის წელი?

 

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ახალი წელი ჩინური კალენდრის მიხედვით იწყება. და თარიღები მუდმივად იცვლება.

ჩინეთში ახალ წელს მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ის შეიძლება დადგეს 21 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში. ახალი წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით დგება იანვრის ახალმთვარეობის მეორე დღეს.

ანუ 2023 წელს, კურდღელი ძალაუფლების სადავეებს 22 იანვარს აიღებს. წინა დღეს კი ახალი მთვარე იქნება.

ახლა კი გადავიდეთ მთავარზე - რა ენერგიებით იმართება კურდღლის წელი?

2023 წლის ფერია შავი ან ლურჯი. სიმბოლო - წყალი. ეს არის ძლიერი ელემენტი, რომელიც თავის კვალს დატოვებს. მაგრამ არსებობს უფრო ძლიერი ენერგიები, რომლებიც გააქიურდებიან 4 თებერვალს.

ჩინელი ასტროლოგი ბა ცზი ამბობს, რომ კურდღლის მთავარი საფუძველი არის ინის ხე. მისი ენერგია ჩინური კალენდრის მიხედვით პასუხისმგებელია გაზაფხულის სეზონზე, განახლებასა და საწყისზე. ამიტომ, 2023 წელს ინოვაციები და კარდინალური ცვლილებები ხელსაყრელი იქნება, განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობაში. უნდა იმოქმედოთ ახლებურად და დაარღვიოთ დამკვიდრებული შაბლონები.

მაშინაც კი, თუ არ გსურთ შეცვალოთ საქმიანობის სფერო, ვერ ასცდებით ცვლილებების აუცილებლობას, რადგან ისინი ჰაერივით აუცილებელია. ძველი სტანდარტები და სქემები აღარ მოიტანს სასურველ შედეგს. ამიტომ ახალი სტრატეგიების შემუშავება მოგიწევთ.

კურდღლის ძლიერი ენერგია ვერ იტანს მოკრძალებას. ამიტომ, იაქტიურეთ, წარმოაჩინეთ საკუთარი თავი, ისაუბრეთ თქვენს უნარებსა და ნიჭზე - ეს წარმატების განუყოფელი ნაწილია.

 

როგორ იმოქმედებს 2023 წლის ენერგიები ტენდენციებზე

 

გარემო იქნება მაქსიმალურად ხელსაყრელი სასწავლო პროცესისთვის. განსაკუთრებული წარმატების მიღწევა შეუძლიათ მასწავლებლებს, მენტორებს, მწვრთნელებს, ტრენერებს და სტუდენტებს. შესანიშნავი დროა თქვენი საგანმანათლებლო პროექტის ან კურსის დასაწყებად. არ შეგეშინდეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

მოდის, სილამაზისა და დიზაინის ინდუსტრიები ტრენდში რჩება. ატიური იქნება ფერადი სამოსი, და არც ისე მოკრძალებული. კლასიკური მოდელები 2023 წელს არ იქნება აქტიური.

 

ტენდენციები ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:

 

  • ნატურალური ქსოვილები და კანის მოვლის საშუალებები;

  • ორგანული საკვები;

  • მრავალჯერადად გამოყენებადი მასალების დახარისხება და გადამუშავება.

 

გარემოზე ზრუნვა სულ უფრო და უფრო იზრდება, სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდება. წლის ენერგიები დაეხმარება ყველას, ვისაც სურს ცხოვრება უფრო ეკოლოგიური გახადოს.

ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის წამოწყება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ორგანული ბოსტნეულის ან ლუფის მოყვანა, ნატურალური საპნის დამზადება, ეკო მაღაზიის გახსნა, ჩანთების კერვა და ა.შ. შეუძლიათ წარმატების იმედი ჰქონდეთ - ყველა მათგანი მოთხოვნადი იქნება უახლოეს წლებში.

2023 წელს წარმატებული იქნება სხვადასხვა სახის პარტნიორული თანამშრომლობაც. მოძებნეთ თანამოაზრე ადამიანები, ვისთანაც ცხოვრებასა და მიზნებზე ერთნაირი ხედვა გაქვთ. მათთან კომუნიკაცია იქნება არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ ეფექტური და მამოტივირებელი.

2023 წელს წარმატებულ სფეროებს შორის იქნება მედიცინა, ფსიქოლოგია, ასტროლოგია.

ასტროლოგების რჩევაა იზრუნოთ თქვენს ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე - ეს მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
10 ასტროლოგიური ფაქტი, რომელიც არ იცი
როგორია თქვენი ცხოვრების აზრი და დანიშნულება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები
რეტროგრადული მერკური: როგორ გადავიდეთ ახალ 2023 წელს ისე, რომ შეცდომები არ დავუშვათ
იდეალური სახლი თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ
მიმზიდველი და მიუწვდომელი: ამ ორი ზოდიაქოს ნიშნის ქალის შეკავება ყველაზე რთულია
ცუდი ზოდიაქოს ნიშნები
როგორი მხარჯველები არიან ზოდიაქოს ნიშნები?
რა სიურპრიზებს ამზადებს 2021 წელი ზოდიაქოს ნიშნებს
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
სამყარომ ფავორიტად ზოდიაქოს ეს სამი ნიშანი აირჩია
ყოფილი სიყვარული ყველაზე ხშირად ბრუნდება ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრებაში
რა ვაჩუქოთ თხის რქას
რა უნდა გააკეთოთ, თუ კირჩხიბი შეგიყვარდებათ