კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს

ზოდიაქოს ყველა ნიშნის ბნელი მხარე 2022 წელს

ფეისბუქზე გაზიარება

თითოეულ ჩვენგანს აქვს ბნელი მხარე, რომლის დამალვას საგულდაგულოდ ვცდილობთ, მაგრამ ის დროდადრო მაინც იჩენს თავს...

 

ქვემოთ ვისაუბრებთ ამ მხარეებზე, იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დავიბადეთ და როგორ შეგვიძლია 2022 წელს ნეგატიური იმპულსების დათრგუნვა.

 

ვერძი

თქვენ სულისკვეთება ძლიერი და კონკურენტულია. გინდათ იყოთ ყოველთვის პირველი, თუნდაც იცოდეთ, რომ არასწორ საქმეს აკეთებთ. მეორეს მხრივ, თუ ვინმე ცდილობს თქვენი გვერდის ავლით რაიმეს გაკეთებას, ამას იღებთ პირად შეურაცხყოფად და სიძულვილის გრძნობა გიჩნდებათ. 2022 წელს შეეცადეთ ისწავლოთ გუნდური მუშაობა და მაშინ შეამჩნევთ, რომ პროფესიულად გაცილებით წარმატებული გახდით.

კურო

ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს უყვართ ფული და ითვლებიან პლანეტის ყველაზე მატერიალისტ ადამიანებად. კურო ნივთებს ფულადი ღირებულებით აფასებს. ისინი ასევე პერფექციონისტები არიან. იმისთვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ, კურო ქალებს შეუძლიათ სარკის წინ დიდი დრო გაატარონ. ისინი სრულიად ნორმალურად თვლიან უზარმაზარი თანხების დახარჯვას ტანსაცმელსა და სილამაზის საშუალებებზე, რაც მათ ნაკლოვანებების დამალვაში დაეხმარება. 2022 წელს ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ ფოკუსირება მოახდინონ ფულის დაზოგვაზე და შეწყვიტონ უსარგებლო ნივთების ყიდვა.

ტყუპები

ზოდიაქოს ეს ნიშანი ადამიანებს ყოველთვის  კრიტიკოსის თვალით უყურებს. გარდა ამისა, ხშირად უსაფუძვლოდ ბრაზდება და უჭირს ემოციების მართვა. თქვენ ამბობთ იმას, რაც თქვენთვის საინტერესოა და ვერ აცნობიერებთ, რომ თქვენმა ხისტმა პასუხებმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს. გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ სიტყვები დავიწყებულია, კვალი სამუდამოდ რჩება. თუ გსურთ 2022 წელს მეგობრებთან და ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება, იყავით უფრო თავშეკავებული და ტოლერანტული.

კირჩხიბი

ეს ადამიანები მიდრეკილნი არიან ჭიქას ნახევრად ცარიელს ხედავენ. ისინი პესიმისტები და ასევე ძალიან მგრძნობიარენი არიან - პატარა პრობლემამაც კი შეიძლება წონასწორობა დააკარგვინოთ. სწორედ ამიტომ, კირჩხიბის მეგობრები ყოველთვის ფრთხილად არჩევენ სიტყვებს მასთან ურთიერთობისას, რადგან ეშინიათ მისი განაწყენების. თუ გსურთ მშვიდი 2022 წელი გქონდეთ, შეეცადეთ შეხედოთ სამყაროს სხვა კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, მეგობრები ყოველთვის დაგეხმარებიან.

ლომი

ლომები ზოგადად მომხიბვლელი და მზრუნველი პიროვნებები არიან, მაგრამ ისინი ხშირად სიყვარულს მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ გამოხატავენ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ყურადღება სჭირდებათ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გამოირჩეოდნენ მასისგან. ლომები თვლიან, რომ სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. 2022 წელს თქვენ უფრო მეტად უნდა დაეხმაროთ სხვებს. ეს მოგიტანთ სიმშვიდეს და სხვების მხრიდან პატივისცემას.

ქალწული

თქვენ ელით, რომ სხვები გააკეთებენ იმას, რაც თქვენ გსურთ და თუ ასე არ ხდება, მაშინვე აკრიტიკებთ ამ ადამიანებს, აკრავთ სხვადასხვა ეტიკეტებს და არაფრის მოსმენის სურვილი არ გაქვს. თუ სხვისი აზრი არ ემთხვევა თქვენსას, თვლით, რომ ის მიუღებელი და არასწორია. გარეგნულად ავლენთ თავდაჯერებულობას, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს ამპარტავნებას, თუმცა შინაგანად არც ისე თავდაჯერებული ხართ. თუ 2022 წელს არ დაიწყებთ სხვა ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინებას და არ მიიღებთ მეგობრების დახმარებას, მაშინ მარტო მოგიწევთ პრობლემების მოგვარება, რაც ძალიან რთული იქნება.

სასწორი

სასწორები მიდრეკილნი არიან თავად აირჩიონ არასწორი ცხოვრებისეული პარტნიორები და როდესაც ხედავენ, რომ ურთიერთობა არ გამოდის, მათ არ ჰყოფნით გამბედაობა, დაშორდნენ ამ ადამიანს. გარდა ამისა, სასწორი ქალწულის ღირსეული კონკურენტია ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნის სტატუსისთვის ბრძოლაში. ეცადეთ, ამ წელს თავი პირველ ადგილზე დააყენოთ და პირად ცხოვრებაში მოწესრიგდეთ. იპოვეთ პარტნიორი, რომელიც დაგაფასებთ.

მორიელი

თქვენ გსურთ, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს. ყოველთვის ეძებთ ნაკლოვანებებს ნივთებში და ხარვეზებს ადამიანებში. ვერ იტანთ უხეშ ძალას. ასევე მოგწონთ კონტროლი და იცით, როგორ მოაწყოთ გადამწყვეტი შეტევა. თუ გინდათ, რომ წლის ბოლომდე სრულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვამდე არ მიხვიდეთ, 2022 წელს მიზანშეწონილია სამუშაოს განაწილება კოლეგებს შორის და პარტნიორთან ურთიერთობის მაქსიმალურად დალაგება.

მშვილდოსანი

თქვენ გავხართ ქარიშხალს. არაფერია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე საკუთარი სურვილები. გინდათ, რომ ყველაფერი თქვენს ჭკუაზე იყოს, ზოგჯერ სხვა ადამიანების კეთილდღეობის ფასადაც კი. სხვისი ტანჯვა თქვენი პრობლემა არ არის. თუ ვინმე ხელის შეშლას ეცდება, მზად ხართ მის გასანადგურებლად. არ გაინტერესებთ რას ფიქრობენ სხვები. წელს გირჩევთ დაიწყოთ სხვა ადამიანების სურვილების გათვალისწინება. ეს თქვენს ცხოვრებას უფრო მშვიდს და ეფექტურს გახდის. უფრო მეტიც, მეგობრები ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან.

თხის რქა

თხის რქებს არ აქვთ იუმორის გრძნობა და ისინი ასევე უკიდურესად გამორჩეულები არიან სიყვარულის ან შეყვარების უუნარობით. მთელი მათი აზრი მიმართულია გავლენების მოპოვებასა და ამ მიმართულებით სტრატეგიების შემუშავებაზე. გამუდმებით ამ საკითხზე ფიქრი და მცდელობა, მათ საშუალებას აძლევს მოიპოვონ სასურველი ძალაუფლება. მაგრამ როგორც კი თხის რქები მწვერვალს მიაღწევენ, ისინი მაშინვე გადაიქცევიან ტირანებად. თუ 2022 წელს მოახერხებთ გახდეთ კარგი ლიდერი, მოიპოვებთ ხელქვეითების აღიარებას და ერთგულებას, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ თქვენს სასარგებლოდ.

მერწყული

მათ სჯერათ საკუთარი უპირატესობის სხვა ადამიანებზე. მერწყულები ბევრს მუშაობენ საოცნებო ცხოვრების მისაღწევად. ამისთვის ისინი მზად არიან გაიღონ ნებისმიერი მსხვერპლი, მათ შორის მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტაზეც მიდიან. მაგრამ როგორც კი მერწყულები მიიღებენ იმას, რაც სურთ, ცხოვრება მოსაწყენი ხდება, რადგან არაფერი აღარ იზიდავთ და აღაფრთოვანებთ მათ.

2022 წელი მერწყულებისთვის იქნება განსაცდელების წელი ცხოვრების ყველა სფეროში, ამიტომ ნამდვილად არ „მოიწყენენ“.

თევზები

ათობით წინააღმდეგობრივი ადამიანი ცხოვრობს თქვენში და გარეგნულად მუდმივად იღებთ ერთ-ერთი მათგანის სახეს. შესაბამისად, თქვენი გაგება ძალიან რთულია. გგეჩვენებათ, რომ ფსიქოზს მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ, რომლის დამალვასაც უიმედოდ ცდილობთ სხვებისგან. თქვენთან დაკავშირებით, დანამდვილებით ვერაფერს იტყვის ზოდიაქოც კი, რადგან მხოლოდ თქვენ იცით, რამდენად კონფლიქტური სიტუაციაა ახლა თქვენს თავში. ვარსკვლავები გირჩევენ მოერიოთ თავს და მეტად ჩამოყალიბდეთ სამომავლო სურვილებსა და გეგმებში, თორემ 2022-იც სრულიად ფუჭად ჩაივლის.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თევზების ქვები
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან დაცული გათვალვისგან
როგორ გავიგოთ რომელია ჩვენი «ბედნიერების და წარმატების ფერი»
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა?
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთა სიზმრებს დიდი მნიშვნელობა აქვს
12 საინტერესო ფაქტი ქალწულების შესახებ
თუ თქვენს მეგობრებს შორის არიან ამ 3 ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები - ბედნიერი ხართ!
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
აფრიკული ჰოროსკოპი - ყველაზე ზუსტი საშუალებაა მომავლის განჭვრეტისთვის
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
2024 წლის უზუსტესი ჰოროსკოპი პოპულარული ავსტრალიელი ასტროლოგის - ანჯელინა პერლისგან
კომპლექსები და ზოდიაქოს ნიშნები