ბლოგი

ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ

ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ზაფხულისთვის წონაში კლებას შეძლებენ

ფეისბუქზე გაზიარება

ზამთარი დასასრულს უახლოვდება, და ბევრი უკვე დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ მოაწესრიგოს სხეული ზაფხულის სეზონისთვის.

რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებს  აქვთ ზაფხულისთვის წონაში კლების შანსი?

მერწყული

თქვენ საკუთარი თავის და ნებისყოფის გჯერათ, რისი წყალობითაც ყველაფერი შეგიძლიათ, გახდომაც კი. კარგ ხასიათზე ხართ, მაგრამ სტრესს და მრისხანებას თავი უნდა აარიდოთ, როდესაც მოულოდნელი დაბრკოლებები, არაკომფორტული ადამიანები ან მკაცრი კრიტიკა გხვდებათ, რომლებმაც შეიძლება დანებება გაიძულონ. ისეთი ნებისყოფით, როგორიც თქვენ გაქვთ, წონის კლება არ უნდა იყოს პრობლემა. საუკეთესო შედეგების მისაღწევად კვების მოქნილი გრაფიკი უნდა აირჩიოთ მხარდაჭერის ონლაინ-ჯგუფთან შეთავსებით, სადაც შეგიძლიათ თქვენი წარმატებები და წარუმატებლობები გააზიაროთ.

კურო

კურო მზად არის იმისთვის, რომ თავისი ცხოვრება და სხეული პირადად გააკონტროლოს 2021 წელს. მთვარე და ვენერა ასევე გიბიძგებთ, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ, ასე რომ არ შეგეშინდეთ სპორტით დაკავების და ზოგიერთი მოსადუნებელი და გამაფხიზლებელი პროცედურების გამოყენების. რადგანაც თქვენს ნიშანს მოთმინება ახასიათებს, თქვენ გაგიმარტივდებათ დიეტის მკაცრი გეგმის დაცვა.

ქალწული

ქალწული ძალიან დისციპლინირებულია. და თუ თქვენ წონაში კლება გინდათ, ამას სწრაფად გააკეთებთ, თუნდაც შიმშილი და მძიმე ვარჯიში მოგიწიოთ. გახდომა- მარათონია, და არა სპრინტი. ნელი და მდგრადი ტემპი- ისაა, რაც გჭირდებათ. სცადეთ, ირბინოთ ან სპორტდარბაზში ჩაეწეროთ ველოსიპედით სიარულის გაკვეთილებზე. როგორც კი აირჩევთ იმას, რაც მოგწონთ, პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება. რაც შეეხება დიეტას, იფიქრეთ კალორიების დათვლაზე. თვალი ადევნეთ იმას, რასაც ჭამთ, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.

მორიელი

მორიელს სხვა ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშანზე უფრო მეტად უადვილდება გახდომა. ეს ხდება იმიტომ, რომ მორიელი პოზიტიურია, კარგად ორგანიზებული, გამბედავი და მზადაა, რომ კვების ახალი რეჟიმი დაიცვას. გამბედაობით სავსე ხართ, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიოთ. არ გაშინებთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, ძალისხმევის და მოთმინების გზით. თუ დიეტას დაიცავთ, მთელი გზის თავიდან ბოლომდე გავლა მოგიწევთ!

ლომი

ამ წელს სრული ეიფორიის მომენტებს განიცდით, იმიტომ რომ გამბედავი და ენერგიით სავსე ხართ. თქვენ ხართ სიცოცხლის სიყვარულის და ნებისყოფის მაგალითი ბევრისთვის. თუ გეგმაში გაქვთ რამდენიმე კილოგრამის დაკლება, ყველაფერი გამოგივათ. სცადეთ ზუმბას გაკვეთილები ან რეგულარულად იარეთ ცეკვაზე. ყველაფერი, რაც საკუთარი თავის გამოხატვის და ყურადღების მიქცევის  საშუალებას გაძლევთ, ზედმეტ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რაც უფრო მაღალია თქვენი ვიბრაციების სიხშირე, მით მეტს გაძლევთ სამყარო
5 რამ, რაც ქალებმა არ უნდა გააკეთონ მამაკაცებისთვის
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებმაც იციან როგორ მიიღონ ის, რაც სურთ
4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სახლი სტრესისა და ბრაზის ბუდეა
ასტროფსიქოლოგის რჩევები - როგორ დავიბრუნოთ მამაკაცი მორიელი
შესაძლოა, ლოდინი გიწევთ, რადგანაც ღმერთს უნდა, რომ გაიგოთ: ცხოვრება ზუსტი გეგმით არ წარიმართება
რა ვაჩუქოთ თხის რქას
გაიგე რა ჯადოსნური საჩუქარი მიიღე დაბადების დღეზე
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
კარმის 12 ნაკლებად ცნობილი კანონი (ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიან)
ტარო-პროგნოზი 2023-ის დეკემბრისთვის
წყლის შავი კურდღლის წელი: რა არ უნდა დავდოთ საახალწლო სუფრაზე
ჭკვიანი ქალის დამახასიათებელი ნიშნები
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი და შეუპოვარი ქალების რეიტინგი