ბლოგი

თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი

თქვენს ცხოვრებაში მშვიდობის და სიწყნარის მომტანი 7 წესი

ფეისბუქზე გაზიარება

ზოგჯერ ცხოვრება გვღლის ემოციური, ფიზიკური და სულიერი კუთხით. თუ დროს არ დავუთმობთ ძალების აღდგენას , ამან შეიძლება სრულ გამოფიტვამდე მიგიყვანოთ.

 

ცხოვრება რთული რამეა. ჩვენ აღმასვლას და დაცემას განვიცდით, რომლებიც ემოციური, ფიზიკური და სულიერი გაგებით გვღლის. თუ დროს არ დავუთმობთ ძალების აღდგენას , ამან შეიძლება სრულ გამოფიტვამდე მიგიყვანოთ.

 

გადატვირთვა ყოველ დღე არის საჭირო, რათა მიაღწიო იმას, რაზეც ოცნებობთ. თუ სულ მიუშვებთ სიტუაციას, მაშინ მუდმივი სტრესი და მღელვარე გრძნობები დიდი გამოგიყვანენ მწყობრიდან.

 

ჩვენს სხეულს დასვენება სჭირდება. ჯანსაღი ფიზიკური გარსის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია მეტაფიზიკური კავშირების დამყარება.

 

თუ ჩვენს ორგანიზმს არ მოვუსმენთ, ერთ არამშვენიერ დღეს შეიძლება მორალურად გადაიწვეთ. პირველი საგანგაშო ნიშნები- უიმედობის ადა მღელვარების მუდმივი გრძნობა. იმისთვის რომ სრულიად გახსნათ თქვენი პოტენციალი, ჩვენი სხეული და ცნობიერი მშვიდობის და ჰარმონიის მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს.

 

7 პრაქტიკას წარმოგიდგენთ, რომლებიც შეგიძლიათ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართოთ, რათა მასში მშვიდობა და სიწყნარე შემოიტანოთ.

 

1. გააცნობიერეთ ის, თუ როგორ ვართ სამყაროსთან დაკავშირებული. თითოეული მცენარე, ცხოველი და ადამიანი თითქოს უხილავი ძაფით არის თქვენთან შეერთებული. არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეული ჩვენი ქმედება, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, სხვებზე გავლენას ახდენს.

 

2. მედიტაცია- მოდუნების შესანიშნავი ხერხია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ- არ დაიძაბოთ და მისცეთ ინტუიციას თქვენზე გამარჯვების მოპოვების საშუალება. არ არის აუცილებელი, რომ რამე მნიშვნელოვან გზავნილს მიიღებთ სამყაროსგან ან სულიერი წინამძღვრებისგან. უმეტეს შემთხვევაში თქვენ თვალწინ წარსულიდან ბედნიერი მოგონება ამოტივტივდება, რომელიც მოდუნებაში დაგეხმარებათ.

 

3. კიდევ ერთი ხერხი, რომელიც შეგიძლიათ სცადოთ- სუნთქვის ტექნიკები. შესუნთქვის და ამოსუნთქვის გარკვეულ სისტემას სასწაულების მოხდენა შეუძლია თქვენს მენტალურ ჯანმრთელობასთან. სუნთქვის ტექნიკების უამრავი რაოდენობა არსებობს. სცადეთ რამდენიმე მათგანი, რათა გაიგოთ, რომელი გიხდებათ ყველაზე მეტად.

 

4. თავისი აზრების ვიზუალიზაცია- ასევე სულიერი სიმშვიდის მიღწევის კარგი ხერხია. როდესაც ძლიერ ნერვიულობთ იმაზე, თუ რა გინდათ მომავალში და ეს აწმყოზე კონცენტრირებაში ხელს გიშლით, სცადეთ წარმოიდგინოთ, რომ უკვე მიიღეთ სასურველი. ეს იმედს და მოტივაციას მოგცემთ ძალისხმევის დასატანებლად, რათა თქვენი ოცნებას რეალოაბდ გახადოთ.

 

5. სასურველის მოზიდვის და სამყაროს სინქრონულობის გაგების კიდევ ერთი შესანიშნავი ხერხი- მადლიერების გამოხატვა იმისთვის, თუ რაც გაქვთ. როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ და ვაღიარებთ, რამდენად მადლიერი ვართ ამა თუ იმ რამისთვის ჩვენს ცხოვრებაში, ეს გარშემომყოფებსა და სამყაროსთან პოზიტიური კავშირების დამყარებაში გვეხმარება. ეს ძალიან მარტივი ხერხია თავისი ცხოვრების ბედნიერი და დადებითი ემოციებით შევსებისთვის.

 

6. ბუნებასთან კავშირის აღდგენა დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების სიმშვიდით ავსებაში. ბუნება ადამიანს სულიერ და ფსიქიკურ სიმშვიდეს ჩუქნის. თითოეულს შეუძლია იმის არჩევა, რაც მეტად უხდება, პარკში გასეირნებიდან დაწყებული და მთაში წასვლით დამთავრებული.

 

7. როდესაც თავის თავს და სხვებს პატიობთ, თავიდან იცილებთ ზედმეტი ტვირთისგან, რომლის ტარებაც გიწევთ ცხოვრებაში. ხშირად გაიღიმეთ. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ თქვენი სულის მაღალი ვიბრაციების შენარჩუნებაში.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
8 მიზეზი თუ რატომაა თხის რქა საოცარი ადამიანი
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
მავნე ჩვევები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
მზე ჰოროსკოპში
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
5 მოღალატე ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც არ უყვართ ადამიანები
ტოქსიკური ადამიანის ტიპი, რომელსაც თავი უნდა აარიდოთ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
5 ყველაზე ემოციურად არაპროგნოზირებადი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს ყველაზე სუსტი ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წყვილებს მომავალი არ აქვთ
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად არის დაქვემდებარული ფსიქიკურ აშლილობას
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
რამდენ ხანს ცოცხლობენ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები?