ბლოგი

ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“

ადამიანები, რომლებიც არასდროს არ ამბობენ „მადლობას“

ფეისბუქზე გაზიარება

ყველაფერს, რასაც მათთვის აკეთებთ, სათანადოდ არ აფასებენ.

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომ ზოგიერთი ადამიანი არასდროს არ ამბობს „მადლობას“? არა, ჩვენ სულაც არ გვესაჭიროება მუდმივი გამოხატვა ვინმეს მადლიერების მიმართ, მაგრამ ყოველთვის ველოდებით კარგ დამოკიდებულებას მაინც პასუხად ჩვენს ძალისხმევაზე. თუმცა, ბევრი მიზეზის გამო ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია მადლიერების გამოხატვა.

თქვენს ნაცნობებს შორის სავარაუდოდ მოიპოვება ასეთი ადამიანი. მაგრამ ყველაზე საინტერესო აქ არის ის, რომ ეს სავსებით ჩვეული საქმეა და ასეთი ქცევა დღეს გახდა ჩვეულებრივი. ჩანს, რომ თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველას ჰყავს ნათესავი, კოლეგა ან მეზობელი, რომელიც აჩვენებს ცივ და მტრულ უმადურობას.

მსგავსი სიტუაციები შეიძლება იყოს საკმაოდ არასასიამოვნო და მტკივნეული, რადგან უმადურობა სულაც არ არის ის, რასაც ელოდებით გაწეული სამსახურის საპასუხოდ. მაგრამ უფრო უარესი, როდესაც ადამიანი სათანადოდ არ აფასებს თქვენ ძალისხმევას, თითქოს ვალდებული იყავით, გაგეკეთებინათ ის, რაც გააკეთეთ.

როდესაც ასეთი რამ ხდება, თქვენ ალბათ ტქვენ ტავს ეკითხებით: „ რატომ მივეხმარე ამ ადამიანს?“. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანია, შეძლოთ გაუმკლავდეთ უხერხულობის და თუნდაც დანაშაულის გრძნობასთან, და სცადოთ მიიღოთ ძალიან მარტივი ფაქტი: მათშია საქმე, და არა თქვენში. უმადურობას აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური მიზეზები.

 

ადამიანები, რომლებიც „მადლობას“ არ ამბობენ

ტელ-ავივის უნივერსიტეტის ფსიქოლოგ პინხას ბერგერის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც არ ამბობენ „მადლობას“, ტოვებენ შესაძლებლობას, ჯანსაღი ურთიერთობა დაამყარონ. ასევე მათ ამით შეუძლიათ შეაკავონ თავიანთი განვითარება.

ადამიანები, რომელბიც არასდროს ამბობენ „მადლობას“ (რადგან არ უნდათ ან არ შეუძლიათ ამის გაკეთება), არ აღიარებენ ან ამცირებენ გარშემომყოფების კარგი ჟესტების და ძალისხმევის ფასს. მაგრამ ამას აქვს შედეგები. ასე, საბოლოოდ ისინი იღებენ იმას, რასაც თვითონ აგეგმარებენ ამ სამყაროში: უნდობლობა და მტრობა.

დოქტორ ბერგერის კვლევების მსვლელობისას იყო გაკეთებული რამდენიმე საინტერესო აღმოჩენა. და პირველი მათგანი- ეს არის ასეთი ქცევის შეცვლის შესაძლებლობა. რეალობა ისეთია, რომ ადამიანებს, რომელბიც „მადლობას“ არ ამბობენ, აქვთ არსებითი ემოციური და სოციალური ნაკლოვანები.

 

უმადურობის გამოვლინება

პინხას ბერგერი გვირჩევს, გამოვარჩიოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოავლინონ უმადურობა კონკრეტულ მომენტში და ისინი, ვინც მუდმივად უმადურია.

- თუ ოდესმე განიცდიდით დეპრესიას ან შფოთიან აშლილობას, მაშინ უკვე იცით, რომ ერთ-ერთი სიმპტომი, რომლისკენაც ისინი მიყავთ, არის მგრძნობელობის და განმცდელობის დაქვეითება იმის მიმართ, რასაც სხვები მათთვის  აკეთებენ. თქვენ უბრალოდ არ ამჩნევთ კარგ მოქცევას, რადგან ცუდად ხართ.

- მეორე მხრივ, თუ ვინმე ასე მუდმივად იქცევა, ესე იგი უმადურობა მისი ხასიათის თვისებაა.

 

პიროვნებათაშორისი ურთიერთობის უნარის არარსებობა

კიდევ ორი ფაქტორი, რომელთა დაიგნორება არ შეიძლება, არის აღზრდა და განათლება. ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლიათ იყვნენ მადლიერები და გამოხატონ მადლიერება მცირე ყოველდღიური რაღაცების მიმართ. არავინ არ ასწავლა ისინი, იყვნენ კეთილები და ტაქტიანები.

ამას გარდა, სიკეთის და მადლიერების გამოხატვა შეიძლება პრინციპში იყოს მათთვის არადამახასიათებელი. აი რატომაც ბევრი ადამიანი არასდროს არ იცვლება.

ზოგჯერ პრობლემა სულაც არ მდგომარეობს ცუდ აღზრდაში, არამედ სოციალური ურთიერთქმედების უნარებში. აქ ჯობია გავითვალისწინოთ როგორც ურთიერთობების უუნარობა და ტაქტიანად ყოფნის სურვილის არქონა, ასევე ორმხრივობის არარსებობა ვინმეს სიკეთის საპასუხოდ.

 

თანაგრძნობის არარსებობა

ბევრი ადამიანი, რომელიც არასდროს არ ამბობს „მადლობას“, უბრალოდ არ ამჩნევს და არ აფასებს სიკეთის ჟესტებს. მათ არ ყოფნით ემოციური ინტელექტის და თანაგრძნობის საბაზისო დონე, რათა გაიგონ, რომ სხვისი სიკეთე ძალისხმევა მიმართულია მათი ცხოვრების გამარტივებისკენ.

ყველაფერს, რასაც მათთვის აკეთებთ, ისინი სათანადოდ არ აფასებენ, რადგან თქვენგან სწორედ ამას ელოდებიან. და ასეთი თანაგრძნობის არარსებობა ხდება ქრონიკული. დროთა განმავლობაში ეს ადამიანები შეიძლება გახდნენ უფრო მომთხოვნები და მტრულები. და თუ რომელიმე მომენტში თქვენ დაიწყებთ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების უარყოფას, ეს გამოიწვევს ძალიან უარყოფით რეაქციას.

 

როგორ უნდა მოვიქცეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც არასდროს ამბობენ „მადლობას“

ეს საკმაოდ რთული თემაა და ყველა ადამიანის შემთვევაში აქვს თავისი ნიუანსები. მაგრამ რაც დაზუსტებით ვიცით, არის ის, რომ მსგავს მოქცევას მივყავართ კონფლიქტამდე, იმედგაცრუებასა და დისკომფორტის გრძნობამდე. თუ ამ ყველაფერს ძალიან ხშირად ხვდებით, სცადეთ გააანალიზოთ, რას აკეთებთ უმადური ადამიანებისთვის.

სიტყვა „მადლობა“ და მადლიერება - ეს ყველაზე მარტივი გზაა , ვაღიაროთ სხვა ადამიანის ძალისხმევა. ეს არის საშუალება, არამხოლოდ ის დავაფასოთ, არამედ მისი ქცევაც. გახსოვდეთ ეს და ეცადეთ, გამოხატოთ მადლიერება ყოველდღე!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
5 რამ, რაც გასათვალისწინებელია თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ
მერწყულის ქვები
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
რას ამბობს თქვენი დაბადების დრო თქვენზე და თქვენს ბედზე?
ტაქტის “ჭარბი” გრძნობა: ანუ ზოდიაქოს 3, ყველაზე თავხედი ნიშანი
ზოდიაქოს ყველაზე ვნებიანი ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნების ფარული სისუტეები, რომლებსაც საგულდაგულოდ მალავენ
სასწორი - მაცდუნებელი, მორიელი- სექს-მკურნალი: სასიყვარულო ნიჭი
როგორ იქცევიან ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები ქორწინების დღეს?
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც არ გამოსდით „არა“-ს თქმა სხვა ადამიანებისთვის
არ ღირს საკუთარი გულის გახსნა იმ ადამიანისთვის, ვინც თქვენთვის არ იბრძოლებს
16 ყველაზე საინტერესო ფაქტი კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის შესახებ
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი