ბლოგი

ყველაფერი კარგად იქნება

ყველაფერი კარგად იქნება

ფეისბუქზე გაზიარება

შეწყვიტეთ ამდენი ფიქრი! ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. როგორც ერთ-ერთი ძველი გამონათქვამი გვეუბნება: «ცხოვრებაში ყველაფერი გამოსწორებადია, სიკვდილის გარდა».

რამდენად გადაჭარბებულია ჩვენი განცდები? არის თუ არა ისეთი მომენტები, როცა ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, გავართმევთ თუ არა თავს ახალ სამსახურს, როგორ წავა ბავშვი სკოლაში, ან როგორ განვითარდება ჩვენი ქორწინება და ოჯახური ცხოვრება? როგორ ვნერვიულობთ ყოველი საჯარო გამოსვლის წინ, ყოველ ახალ დღეზე, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბევრად კარგად მთავრდება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ფიქრები გაცილებით წინ გარბიან. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვიქონიოთ გონებაში ზომიერი არსებობის აზრი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ყოველთვის გვაქვს საშუალება მშვიდად, გათვლილად და გააზრებულად მივყვეთ ჩვენს დატვირთულ და სტრესით სავსე ცხოვრებას. მხოლოდ ასეთი მიდგომა დაგვეხმარება გავუმკლავდეთ არანორმალურ ფორმებში გადასულ რეალობასა და ყოველდღიურობას.

მიეცით საშუალება საკუთარ გონებას ცოტა დაისვენოს და ნუ ეცდებით აზრობრივად დააჩქაროთ დროის სვლა იმის ნაცვლად, რომ მისცეთ მას ნორმალურ რეჟიმში მუშაობის საშუალება. თუ საკუთარ პრობლემებს სხვა კუთხით შევხედავთ, მათ გადაჭრას ნამდვილად შევძლებთ. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც ნებისმიერი შტორმი ადრე თუ გვიან იცლვება მზიანი ამინდით.

ცხოვრება შეიძლება შევადაროთ მდინარეს. ზოგჯერ ჩვენ მის სათავესთან ვიმყოფებით, რომელიც მაღალ მთებშია, სადაც დინება ყველაზე სწრაფია. ამ ადგილას ადამიანმა არასოდეს იცის რა ელის წინ. ზოგჯერ ჩვენ ქვა-ღორღიანი ადგილების და სხვა უფრო რთული დაბრკოლებების გადალახვა გვიწევს. ხოლო როცა ყველა სირთულეს უკან მოვიტოვებთ, მივდივართ ზღვასთან, რათა შევუდგეთ ახალ, არანაკლებ განუსაზღვრელ გზას.

ადამიანები გონებას იტვირთავენ უსაფუძვლო განცდებით, რომლებიც გამოწვეულია ნერვულობითა და სტრესით და ძალიან უარყოფითად აისახება ჩვენს ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. მოდი ნუ ვინერვიულებთ ამდენს. მდინარე გზას ეტაპობრივად მიიკვლევს, იქეთ მიედინება, საითაც რელიეფი ამის საშუალებას აძლევს.

უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრება ფაზლს ჰგავს, რომელსაც ჩვენ სათითაო ნაჭრებით ვაწყობთ. ყველა ჩვენგანს საკუთარი ფაზლი აქვს და მათი აწყობა საჭიროა მშვიდად და აუჩქარებლად.

თითეული ჩვენგანისთვის აუცილებელია, რომ უფრო მშვიდად მივუდგეთ ყოველდღიურ ცხოვრებას. თუ ტრანსპორტზე დაგვაგვიანდა, არ ღირს ნერვიულობა, რამოდენიმე წუთით დაგვიანებით მივალთ დანიშნულების ადგილზე და მორჩა. თუ სადილი ზუსტ დროზე არ გამზადდა, მივირთმევთ მოგვიანებით, მშვიდად და ჩხუბის გარეშე. თუ სამსახურში შეცდომა დავუშვით, გამოვასწორებთ მეორე დღეს. თუ ვინმეს ვეკამათეთ, ხვალ შეიძლება მოვძებნოთ კონფლიქტის განმუხტვის გზა ან უბრალოდ გავუგოთ, ვაპატიოთ ერთმანეთს და მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ.

 

ყველაფერი კარგად იქნება!

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
რა ვაჩუქოთ ვერძს?
„ავი თვალი“ - რა არის გათვალვა და როგორი დავიცვათ მისგან თავი?
როგორი იქნება ახალი წელი კუროსთვის?
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
ჰოროსკოპის ყველაზე სკანდალური ქალი
დასახელდა საუკეთესო და ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ცეცხლის სტიქიის ნიშნები : ლომი , ვერძი , მშვილდოსანი .
2022 წლის ყველაზე ბედნიერი თვეები
ასტროლოგი კორონა ვირუსზე
2023 წლის ყველაზე ხელსაყრელი დღეები ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის ჩინური მთვარის კალენდრით
სამსახურეობრივი რომანი: ამ 4 ზოდიაქოს ნიშანს სამსახურში სიყვარულის ნახვის ყველაზე მეტი შანსი აქვთ
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
საუკეთესო საჩუქრები თხის რქისთვის
ნეგატივთან გამკლავების 5 საუკეთესო საშუალება