ბლოგი

რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?

რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან ფსიქოლოგები?

ფეისბუქზე გაზიარება

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს შეუძლიათ არამარტო გაიგონ, არამედ გაერკვნენ რთულ სიტუაციებში?

სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია ამის გაკეთება, რადგან რთულია შესაფერისი რეაგირება, სწორი სიტყვების შერჩევა და ადეკვატური რჩევის მიცემა. ფსიქოლოგებად უპირობოდ ხდებიან ის ადამიანები, ვინც ამ კუთხით განათლებას იღრმავებს და სპეციალურ სასწავლო პროგრამას გადის. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სპეციალიზაციის გარეშე, ბუნებრივად არიან ამ თვისებებით დაჯილდოვებული და ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სწორედ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლის ქვეშ იბადებიან მსგავსი მონაცემების მქონენი.


თხისრქა

 

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები კარგი ანალიტიკოსები არიან და მარტივად ხსიან ყველაზე აბურდულ საქმესაც კი სწორად აწყობილი სქმით. მათ შეუძლიათ სკრუპულოზურად მივიდნენ რეალობის წარმომქმნელ მიზეზებამდე და პასუხი გასცენ ყველა შეკითხვას. სწორედ ამიტომ, მიმდინარე მოვლენების ანალიზში, კონკრეტული ადამიანის დანიშნულების განსაზღვრასა და რთული სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნაში თხის რქები შეუდარებელი არიან.


ქალწული

 

ზოდიაქოს ეს ნიშანი, ისევე როგორც თხის რქა, გამოძიების მოყვარულია. ქალწული ძალიან ერუდირებულია და შეუძლია მოძებნოს საკითხის გადაჭრის სრულიად განსხვავებული და ეფექტური გზები, რასაც ამყარებს მის მიერ ნაწარმოები კვლევის შედეგად მიღებული უტყუარი პასუხებით. ქალწული მშვენივრად ერკვევა ადამიანებს შორის არსებულ ურთიერთობებში და საკუთარ თავში.


კირჩხიბი

 

კირჩხიბს მარტივად შეუძლია სხვების განწყობების გაგება, ემოციური ფონის ამოცნობა და სულის სიღრმეში წვდომა. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის საკმარისია სიტუაცია გაიგოს, გამოიჩინოს ემპათია და ამის საფუძველზე შესთავაზოს ადამიანს სწორი გზა ვითარების გამოსასწორებლად ან რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად.


მორიელი

 

ზოგიერთი თვლის, რომ მორიელზე უკეთ ადამიანებში ვერავინ ერკვევა - და ეს სიმართლეა. ამას შეიძლება დავუმატოთ მათი პირადი გამოცდილებაც, რომლის გაზიარება მათ შეუძლიათ სხვებთან დახმარების აღმოჩენის მიზნით. მორიელი გამოსავალს მოძებნის ყველაზე მძიმე სიტუაციაშიც კი, მოახერხებს დახმარებას რთული ურთიერთობის შემდეგ ძალების აღდგენის კუთხით და ასევე, შემოგთავაზებთ შურისძიების გეგმას, რომელსაც თავად «რეაბილიტაცია»-ს უწოდებს.


სასწორი

 

სასწორები თვითნაბადი მომლაპარაკებლები არიან და ასევე შეუძლიათ მიდგომა მოძებნონ პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანთან. მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს რთულ ვითარებაში დახმარების გაწევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა კონფლიქტის მოგვარება და შეთანხმების მიღწევა. თუ ადამიანი ორ ცეცხლს შუა დგას და არ იცის რა გზას დაადგეს - სასწორები ადვილად აპოვნინებენ პასუხებს მტანჯველ შეკითხვბზე.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
უფალო, მადლობა ყველა გახსნილი კარისთვის
რა ფერებში უნდა მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
სანამ მორიელს შეიყვარებთ…
ზოდიაქოს ნიშნების სექსუალური მოთხოვნილებები
დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის
რომელი ფრაზები აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეზე სიბოროტით
ემოციური ვამპირები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ყველაზე საშიში თარიღები 2022 წელს
ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია
ამ რეიტინგში ზოდიაქოს მხოლოდ სამი ნიშანი მოხვდა
ზოდიაქოს ყველა ნიშნის ყველაზე მიმზიდველი თვისებები
რა არ უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი უფროსია...
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც სხვებზე მალე იკლებენ წონაში
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებისთვისაც არ არსებობს სიბერე