ბლოგი

დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის

დასახელდა ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც კარს ღიად ტოვებენ ძველი ურთიერთობისთვის

ფეისბუქზე გაზიარება

დაშორება - რთული პერიოდია, რომლის დროს ადამიანი ბევრს განიცდის და რთულ ემოციურ მდგომარეობაშია. ზოგიერთ ადამიანს სურს ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობა სწრაფად გაწყვიტოს, ზოგი კი ძველი ურთიერთობისთვის კარს ყოველთვის ღიად ტოვებს. ასტროლოგებმა გამოყვეს ასეთი ტიპის ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც წარმოგიდგენთ ქვემოთ.

 

ვერძი

 

ვერძები ძალიან ემოციური ადამიანები არიან, რომლებიც ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს სიტუაციიდან ან ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ცუდი დღე ექნებათ, იწყებენ წარსულის გახსენებას, ახლანდელი პარტნიორის შედარებას ძველთან და ფაქტიურად ნაბიჯს დგამენ საიმისოდ, რომ ძველ შყვარებულს შეურიგდნენ. შესაამისად, ვერძები ერთ-ერთი პირველი არიან, ვინც კარს ღიას ტოვებს ძველი ურთიერთობისთვის და როგორც კი ამის საშუალება ექნება, მაშინვე დაურუნდებიან ყოფილ პარტნიორს.

 

კირჩხიბი

 

კირჩხიბი - ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელიც ყველაზე აქტიურია ძველი ურთიერთობებისთვის კარის ღიად დატოვების საკითხში. მის ცხოვრებას უსაფრთხოება და აუცილებლობები აძლევს აზრს. გარდა ამისა, კირჩხიბის ღრმა ინტუიცია, მას საშუალებას აძლევს კარგად გააანალიზოს სხვა ადამიანების ემოცია. როცა მას უჩნდება განცდა, რომ პარტნიორი ყოყმანობს, კირჩხიბი ურთიერთობებს წყვეტს. ზოდიაქოს ეს ნიშანი ცდილობს დაიცვას თავი იმედგაცრუებისგან მანამ, სანამ რამე მოხდება. მაშინაც კი, როცა ვინმე გულს ატკენს, კირჩხიბი მაინც სიყვარულში ცდილობს შვების პოვნას. მას არ შეუძლია უბრალოდ დაემშვიდობოს საყვარელ ადამიანს, ამიტომ, მეორე შანსს ყოველთვის აძლევს, ისევ ენდობა, თუმცა ყველაფერი გააზრებული აქვს და ხშირ შემთხვევაში ასეთი ქმედება კარგად სრულდება მისთვის.

 

მშვილდოსანი

 

მშვილდოსანი ცხოვრობს ახალი შთაბეჭდილებებით. ის მუდმივ ზრდა-განვითარებას უნდა განიცდიდეს იმისათვის, რომ კმაყოფილი იყოს. რამდენადაც თავისი ბუნებიდან გამომდინარე ის თავისუფლების მოყვარულია, ყოველთვის გაურბის შემზღუდავ გარემოებებს და ურთიერთობებს. ის ურთიერთობა მაშინაც კი წყვეტს, როცა უყვარს, თუკი თავისუფლება სჭირდება. თუმცა, წლების შემდეგ, შეიძლება ინანოს და მიხვდეს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. მარტო სამყაროს აღმოჩენა არც ისე სახალისოა, როგორც მეორე ნახევართან ერთად. ამის გამო, მშვილდოსანი მეორე შანსს სრულიად მოულოდნელად აძლევს ძველ პარტნიორს და თუ ისიც მზად არის, სიხარულით იღებს მას.

 

ტყუპები

 

ტყუპები მოქნილები არიან, მათთან ურთიერთობა ადვილია. სამწუხაროდ, ამ ნიშნის სერიოზული ნაკლი არის სიყვარულში ორჭოფობა. ის სამუდამო პარტნიორს იშვიათად ეძებს. მის გარშემო ყოველთვის რამოდენიმე ვარიანტს იკრებს. შეყვარებულობის დროსაც კი, მას არ შეუძლია საკუთარი ხასიათის წინააღმდეგ წასვლა. ძალიან ხშირად, ტყუპებს უჩნდება მომავლის შიში. თუ ტყუპები ოფიციალურად დაშორდებიან პარტნიორს, შემდგომ ეწყება ორჭოფობა, ეცვლეა აზრი დ აამიტომ ძველი ურთიერთობებისთვის კარს ღიას ტოვებს იმ იმედით, რომ შეძლებს პარტნიორთან ყველაფრის თავიდან დაწყებას. 

 

თევზები

 

ზოდიაქოს მიხედვით მას მოიხსენიებენ, როგორც უიმედოდ შეყვარებულს. თევზები მუდმივად ურთიერთობებში არიან, ან პირიქით, მუდმივად მის ძიებაში. ადვილად ებმებიან ემოციურ მახეში, მანამდეც კი, სანამ პარტნიორი გრძნობებში გამოუტყდებათ. დაშორება - მათთვის შოკია. თუმცა, წყენის განცდის ნაცვლად, ისინი ცდილობენ ურთიერთობა დაალაგონ ყოფილთან. გამალებით იწყებენ მუშაობას ძველი ურთიერთობების დაბრუნებისთვის და დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერი გამოუვათ. ფარული, უსაფრთხო და ხანგრძლივი დროის მქონე ურთიერთობა მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი ურთიერთობა.

 

სასწორი

 

სასწორებს უყვართ ბალანსი, რომელიც ყველაზე მარტივად ურთიერთობებში მიიღწევა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, საკუთარ თავში რწმენის ნაკლებობით გამოირჩევიან, ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია ჯერ ნდობა მოიპოვონ პარტნიორთან. ჰაერის სტიქია, რომელიც სასწროს მართავს, ხელს უშლის სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაში. ამ ნიშანს ურჩევნია ურთიერთობა იქონიოს, ვიდრე მარტოობაში გაატაროს ცხოვრება. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ სასწორი ძალიან განიცდის და იმედი აქვს, რომ ყოფილი პარტნიორი დაბრუნდება. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოხდეს.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
5 ნიშანი იმისა, თუ რატომ არის მერწყული საუკეთესო პარტნიორი
თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრების 5 პრინციპი
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თხის რქა
ყველაზე ცუდი თანამშრომლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს არ უმართლებთ ცხოვრებაში და რატომ?
როგორ უყვარდებათ ზოდიაქოს ნიშნებს
ცოტა რამ ტიპური სასწორების შესახებ
ნიშანი, რომელსაც შესაშური ინტუიცია აქვს...
რას არ მოითმენენ ურთიერთობებში ზოდიაქოსნ სხვადასხვა ნიშნები
როგორ უნდა შეავსოთ სახლი დადებითი ენერგიით?
როგორები არიან მიწის ნიშნები ბავშვობაში?
ზოდიაქალური რეიტინგი: უფრო უხეშის მოყვარულებიდან საყვარელ რომანტიკოსებამდე
ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც COVID19-ით დაავადება ელით ნოემბერში
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით