ბლოგი

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ

9 ნიშანი იმისა, რომ თქვენით მანიპულირებენ

ფეისბუქზე გაზიარება

ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელთა შორის ბევრი მანიპულატორია. მათი ქცევის გასაშიფრად, საჭიროა დავაკვირდეთ ქცევას და ასევე ვიცოდეთ მათ შრის ყველაზე გავრცელებული რომლებსაც მანიპულატორები იყენებენ - ასეთი კი ცხრა ნიშანია, რომლებიც იმაზე გაცილებით საშიშია, ვიდრე გამოიყურება.

მაშ ასე:

1. ფაქტებით მანიპულაცია

ყველა მანიპულატორი შესანიშნავი სტრატეგია, რომლებსაც შეუძლიათ სიმართლე ვირტუოზულად გააქარწყლონ. რაც არ უნდა თქვათ, როგორი არგუმენტი ან ფაქტიც არ უნდა მოიყვანოთ, ისინი ეცდებიან საკითხს ყოველთვის სათავისოდ მოატრიალონ, ხოლო მთელი ბრალეულობა და პასუხისმგებლობა თქვენზე გადმოიტანონ.

2. როცა გეუბნებიან, რომ თქვენთან საუბარი შეუძლებელია

ეს მეთოდი იმდენად მარტივია, რამდენადაც ეფექტური და განმაიარაღებელი. თუ ვინმე გეუბნებათ: «შენთან საუბარი შეუძლებელია», ეს ადამიანი, სინამდვილეში ცდილობს თქვენგან მოისმინოს მხოლოდ ის, რისი მოსმენაც თავად სურს. მანიპულატორი ასევე თვალებს გადაატრიალებს და გეტყვით, რომ ზედმეტად ემოციურად რეაგირებთ საკითხებზე, ზედმეტად მგრძნობიარე ხართ და ეს ყველაფერი თქვენთან ურთიერთობას შეუძლებელს ხდის. ამგვარად, ის გადანაშაულებთ იმაში, რაც მას ახასიათებს - კომუნიკაციური უნარების არქონა.

3. ინტელექტუალური პრესინგი

მანიპულატორი ასევე იყენებს სხვა, ძალიან გავრცელებულ საკომუნიკაციო სტრატეგიას, რომელსაც ეწოდება - «ინტელექტუალური» პრესინგი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცდილობს ინტელექტით გაგანადგუროთ. ის თქვენთან დილამდე იკამათებს, მოგიყვანთ უამრავ მაგალითს და აბურდულ ფაქტს მხოლოდ მისთვის ნაცნობი წყაროებიდან, გონებას აგირევთ რაღაც კვლევების შედეგებით და დასკვნებით, რომლებიც ასევე მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. მანიპულატორის მიზანია - ემოციურად დაგანგრიოთ და დაგარწმუნოთ იმაში, რომ თავად არის მართალი, თქვენ კი ცდებით.

4. გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღების მოთხოვნით ულტიმატუმების წაყენება

«თუ არ მეთანხმები, მაშინ სალაპარაკო არაფერი გვაქვს», «ხვალამდე გაძლევთ დროს, კარგად დაფიქრდეთ რაზეც გესაუბრეთ, ან საერთოდ აღარ მოხვიდეთ», – ეს ფრაზები ყველაზე მეტად არის გავრცელებული ულტიმატუმის წამყენებელ მანიპულატორებს შორის. როგორც წესი, მათ ყველაზე მეტად გამოსდით სასურველის მიღწევა, რადგან მანიპულაციის ასეთი ფორმა - ძალიან სტრესული და მტკივნეულია. მათი გავლენა იწვევს პანიკას და ძლიერ ემოციურ განცდებს. იმისათვის, რომ მსგავს ხაფანგში არ გაებათ, საჭიროა გახსოვდეთ - თუ ვინმეს ნამდვილად ვუყვარვართ და პატივს გვცემს, არასოდეს დაგვემუქრება და ულტიმატუმს არ წაგვიყენებს. მითუმეტეს არ გვეტყვის ფრაზას: «ყველაფერი ან არაფერი». სხვათა შორის, ეს უკანასკნელი, მანიპულატორების ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა.

5. საუბრისას ჩვენი სახელის მეთოდურად გამოყენება

თუ ურთიერთობისას გამუდმებით გესმით საკუთარი სახელი - ეს საგანაგაშოა. ამ გზით, მანიპულატორი ამუშავებს საკმაოდ ეშმაკურ მექანიზმს თანამოსაუბრეზე კონტროლის მოსაპოვებლად. თქვენი სახელის მრავალგზის გამეორებისას, ის გაიძულებთ ყუარდღება გაამახვილოთ იმაზე, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი და ამავდროულად, გამოიწვის თქვენში შიში და გაურკვევლობის გრძობა.

6. სარკაზმი და შავი იუმორი

არსებობს მანიპულაციის კიდევ ერთი და საკმაოდ გავრცელებული საშუალება, რომელსაც ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს. ეს არის სარკაზმისა და შავი იუმორის გამოყენება, რომლის დახმარებითაც მანიპულატორი ცდილობს დაგცინოთ და დაგამციროთ. ასე ის იმიტომ იქცევა, რომ დაგანახოთ საკუთარი ფსიქოლოგიური უპირატესობა და თქვენ, როგორც მსხვერპლს, გაიძულოთ მისი ბრძანებების და მითითებების შესრულება. თუ მსხვერპლი წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება, მასზე სარკაზმის კიდევ უფრო დიდი ნიაღვარი წამოვა, რომელსაც მანიპულატორი ასეთი სიტყვებით გამოხატავს: «შენ იუმორის გრძნობაც არ გქონია!»

7. დუმილის ან თავშეკავების გამოხატვა

«არ მინდა ამაზე საუბარი», «ახლა შესაფერისი დრო არ არის», «რატომ გადაწყვიტეთ ამ საკთხის ახლა განხილვა?» – ურთიერთობის ასეთი სტილი, მანიპულატორებისთვის ნორმას წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ კომუნიკაციური უნარების ნაკლებობა აქვთ, და ასევე სინდისის, რადგან გამორიცხულია მანიპულატორი ვერ ხვდებოდეს, თუ რა ძლიერ განცდებში ვარდება მსხვერპლი, როცა მას ღიად აიგნორებენ ან უპასუხოდ ტოვებენ. როგორც წესი, ასეთი ტიპის მანიპულატორები, უბრალოდ არ იღებენ პასუხისმგებლობას მომხდარზე და ცდილობენ ყველაფერი თქვენ დაგაბრალონ.

8. მანიპულაციის მსხვერპლის დადანაშაულება უცოდინრობაში

«ვერ ვხვდები რას გულისხმობთ» – ეს არის ნებისმიერი მანიპულატორის მხრდან გამოვლენილი კლასიკური ტაქტიკა. როცა მათ სურთ რაიმეს მიღება თქვენგან ან საკუთარ სიმართლეში თქვენი დარწმუნება, თუთიყუშებივით იმეორებენ ნებისმიერი არგუმენტზე, რომ არ ესმით რაზე საუბრობთ. ამასთან, გულისხმობენ და გაგრძნობინებენ, რომ თქვენს მიერ გადმოცემული აზრი არის სრული სისულელე და თავადაც არ იცით რას ამბობთ ან რა გინდათ. მსგავსი განცხადებები - ჩვეულებრივი თამაშია. ისინი უბრალოდ თამაშობენ თქვენი გონებით და გრძნობებით. ძირითადი გზავნილი არის ის, რომ თქვენ ყველაფერს ართულებთ და ამიტომ, საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს. ეს სტრატეგია ახასიათებს პასიურ-აგრესიულ მანიპულატორს, რომელიც ცდილობს ყველა დაადანაშაულოს გარშემო საკუთარი თავის გარდა და ასევე მიაყენოს მათ მძიმე განცდები.

9. საუბრის დაწყების თქვენზე გადმოტანა

ფსიქოლოგიური მანიპულაციის ერთ-ერთი ყველაზე ეშმაკური ხერხი, რომელსაც მანიპულატორები იყენებენ, არის საუბრის დაწყების იძულება სხვისთვის. ამ სტრატეგიის დახმარებით, მანიპულატორი რამოდენიმე მიზანს ერთდროულად აღწევს. პირველი - იგებს დროს თავისი «მომაკვდინებელი» არგუმენტებისთვის, მეორე – პოულობს თქვენს სუსტ მხარეებს იმისათვის, რომ შემდეგ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს. მსგავსი ტიპის მანიპულატორებისთვის ასევე დამახასიათებელია თქვენთან კარგი კონტაქტის მიუხედავად, საკუთარი აზრების და პოზიციის ღიად დაფიქსირების კუთხით თავშეკავება. ის განაგრძობს შეკითხვების დასმას, მოჩვენებითი თანხმობის ნიშნად თავის ქნევას და გაღიმებას იმისათვის, რომ თქვენი ნაკლი და გაუთვლელი ქცევა კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდეს. მანიპულატორები თქვენს საუბარს მიმართავენ ისე, რომ თქვენ წარმოჩნდეთ სუსტ და მოწყვლად ადამიანად.

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
თქვენი ჭეშმარიტი ჩრდილოვანი ელემენტი – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს ამ ნიშანს ახასიათებს პარტნიორის კონტროლი
12 მომაკვდინებელი ცოდვა
ტოპ-4 ყველაზე თვითშეყვარებული ზოდიაქოს ნიშანი
სამი სიგნალის წესი: როგორ გაყენებთ სამყარო სწორ გზაზე
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყველაზე ხშირად ქორწინდებიან მეგობარზე
ყველაფერს დახარჯავენ: სამი ყველაზე მფლანგველი ზოდიაქოს ნიშანი
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც სიყვარულს სკეპტიკურად უყურებენ
რომელი ზოდიაქოს ნიშანი არ ზრუნავს ჯანმრთელობაზე?
12-ვე ზოდიაქოს ნიშანი ერთ სახლში?
რა ვაჩუქოთ თხის რქას
საუკეთესო ცოლები ზოდიაქოს მიხედვით
პლანეტები ჰოროსკოპში
ნეპტუნი ჰოროსკოპში