ბლოგი

ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია

ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია

ფეისბუქზე გაზიარება

როცა ადამიანი წყვეტს დაქორწინდეს, ყოველთვის ფიქრობს, რომ პარტნიორი სამუდამოდ მის გვერდით იქნება. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთ ქორწინებაში დიდი ხნით დარჩენა.

წარმოგიდგენთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელთა ქვეშ იბადებიან, ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ერთი ქორწინება საკმარისი არ არის.

კურო

ითვლება, რომ კურო ყველა გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით იღებს, განსაკუთრებით ცხოვრებისეულს. თუმცა, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებამდე მიდის, ის ადვილად ებმება სასიყვარულო ავანტიურაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქორწინების მარყუჟები შეიბან პირველივე შემხვედრთან, რადგან მზად არიან მთლიანად გადაეშვან საკუთარი გრძნობების მორევში. საყვარელ ადამიანზე ზრუნვის, სითბოს და ყურადღების დიდი ოდენობით გამოხატვის, მუდმივი თანადგომის გამო, კუროების პარტნიორები მათზე დამოკიდებულები ხდებიან თითქმის ყველა საკითხში. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ქორეინება, მით უფრო ძლიერდება ამ დამოკიდებულების დონეც, რომელიც ბოლოს კუროს აღარ სიამოვნებს და უჩნდება ამ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველა ღონეს იხმარს ქორწინების შესანარჩუნებლად, რომელშიც მან ამდენი სიყვარული და ენერგია ჩადო, რადგან მის დანგრევას საკუთარ მარცხად აღიქვამს. თუმცა, თუ პარტნიორმა არ გამოიყენა მიცემული შანსი, მაშინ კურო ყოველგვარი სინანულის გარეშე დატოვებს მას. მეორე ქორწინებაში კურო დიდი სიფრთხილით შედის და ხშირ შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა მას მთელი დარჩენილი ცხოვრება ინარჩუნებს.

ქალწული

როგორც წესი, ქალწულები რეალურად შეყვარებულები არიან საკუთარ რჩეულში და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ შეუძლიათ ეს ადამიანი იდეალურ მეუღლედ აქციონ. თუმცა, ბევრ ქალწულს ამის გაკეთება რეალურად ძალიან უჭირს, რადგან ყველა ადამიანი არ არის მზად „თიხის“ როლი შეითავსოს და მოწყვლადი იყოს „ოსტატის“ ხელში. როცა ქალწულის პარტნიორი ავლენს ისეთ ქცევას, რომელიც სცდება ლოგიკისა და სარგებლის ფარგლებს, ის ადვილად ტოვებს კავშირს - ემოციების და სინანულის გრძობის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ქალწული ვერ შეძლებს ამას, მაგალითად პარტნიორზე ფინანსური დამოკიდებულების გამო, საშინლად აუტანელი ხდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავად პარტნიორი გახდეს დაშორების ინიციატორი. ასეთ დროს, ქალწული ხელმძღვანელობს მარტივი ლოგიკით: თუ პარტნიორი გაეყრება, მისი სინდისი სუფთა დარჩება. ხშირ შემთხვევაში, ქალწულები ხოვრებას მარტოობაში ასრულებენ, რადგან უაზრო ურთიერთობებს მარტო ყოფნა ურჩევნიათ.

სასწორი

უდიდესი მაცდუნებლები ადვილად ითანხმებენ საყვარელ ადამიანს საკურთხეველთან მისვლაზე. სასწორები კარგი და კეთილი ადამიანები არიან, რომლებიც არ უფრთხიან საკუთარი გრძნობების ჩვენებას. მათ მოსწონთ პარტნიორის გათამამება და არ ელიან სამაგიერო ზრუნვას. სასწორების ქორწინებაში რეალური პრობლემები იწყება მხოლოდ მაშინ, თუ პარტნიორი ყუარდღებას მოაკლებთ. ასეთ დროს, მათ უქრებათ ემოციები, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის სულიერ საზრდოს წარმოადგენს. ყველაზე ცუდი ვარიანტი დგება ურთიერთობების გამუდმებულ კამათში და ჩხუბში გადასვლისას, რომელიც ხშირად სერიოზული კონფლიქტის სახესაც კი იღებს. სასწორებს ამ ყველაფრის რეალურად ძალიან ეშინიათ, რადგან კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღება მათთვის მძიმეა. თუმცა, ახალი თანამგზავრის პოვნას არ აყოვნებენ და სწრაფად ახდენენ გადართვას. სასწორები არაერთხელ ქორწინდებიან, რადგან მუდმივად იდეალურ პარტნიორს ეძებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ძალიან იშვიათ წარმომადგენელს უმართლებს შესაფერისი მეწყვილის თავიდანვე პოვნაში. თუმცა, ისინი არ ნებდებიან და საბოლოოდ მაინც პოულობენ იმ „ერთს“.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ანგელოზების ნუმეროლოგია: რა ნიშნებს გიგზავნით თქვენი მფარველი?
5 რჩევა მარტოხელებისთვის
10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს ლომი
რა არის სინასტრია
ფულის ენერგეტიკის დამთრგუნველი მავნე ჩვევები
10 რამ, რაც აამაღლებს თქვენი სახლის ენერგეტიკული ვიბრაციის დონეს
ყველაზე პრაქტიკული ზოდიაქოს ნიშნები
რა აღიზიანებთ ზოდიაქოს ნიშნებს?
2024 წლის საქორწილო ჰოროსკოპი
ზოდიაქოს რომელი ნიშნებია თქვენი მარადიული მტერი
როგორები არიან წყლის ნიშნები ბავშვობაში?
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
5 ხაფანგი ურთიერთობებში - როგორ აზროვნებენ გულუბრყვილო ქალები
ენერგეტიკული დღეები 2023 წლის აგვისტოში - გამოიყენეთ ისინი საკუთარი კეთილდღეობისთვის!
3 ყველაზე უიღბლო ზოდიაქოს ნიშანი