კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ბლოგი

ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება

ტოპ-5 ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცი, რომლებთან ურთიერთობაც კოშმარს ემსგავსება

ფეისბუქზე გაზიარება

გაიცანით ისინი, ვისთან თანაცხოვრებაც ნამდვილი ჯოჯოხეთია!

 

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცი, ძალიან რთული ხასიათით გამოირჩევა. ასტროლოგები გამოყოფენ ხუთ ასეთ ნიშანს და თვლიან, რომ მათთან ურთიერთობის აწყობა და შენარჩუნება, ფაქტიურად წარმოუდგენელია.

 

რა თქმა უნდა, ამ სტატიაში წარმოდგენილი რეიტინგი არ ნიშნავს, რომ მასში დასახელებული ზოდიაქოს წარმომადგენელი მამაკაცები ტოტალურად ნეგატიური ხასიათის მქონენი არიან, რადგან ყოველთვის არსებობს გამონაკლისები!

 

5  ვერძი

 

ვერძი მამაკაცების უმრავლესობა თვლის, რომ ყველაფერში იდეალურები არიან და ამ საკითხზე კამათის უფლებას არავის აძლევენ. მათ ყველა საკითხში დომინირების და კონტროლის სურვილი ახასიათებთ. მათთან ურთიერთობა დასაწყისში ზღაპარს გავს, მაგრამ ყველაფერი საპნის ბუშტივით სკდება, როგორც კი თავს იჩენს ყოფითი პრობლემები. მამაკაცი ვერძების უმრავლესობა ყველა წვრილმანზე გამოგეკიდებათ, იწუწუნებს, ისტერიკას მოაწყობს, თუმცა, როცა ურთიერთობის გაგრძელება ან შენარჩუნება გსურთ, მოგიწევთ ამ ყველაფერთან შეგუება..

 

4  ტყუპები

 

ნებისმიერ რეიტინგში, მამაკაცი ტყუპების უმრავლესობას თვლიან ორპირ და ქარაფშუტა ნიშნად. ყველაზე დიდი სტაბილურობა მათ ინტრიგების მიმართ ახასიათებთ. ეს თვისება მუდმივად იჭრება მათ პირად ცხოვრებაშიც. თუ მამაკაცი ტყუპები დიდი ხნის მანძილზე იმყოფება ერთ პარტნიორთან ურთიერთობაში, დროთა განმავლობაში, მათ უჩნდებათ განცდა, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის. ამ მიზეზით, ისინი იწყებენ ფლირტს, ღალატობენ ან პარალელურ ურთიერთობებს აბამენ. ტყუპ მამაკაცებთან კარგი ურთიერთობის აწყობა შესაძლებელი და უკეთესია უფრო მოწიფულ ასაკში.

 

3  სასწორი

 

ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობების იმედი მამაკაც სასწორების უმრავლესობასთან, ნამდვილად არ უნდა გქონდეთ. ისინი მუდმივად მიმზიდველი არიან საპირისპირო სქესისთვის. ხშირად ისეც ხდება, რომ ერთდროულად რამოდენიმე ქალთან აქვთ რომანი და ვერაფრით იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიმათგანი უყვართ და უნდათ რეალურად. საბოლოოდ, მათი უმრავლესობა ხელცარიელი რჩება. მამაკაცი სასწორების მთავარი პრობლემაა ორჭოფობა და ჩამოუყალიბებლობა პარტნიორის არჩევის საკითხში. მათ ისეთი ქალი სჭირდებათ, რომელიც მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებს და განცდებს აჩუქებთ.

 

2  თხის რქა

 

თხის რქა მამაკაცების უმრავლესობა მთელი ყურადღებით გადართულია სამსახურზე. თუმცა, ზოგჯერ იმაზეც ფიქრობენ, თუ რატომ ვერ ახერხებენ ურთიერთობების აწყობას და პირადი ცხოვრების ქონას. ამის საკმაო და აშკარა მიზეზები ძალიან თვალნათელია - მათ არ უნდათ დროის დახარჯვა ურთიერთობებში გაჩენილ საკითხებზე, პარტნიორის ძებნაც კი არ სურთ, რადგან თვლიან, რომ ამ დროის გამოყენება შეუძლიათ სამსახურში, საქმის გასაკეთებლად ან სწავლისთვის და ბიზნესის ასაწყობად. უფრო მეტიც, ფიქრობენ, რომ ურთიერთობაში შესვლა უმჯობესია 40 წლის შემდეგ, რომ მაქსიმალურად აიცილონ თავიდან პრობლემები და განქორწინება. სწორედ ამის გამო, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების უმრავლესობა მზად არის დატანჯოს პოტენციური პარტნიორი მასში ნაკლის ძიებით ან სხვა მიზეზებით და შარის მოდებით.

 

1  მშვილდოსანი

 

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცების 90%-ზე მეტი ზედმეტად თავისუფლების მოყვარე და ჯიუტია. ისინი არასოდეს დაუთმობენ პარტნიორ ქალს - არცერთ საკითხში. მათთან უბრალოდ მეგობრობა და არაფორმალური ურთიერთობაც კი რთულია, არათუ ქორწინებაში ყოფნა. მშვილდოსანი მამაკაცები იშვიათად მიდიან კომპრომისებზე. ისინი თვლიან, რომ ყველა მათი მოთხოვნა უნდა შესრულდეს დაუყოვნებლივ. თუ ასე არ ხდება, სკანდალი გარდაუვალია. მშვილდოსანი მამაკაცების უმრავლესობა ძალაუფლების მოყვარულია და ყოველთვის ცდილობენ, რომ პარტნიორი მათ დაემორჩილოთ.

 

 

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
ზოდიაქოს ყველაზე ძლიერი ნიშნები
ანტი-ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
6 მითი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე
კატების საიდუმლო ძალა: როგორ გრძნობენ ისინი ადამიანების ავადმყოფობას და ცდილობენ ამის გაფრთხილებას
ასტრომედიცინა - როგორ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას ჰოროსკოპის მიხედვით
ფარული ნიშნები, რომლებსაც სამყარო გვიგზავნის, როდესაც გზას ვკარგავთ
ზოდიაქოს ეს 2 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ცუდ რჩევებს იძლევიან სასიყვარულო ურთიერთობისთვის
თებერვლის სულიერი მნიშვნელობა: განწმენდის თვე
თუ თავს მარტოხელად თვლით, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
ასტროლოგია და უძრავი ქონება: რაზე მიუთითებს თქვენი ზოდიაქოს ნიშანი საცხოვრებლის შეძენის დროს
გსურთ ურთიერთობები დრამის გარეშე? ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის ქალები არასდროს ეჭვიანობენ
სამყაროს 3 კანონი, რომელიც ყოველთვის მუშაობს
იცოდით, რატომ არ უნდა დატოვოთ კარში გასაღები?
დასახელდა ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები
კუროსთვის საუკეთესო საჩუქრები