ბლოგი

ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც სასწორის ნიშანზე უნდა ვიცოდეთ

ფეისბუქზე გაზიარება

როგორია ზოდიაქოს ეს ნიშანი სამსახურში, სიყვარულში, სექსსა და მეგობრობაში? რა არ უყვარს და რა უნდა ვიცოდეთ მასთან ურთიერთობისას - თუ გაინტერესებთ ეს ყველაფერი, განაგრძეთ კითხვა, ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.


სასწორები - ხელოვნებისა და ჰარმონიის შემოქმედები არიან. ისინი ყოველთვის ზღვარზე ბალანსირებენ, რათა სიცარიელისგან შექმნან შედევრი. ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი გულის მქონე ადამიანები არიან და სამართლიანობის გრძნობა ყველაზე მძაფრად აქვთ გააქტიურებული. სასწორები გუნდის ყველაზე ნათელი და საუკეთესო წევრები, მხიარული მეგობრები და მშვენიერი საყვარლები არიან. ისინი პოპულარულები არიან ვიწრო წრეში თავისი შარმით და ორიგინალობით. ერთხელ შეხვედრა, სრულიად საკმარისია, რომ მათი არტისტიზმი ძალიან დიდი ხნით დაგამახსოვრდეთ. სასწორის დადებითი თვისებების ჩამონათვალი ფაქტიურად უსასრულოა. ისინი ყველაფერში იდეალისკენ ისწრაფვიან და სწორედ ამიტომ, იდეალი სულ მათთან არის.

სასწორები სამსახურში

ისინი საერთო ენას ნახულობენ ნებისმიერ კოლექტივში. პატივისცემით ეპყრობიან კოლეგებს, კონტრაგენტებს და მაქსიმალურად ცდილობენ დაკისრებული მოვალეობის ხარისხიანად შესრულებას. პრობლემების გადასაჭრელად ყოველთვის ეძებენ ოპეტიმალურ გზებს და აკეთებენ ყველაფერს, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიონ. სასწორები მშვიდობისმყოფელი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაცია რადიკალურად შეცვალონ, განსაკუთრებით დაძაბული. მუშაობის სქემა პრაქტიკულად ყოველთვის კონსერვატორული აქვთ. მაგრამ, რაღაც მომენტში, თუ ეს აუცილებელია, გარკვეულწილად ცვლიან და არ ეშინიათ გარდატეხებისა და სიახლის. სასწორები ნიჭიერი და კრეატიული მუშაკები არიან.

სასწორები სიყვარულში


სასწორი მამაკაციძალიან მომთხოვნია პარტნიორის მიმართ. ის ამჩნევს ყველა მის ნაკლს. თუმცა, ზოგჯერ მასში იღვიძებსდედა ტერეზადა ეძებს გამართლებას ყველა იმ ცუდი ან არასწორი საქციელისთვის, რომელსაც პარტნიორი ავლენს. შერჩული ქალის გულის დასაპყრობად სასწორი ყველა საშუალებას იყენებს, თუმცა, ამავდროულად, გულდასმით არკვევს ნამდვილად არის თუ არა ეს ქალი მისთვის შესაფერისი. თუ ამ ეტაპს გადალახავენ, სამომავლოდ მისმა რჩეულმა ქალმა მაქსიმალურად უნდა აირიდოს თავიდან კამათი და ჩხუბი, თუ სურს, რომ იდეალური ქორწინება და ურთიერთობები ჰქონდეს.

სასწორი ქალი - უყვარს შეყვარებულად ყოფნა. მოსწონს იმის გაცნობიერება, რომ ერთი დიდი გრძნობის ნაწილია. ეს ქალი პარტნიორში აფასებს სიახლისკენ სწრაფვას, სურს, რომ მისი მამაკაცი მუდმივად იზრდებოდეს და იხვეწებოდეს. ურთიერთობებში მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი სულ აღფრთოვანებული იყოს მისით, დააფასოს და გააღმერთოს. თუ სასწორი ქალი ამას იგრძნობს და დაინახავს, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებს. წონასწორობა - ეს არის ის, რისკენაც სასწორი ქალი მიისწრაფვის. სწორედ ამიტომ, პარტნიორს ჯერ გონებით ირჩევს, ხოლო შემდეგ გულით და სხულით.

სასწორები საწოლში


სასწორი მამაკაცი - ამჯობინებს ლოგიკურ თამაშებს, ვიდრე სპორტულ ტურნირებს. ურთიერთობებში კომპრომისის მოძებნა არ უჭირს, რადგან ამისთვის საკმაოდ ჭკვიანია. მისი გონება ქალის სხეულისთვის მაგნიტია. სასწორები აფასებენ ხარნგრძლივ ალერსს. ის პარტნიორის სხეულის ყოველ მილიმეტრს სწავლობს იმისათვის, რომ ასიამოვნოს საყვარელ ქალს და მოიკლას თავისიწყურვილი“. სასწორ მამაკაცს მოსწონს ალერსის ყველა ფორმა, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ მისთვის საკუთარი საიდუმლო სურვილების განდობა.


სასწორი ქალი - მიჩვეულია სასიყვარულო თამაშებით გართობას. ხანგრძლივი პრელუდიით დიდ სიამოვნებას იღებს, ამისათვის კი წინასწარ არჩევს პარტნიორს და გარემოს. მას გამოცდილი მამაკაცი სჭირდება იმისათვის, რომ სიამოვნება მიღოს სხეულის თითეული უჯრედით. ესთეტიკას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, შიდა თეთრეული ყოველთვის გამორჩეულად ლამაზი და ძვირფასი აცვია, ხოლო საძინებლის დეკორი ისეა მოწყობილი, რომ საშუალება ჰქონდეს პროცესის ყურებითაც დატკბეს. საწოლში მრავალფეროვნებას აფასებს, ამიტომ, კონსერვატორი ტიპის მამაკაცი მისთვის ნამდვილად არ გამოდგება. 

სასწორების ეროგენული ზონები


სასწორების ეროგენული ზონა – ეს არის მათი ტვინი. მათ უყვართ, როცა გარემოცული არიან ორიგინალურობით, ზრუნვითა და ყურადღებით. ისინი არასტანდარტული ურთიერთობების მოყვარეულნი არიან - სწორედ ეს იწვევს მათ მუცლის ქვედა ნაწილში „მსუბუქ ჩხვლეტებს“.


სასწორი მამაკაცების ყველაზე ეროგენული ზონა – ეს არის მათი «მეხუთე წერტილი». დუნდულებზე ალერსი ყველაზე მეტად აღაგზნებს მათ და უჩენთ სექსუალურ ლტოლვას.


სასწორი ქალების სხეულის ნაწილებიდან, ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ხერხემალს. მსუბუქი მასაჟი და ნაზი კოცნა ვნებების ტალღებს და უდიდეს სიამოვნებას იწვევს. ნუ შეგეშინდებათ საყვარელი ადამიანის სხეულზე ექსპერიმენტების ჩატარების, რადგანსაჭიროადგილის პოვნის შემთხვევაში, სიამოვნების მორევში აღმოჩნდებით.

სასწორები მეგობრობაში


სასწორები მეგობრობაში ყოველთვის ცივსისხლიანები არიან. ისინი არ მიატოვებენ მეგობარს რთულ მომენტში, თუმცა, მათი მხრიდან მუდმივი მხარდაჭერის იმედიც არ უნდა გქონდეთ. ფული შეიძლება არ გასესხონ საჭირო დროს, მაგრამ ამ ფულის შოვნის შესაძლებლობას მოგცემენ. მათი რჩევები ყოველთვის საყვედურით და დამრიგებლური ტონით ხასიათდება, თუმცა, საკთხს ძირეულად, პრაგმატულად და კრიტიკულად განიხილავენ და ეს რჩევები ნამდვილად ღირებულია. სასწორების დადებითი თვისებაა - კარგი იუმორის გრძნობა, რომლის დახმარებით, ნებისმიერ კამპანიაში თავს კარგად გრძნობენ და შეუძლიათ ყველაზე რთული დღეც კი შეამსუბუქონ.


სასწორებს არ უყვართ - როცა ვინმე ცდილობს იუხეშოს ან უტაქტოდ მოიქცეს. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტებს, ამიტომ, ზოგჯერ ქედმაღლურად გამოიყურებიან. დაძაბულობის თავიდან აცილებას ახერხებენ ენაწყლიანობით და გონებამახვილობით. მათ გარშემო არასოდეს არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად წუწუნებენ ცხოვრებაზე.


ცნობილი ადამიანები, რომლებიც სასწორის ნიშნის ქვეშ დაიბადნენმაიკლ დუგლასი, სტინგი, ფრიდრიხ ნიცშე, ოსკარ უაილდი, დონა კარანი, მიგელ დე სერვანტესი, ჰიუ ჯეკმანი, ჟან კლოდ ვან დამი, უილ სმიტი და სხვები.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს


თითოეული ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი მახასიათებლები, თუმცა, ცალკეული ადამიანი თავის მხრივ გამოირჩევა ინდივიდუალიზმით და უნიკალურობით. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში საჭიროა აქცენტის გაკეთება თვითშეცნობასა და თვითგანვითარებაზე. ზოგჯერ გვიადვილდება დაბადების თარიღს დავაბრალოთ ჩვენი შეცდომები, ვიდრე თავი გავაკონტროლოთ და პრობლემები მოვაგვაროთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჰოროსკოპი არანაირად არ კარგავს თავის აქტუალურობას ადამიანების ცხოვრებაში. მათ კითხულობდნენ, კითხულობენ და მომავალშიც წაიკითხავენ იმისათვის, რომ საკუთარი თავი ან სხვა, უფრო ახლოდან გაიცნონ, გააანალიზონ ადამიანის ესა თუ ის ქცევა და ხასიათის ნიშნები.

 

«გიყვარდეთ თქვენი და თქვენი ახლობლების ნაკლი და მარცხი, რადგან სწორედ მათ გამო ვართ გამორჩეული და განუმეორებელი ». იცხოვრეთ დღევანდელი დღით. გაიაზრეთ კარგად, რომ ყველა ჩვენგანი თავისუფალია არჩევანსა და გადაწყვეტილებაში. დააფასეთ გარშემო მყოფი ადამიანები და ნაკლებად შეეჯახებთი ისეთ პრობლემას, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც «არათავსებადი ზოდიაქოს ნიშნები».

ფეისბუქზე გაზიარება
სხვა სტატიები
გულახდილი ადამიანების 12 ჩვევა
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც დეკემბერში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით
ეს 4 ზოდიაქოს ნიშანი შესანიშნავია სიყვარულში
სუპერძალა, რომელიც ვარსკვლავებმა უბოძეს თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს
დაასახელეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და ჩვენ გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად ურთიერთობებში
10 ნიშანი იმისა, რომ თქვენს სხეულში ჭარბი რაოდენობის ნეგატიური ენერგია დაგროვდა
ამის ცოდნა დაგეხმარებათ გავლენა იქონიოთ მშვილდოსნებზე, ტყუპებსა და კუროებზე
ყველაზე გულუხვი და მხარჯველი ზოდიაქოს ნიშნები
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით წარმატება და კეთილდღეობა ზაფხულში?
გააუმჯობესეთ თქვენი ონლაინ თამაშების გამოცდილება ასტროლოგიით
ხასიათის რა ნიშნების გამო არის თხის რქა შეუცვლელი?
არასოდეს შეწყვიტოთ „კარგი ადამიანობა“ ცუდი ადამიანების არსებობის გამო
აი რას ეუბნებოდა ღმერთი, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს!
5 ეშმაკობა, რომელთა მეშვეობით ქალს შეუძლია კაცების აზრებს მთლიანად დაეუფლოს
ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც გამდიდრება ელით 2023-ში